საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.04.2005 ძალადაკარგული 17.03.2008
ნომერი
№735
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.270.007321
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 03/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.027.007.321

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №735

2005 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის თან­დართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტი­ციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დე­პარ­ტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწეს­რიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურ­თიერ­თობებს.

    ­მუხლი 2. დეპარტამენტის სტატუსი

1. დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (ტექსტში შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონებითა და სხვა საკანონ­მდებ­ლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექ­ტების სამართლებრივი ექსპერტიზა, მათი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შე­სა­ბამისობის დადგენა;

ბ) წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომ­ზა­დება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვა­ლის­წინებული სამინისტროს ვალდებულების შესრუ­ლებისათვის.

2. თავისი ამოცანების შესასრულებლად დეპარტა­მენტი:

ა) ახორციელებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ) ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს მინისტრის, ან უფლებამოსილების განაწილების მიხედვით მინის­ტრის მოადგილის დავალებით, საქართველოს პრეზი­დენტის, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მიერ სამინისტროსათვის განსაზღვრული შესაბამისი დავა­ლებების შესასრულებლად;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს ხელმძღვანელობას ,,ნორ­მატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი უფლებამოსი­ლებების განხორციელების მიზნით;

დ) ახორციელებს კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბო­ბიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროს განაწილების მიხედვით – შესაბამის მინისტრის მოადგილეს.

4. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხე­ლეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და გან­კარგულებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს დეპარ­ტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) იბარებს და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიშს;

ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მუშაობი­სათვის;

ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეო­ბების შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას;

ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებ­ლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

კ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებუ­ლებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს.

5. დეპარტამენტის უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის შესაბამისი მოადგილის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურაშია:

ა) საჯარო სამართლებრივი ექსპერტიზის სამმარ­თველო;

ბ) საფინანსო და სამეწარმეო სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველო.

    მუხლი 6. დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები

1. საჯარო სამართლებრივი ექსპერტიზის სამმარ­თველო:

ა) უზრუნველყოფს განათლების, მეცნიერების, გარე­მოს, ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკის, თავდაცვის, კულტურისა და სპორტის, სოფლის მეურნეობის, საზოგადოებრივი წესრიგის, შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ტრანსპორტის სფეროს მიკუთ­ვნებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან, ამზადებს შესაბამისი დასკვნების პროექტებს;

ბ) ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს ამ დებუ­ლების შესაბამისად დაკისრებული სხვა დავალებების შესასრულებლად.

2. საფინანსო და სამეწარმეო სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო ფინანსების, საბან­კო, ფასიანი ქაღალდების, ბუღალტრული აღრიც­ხვის, აუდიტორული საქმიანობის, ფინანსური მონი­ტორინგის, სახელმწიფო შესყიდვების, ანტიმონოპო­ლიუ­რი, დაზღვევის სფეროს მიკუთვნებული კანონქვემ­დებარე ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისო­ბას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან, ამზადებს შესაბამისი დასკვნების პროექტს;

ბ) ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს ამ დებუ­ლების შესაბამისად დაკისრებული სხვა დავალებების შესასრულებლად.

    მუხლი 7. დეპარტამენტის მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზ­ღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეები ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნ­ქციებს და მათი განხორციელებისას ემორჩილებიან შესა­ბამისი სამმართველოს უფროსს და დეპარტამენ­ტის უფროსს.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი

დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლი­ლებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინის­ტრის ბრძანებით.