სოციალური გადასახადის დეკლარირების, შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის გაანგარიშების და გადახდილი თანხების ინფორმაციის შესახებ ყოველთვიური საგადასახადო ანგარიშის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.01.2007 ძალადაკარგული 11.09.2007
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
200040000.22.033.009846
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 26/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.170.000.22.033.009.846

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №31

2007 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

სოციალური გადასახადის დეკლარირების, შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის გაანგარიშების და გადახდილი თანხების ინფორმაციის შესახებ ყოველთვიური საგადასახადო ანგარიშის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 217-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 269-ე მუხლის პირველი ნაწილის აღსრულების მიზნით და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართვე­ლოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცე­ბული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სახით:

ა) ინსტრუქცია ,,სოციალური გადასახადის დეკლარირების, შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის გაანგარიშების და გადახდილი თანხების ინფორმაციის შესახებ ყოველთვიური საგადასახადო ანგარიშის ფორმის შევსების წესის შესახებ“ (დანართი №1);

ბ) ,,სოციალური გადასახადის დეკლარირების, შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის გაანგარიშების და გადახდილი თანხების ინფორმაციის შესახებ ყოველთვიური საგადასახადო ანგარიშის“ ფორმა (დანართი №2).

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,სოციალური გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 ივლისის №865 ბრძანება;

ბ) ,,ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური გაანგარიშების ფორმისა და გაანგარიშების ფორმის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 სექტემბრის №1123 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

დანართი №1

ინსტრუქცია

სოციალური გადასახადის დეკლარირების, შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის გაანგარიშების და გადახდილი თანხების ინფორმაციის შესახებ ყოველთვიური საგადასახადო ანგარიშის ფორმის შევსების წესის შესახებ

    მუხლი 1.

ანგარიშის I ნაწილი ივსება შემდეგი წესით:

ა) ,,საიდენტიფიკაციო ნომერი” – შესაბამის უჯრებში ჩაიწერება საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელზე მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) ,,გადამხდელის პირადი ნომერი” – შესაბამის უჯრებში ჩაიწერება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ფიქსირებული პირადი ნომერი;

გ) ,,ეკონომიკური საქმიანობის კოდი” – შესაბამის უჯრებში ჩაიწერება იმ საქმიანობის კოდი, რომელ საქმიანობასაც გადამხდელი თვლის ძირითად საქმიანობად;

დ) ,,ანგარიშის სახე” – პირველ უჯრაში ჩაიწერება –  ,,1”, შემდგომ ორ უჯრაში –საანგარიშო თვის რიგითი ნომერი, ბოლო ორ უჯრაში – წელი. თუ ანგარიში გასული საგადასახადო პერიოდისაა და წარმოდგენილია დაზუსტების (კორექტირების) მიზნით, პირველ უჯრაში ერთის ნაცვლად ჩაიწერება ,,2”, შემდგომ ორ უჯრაში – საანგარიშო თვის რიგითი ნომერი, ხოლო ბოლო ორ უჯრაში – წელი.

მაგალითი 1:

გადამხდელმა 2006 წლის ნოემბერში წარმოადგინა 2005 წლის სექტემბრის თვის დაზუსტებული ანგარიში.

მოცემულ პირობებში:

ანგარიშის პირველ უჯრაში ჩაიწერება – ,,2”, შემდგომ ორ უჯრაში – ,,09” და ბოლო ორ უჯრაში – ,,05”, სადაც ,,2” ნიშნავს, რომ ანგარიში არის დაზუსტებული, ,,09” ნიშნავს, რომ წარმოდგენილი ანგარიში არის სექტემბრის, ,,05” ნიშნავს, რომ საანგარიშო თვე (სექტემბერი) არის 2005 წლის;

ე) ,,საგადასახადო ორგანოს დასახელება” – შესაბამის ადგილზე აღინიშნება ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება ანგარიში;   

ვ) ქართული საწარმო (ორგანიზაცია), უცხოური საწარმო, მეწარმე ფიზიკური პირი, სხვა საწარმო – საჭირო უჯრაში აღინიშნება – ,,X”;

ზ) ,,გადამხდელის დასახელება” – შესაბამის ადგილზე აღინიშნება გადამხდელის (აგენტის) სრული დასახელება, მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;

თ) ,,გადამხდელის მისამართი” – შესაბამის ადგილზე აღინიშნება გადამხდელის სრული (იურიდიული) მისამართი.

    მუხლი 2.

ანგარიშის II ნაწილის უჯრებში ჩაიწერება:

ა) პირველ უჯრაში – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად ფულადი ფორმით გაცემული ანაზღაურება, კერძოდ: ხელფასი, სარგებელი, წინა სამუშაო ადგილიდან მიღებული პენსია ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან, სტიპენდია და სხვა.

მაგალითი 2:

გადამხდელმა 2006 წლის 9 მარტს დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის სახით გასცა 10000 ლარი, საავადმყოფო ფურცელზე მყოფ მო-მუშავე ფიზიკურ პირებზე შრომისუნარიანობის დროებითი დაკარგვისათვის დახმარება საკუთარი სახსრებიდან – 2000 ლარი და ბიუჯეტის სახსრებიდან – 600 ლარი.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა 2006 წლის მარტის ანგარიშის II ნაწილის პირველ უჯრაში უნდა ასახოს 12 600 ლარი (10 000 +2000 +600);

ბ) მე-2 უჯრაში – საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე არაფულადი ფორმით გაცემული ხელფასის და სარგებლის ღირებულება, რომელიც ასევე აისახება ანგარიშის III ნაწილის ცხრილის ერთ-ერთ ბოლო სტრიქონზე აღნიშნული თანხიდან, საშემოსავლო გადასახადის დაკავებისა და გადახდის ვალდებულების წარმოშობა განისაზღვრება საანგარიშო თვის ბოლო რიცხვით.

მაგალითი 3:

გადამხდელმა დაქირავებულ ფიზიკურ პირს 2006 წლის 12 მარტს ანაზღაურების გარეშე 2006 წლის 20 აპრილამდე სარგებლობაში გადასცა 3000 ლარად ღირებული (საბალანსო ღირებულება) მსუბუქი ავტომობილი.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა მარტის ანგარიშის II ნაწილის მე-2 უჯრაში უნდა ასახოს სარგებლის ღირებულება 57 ლარი (3000X0,1%X19). აპრილის ანგარიშის იმავე უჯრაში – 60 ლარი (3000X0,1X20), ამასთან, აღნიშნული სარგებლის ღირებულებები შესაბამისი თვეების ანგარიშის III ნაწილის ცხრილში აისახება 31 მარტის და 30 აპრილის ჩანაწერებით;

მაგალითი 4:

გადამხდელი დაქირავებულ ფიზიკურ პირს ხელფასის სანაცვლოდ 2006 წლის აპრილში ყოველდღიურად არაფულადი ფორმით აძლევდა 4 ცალ პურს, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 2 ლარს.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა აპრილის ანგარიშის II ნაწილის მე-2 უჯრაში უნდა ასახოს 60 ლარი (30X2), რომელიც ანგარიშის III ნაწილის ცხრილში აისახება 30 აპრილის ჩანაწერით;

გ) მე-3 უჯრაში – გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის საანგარიშო თვეში გაცემული ანაზღაურება.

მაგალითი 5:

გადამხდელს, გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა ჩაუტარა ოფისის რემონტი, რისთვისაც მას 2006 წლის 26 მარტს აუნაზღაურა 800 ლარი.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა მარტის ანგარიშის II ნაწილის მე-3 უჯრაში უნდა ასახოს 800 ლარი. ამასთან, ანგარიშის III ნაწილის შესაბამის სტრიქონზე იგი აისახება 26 მარტის ჩანაწერით;

დ) მე-4 უჯრაში – საანგარიშო თვეში სათამაშო ბიზნესის მომწყობთა მიერ ფიზიკურ პირებზე მოგების სახით განაცემი (როგორც თანხობრივი, ასევე ნივთ-მოგებების ღირებულების სახით). აღნიშნული განაცემი ასევე აისახება ანგარიშის III ნაწილის ბოლო სტრიქონზე საანგარიშო თვის ბოლო რიცხვით.

მაგალითი 6:

სათამაშო ბიზნესის მომწყობმა 2006 წლის მაისში მოგების სახით სხვადასხვა ფიზიკურ პირზე გასცა 15000 ლარი.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა აღნიშნული განაცემი 15000 ლარი უნდა შეიტანოს მაისის ანგარიშის II ნაწილის მე-4 უჯრაში და ანგარიშის III ნაწილის ცხრილში ასახოს 31 მაისის თარიღით;

ე) მე-5 უჯრაში – საგადასახადო კოდექსის 195-ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკურ პირებზე და უცხოურ საწარმოებზე საანგარიშო თვეში გაცემული დივიდენდები, რომელიც საგადასახადო კოდექსით ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას;

მაგალითი 7:

გადამხდელმა 2005 წლის შედეგების მიხედვით 2006 წლის 20 აპრილს ფიზიკურ პირებზე გასცა 10 000 ლარი დივიდენდი, რეზიდენტ იურიდიულ პირზე – 50 000 ლარი და უცხო საწარმოზე – 80 000 ლარი.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა 2006 წლის აპრილის ანგარიშის II ნაწილის მე-5 უჯრაში უნდა ასახოს 90 000 ლარი (10 000+80 000);

ვ) მე-6 უჯრაში – საგადასახადო კოდექსის 196-ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე (რეზიდენტი ბანკების გარდა) საანგარიშო თვეში გაცემული პროცენტები, რომელიც საგადასახადო კოდექსით ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

მაგალითი 8:

გადამხდელმა 2006 წლის 10 თებერვალს გიორგის გადაუხადა პროცენტის სახით 100 ლარი, 15 თებერვალს არარეზიდენტ საწარმოს – 3 000 ლარი, და 22 თებერვალს რეზიდენტ ბანკს – 4 000 ლარი.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა 2006 წლის თებერვლის ანგარიშის II ნაწილის მე-6 უჯრაში უნდა ასახოს 3100 ლარი (100+3 000);

ზ) მე-7 უჯრაში – მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტებზე საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლში დასახელებული განაცემების მიხედვით საანგარიშო თვეში გადახდილი თანხა (გარდა სხვა უჯრებში ასახულისა).

მაგალითი 9:

გადამხდელმა 2006 წლის 19 თებერვალს მუდმივი დაწესებულების არმქონე უცხო საწარმოს საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებისათვის გადაუხადა 50 000 ლარი, ხოლო არარეზიდენტ ფიზიკურ პირს – 10 000 ლარი.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა 2006 წლის თებერვლის ანგარიშის II ნაწილის მე-7 უჯრაში უნდა ასახოს 60 000 ლარი (50 000+10 000);

თ) მე-8 უჯრაში – საანგარიშო თვეში გადასახდელი სოციალური გადასახადი, რომელიც გაიანგარიშება ანგარიშის II ნაწილის პირველ, მე-2, მე-3 უჯრებში ასახული თანხების და მე-7 უჯრაში არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების ჯამის (რომელიც უნდა შემცირდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების თანხით) სოციალური გადასახადის საგადასახადო განაკვეთზე გამრავ-ლებით.

მაგალითი 10:

გადამხდელს იანვრის ანგარიშის II ნაწილის პირველ უჯრაში ასახული აქვს 10 000 ლარი (მათ შორის, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საშეღავათო თანხა შეადგენს 2 000 ლარს); მე-2-ში – 1000 ლარი; მე-3-ში – 3 000 ლარი; მე-4-ში – 500 ლარი; მე-5-ში – 400 ლარი; მე-6-ში – 300 ლარი; მე-7-ში – 4 000 ლარი. ამასთან, ანგარიშის II ნაწილის მე-5 და მე-6 უჯრებში ასახული თანხა (400 და 300 ლარი) გაცემულია ფიზიკურ პირებზე, ხოლო მე-7 უჯრაში ასახული 4 000 ლარი მთლიანად მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ იურიდიულ პირზე.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა იანვრის ანგარიშის II ნაწილის მე-8 უჯრაში უნდა ასახოს სოციალური გადასახადი 2 400 ლარი (10 000–2 000+1 000+3 000)X20%;

ი) მე-9 უჯრაში – საანგარიშო თვეში გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რომელიც გამოიანგარიშება:

ი.ა) პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 უჯრებში ასახული თანხების ჯამი (შემცირდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასა-ხადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული თანხით) გამრავლებული 12%-ზე, პლიუს მე-5 და მე-6 უჯრებში ასახული თანხების ჯამი გამრავლებული 10%-ზე და პლიუს მე-7 უჯრაში ასახული არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე განაცემის თანხა გამრავლე-ბული საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის შესაბამის განაკვეთზე;

მაგალითი 11:

საწყისი მოცემულობა და პირობები იგივეა, რაც მე-10 მაგალითში, იმ განსახვავებით, რომ დაქირავებულ არც ერთ ფიზიკურ პირზე არ ვრცელდება საგადა-სახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა იანვრის ანგარიშის II ნაწილის მე-9 უჯრაში უნდა ასახოს გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული საშემოსავლო გადასახადი 1810 ლარი (10 000 +1 000 + 3 000 +500)X12%+ +(400+300)X10%;

კ) მე-10 უჯრაში – მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტებისათვის საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი თანხიდან გაცემის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული გადასახადი, რომელიც გაიანგარიშება მე-7 უჯრაში ასახული თანხის (გარდა არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემულისა) აღნიშნული მუხლით დადგენილ საგადასახადო განაკვეთზე გამრავლებით.

მაგალითი 12:

საწყისი მოცემულობა და პირობები იგივეა, რაც მე-10 მაგალითში, იმ განსახვავებით, რომ იანვრის ანგარიშის II ნაწილის მე-7 უჯრაში ასახული განაცემის მიხედვით გადასახდის განაკვეთი საგადა-სახადო კოდექსის 197-ე მუხლის შესაბამისად შეადგენს 10%-ს.

მოცემულ პირობებში:

იანვრის ანგარიშის II ნაწილის მე-10 უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული გადასახადი 400 ლარი (4 000X10%);

ლ) მე-11 უჯრაში – გადასახადის გადამხდელის მოწმობის მქონე ფიზიკურ პირებზე საანგარიშო თვეში მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება, რომელიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან;

მ) მე-12 უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე საანგარიშო თვეში გაცემული დახმარება, სარგებელი და სხვა ქველმოქმედების სახით განაცემები, მათ შორის, არაფულადი ფორმით, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას;

ნ) მე-13 უჯრაში – საანგარიშო თვეში გამოშვებული პროდუქციის (შესრულებული სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება (სტატისტიკური ანგარიშების მიხედვით);

ო) მე-14 უჯრაში – დაქირავებულ პირთა რიცხოვნობა, რომლებზეც საანგარიშო თვეში გაცემულია ანაზღაურებები ხელფასის სახით.

მაგალითი 13:

გადამხდელს დაქირავებული ჰყავს 8 ფიზიკური პირი, იანვარში ხელფასი გაცემულია 7 პირზე, თებერვალში – 6 პირზე.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა იანვრის ანგარიშის მე-14 უჯრაში უნდა ასახოს 7 კაცი, თებერვლის ანგარიშის ამავე უჯრაში – 6 კაცი;

პ) მე-15 უჯრაში – გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომლებზეც ანგარიშის IV ნაწილის მიხედვით გაწეული მომსახურებისათვის საანგარიშო თვეში გაცემულია შესაბამისი ანაზღაურება;

მაგალითი 14:

გადამხდელმა იანვარში გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე 5 ფიზიკურ პირზე გაწეული მომსახურებისათვის გასცა შესაბამისი ანაზღაურება, თებერვალში – 9 ფიზიკურ პირზე, მათ შორის, სამზე წინა პერიოდში (იანვარში) იყო გაცემული.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა იანვრის ანგარიშის მე-15 და 32-ე უჯრებში უნდა ასახოს 5 კაცი, თებერვლის ანგარიშის მე-15 უჯრაში – 9, ხოლო 32-ე უჯრაში – 11 (5+9-3) კაცი;

ჟ) მე-16 და მე-17 უჯრებში – საანგარიშო თვეში შესაბამისად დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცე-მული მაქსიმალური და მინიმალური ხელფასის ოდენობა.

მაგალითი 15:

გადამხდელს დაქირავებული ჰყავს 5 ფიზიკური პირი, ხელფასი იანვარში ერთ დაქირავებულ პირზე პირობითად გაიცა 300 ლარი, მეორე დაქირავებულ პირზე – 50 ლარი, მესამეზე – 150 ლარი, მეოთხეზე – 100 ლარი, მეხუთეზე – 200 ლარი.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა იანვრის ანგარიშის II ნაწილის მე-16 და 33-ე უჯრებში უნდა ასახოს მაქსიმალური ხელფასის სახით 300 ლარი, მე-17 და 34-ე უჯრებში მინიმალური ხელფასის სახით – 50 ლარი.

მაგალითი 16:

საწყისი მოცემულობა და პირობები იგივეა, რაც მე-15 მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ გადამხდელმა ხელფასი თებერვალში ერთ დაქირავებულ პირზე პირობითად გასცა 500 ლარი, მეორეზე – 600 ლარი, მესამეზე – 150 ლარი, მეოთხეზე – 100 ლარი და მეხუთეზე – 400 ლარი.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა თებერვლის ანგარიშის II ნაწილის მე-16 და 33-ე უჯრებში უნდა ასახოს მაქსიმალური ხელფასის სახით 600 ლარი, მე-17 უჯრაში – მინიმალური ხელფასის სახით 100 ლარი, ხოლო 34-ე უჯრაში – 50 ლარი;

რ) 18–30 უჯრებში – გასული საანგარიშო თვეების ანგარიშის შესაბამისი უჯრების მონაცემების ჯამური მონაცემები (ნაზარდი ჯამი წლის დასაწყისიდან).

მაგალითი 17:

გადამხდელმა იანვარში ანგარიშის II ნაწილის პირველ უჯრაში ასახა 10 000 ლარი, თებერვალის ანგარიშის II ნაწილის პირველ უჯრაში – 20 000 ლარი.

მოცემულ პირობებში:

გადამხდელმა იანვრის ანგარიშის II ნაწილის პირველ და მე-18 უჯრებში უნდა ასახოს 10 000 ლარი, თებერვლის ანგარიშის II ნაწილის პირველ უჯრაში – 20 000 ლარი, ხოლო მე-18 უჯრაში – 30 000 ლარი (10 000+20 000).

    მუხლი 3.

ანგარიშის III ნაწილის ცხრილში აისახება:

ა) პირველ სვეტში – ანაზღაურების გაცემის კონკრეტული თარიღი;

ბ) მე-2 სვეტში – განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, მომსახურების ანაზღაურება და სხვა);

გ) მე-3 სვეტში – განაცემები (თანხა), მე-3 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს ანგარიშის II ნაწილის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 უჯრებში ასახული თანხების ჯამს;

დ) მე-4 სვეტში – შესაბამისი ანაზღაურებებიდან გამოანგარიშებულ დაკავებას დაქვემდებარებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ანგარიშის II ნაწილის მე-9 უჯრაში ასახულ თანხას;

ე) მე-5 სვეტში – გამოანგარიშებული სოციალური გადასახადი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მე-8 უჯრაში ასახულ თანხას;

ვ) მე-6 სვეტში – არარეზიდენტებზე დაკავებას დაქვემდებარებული გადასახადი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მე-10 უჯრაში ასახულ თანხას.

მაგალითი 18:

გადამხდელმა 2006 წლის 5 იანვარს ხელფასის სახით გასცა 500 ლარი, გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირზე გაწეული მომსახურებისათვის – 400 ლარი, მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე – 600 ლარი და მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ იურიდიულ პირზე (საგადასახადო განაკვეთი 10%) – 1000 ლარი.

მოცემულ პირობებში:

ა) გადამხდელმა ანგარიშის III ნაწილის ცხრილის პირველ სტრიქონზე უნდა ასახოს:

ა.ა) პირველ სვეტში – თანხების გაცემის თარიღი 05.01.06;

ა.ბ) მეორე სვეტში – სიტყვა ,,ხელფასი”;

ა.გ) მე-3 სვეტში – 500 ლარი;

ა.დ) მე-4 სვეტში – დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 60 ლარი (500X12%);

ა.ე) მე-5 სვეტში – კუთვნილი სოციალური გადასახადი 100 ლარი (500X20%);

ა.ვ) მე-6 სვეტში – 0.

ბ) გადამხდელმა ანგარიშის III ნაწილის ცხრილის მე-2 სტრიქონზე უნდა ასახოს:

ბ.ა) პირველ სვეტში – თანხების გაცემის თარიღი 05.01.06;

ბ.ბ) მეორე სვეტში – სიტყვები ,,მომსახურების ანაზღაურება”;

ბ.გ) მესამე სვეტში – 400 ლარი;

ბ.დ) მე-4 სვეტში – საშემოსავლო გასახადი 48 ლარი (400 X 12%);

ბ.ე) მე-5 სვეტში – სოციალური გადასახდი 80 ლარი (400 X 20%);

ბ.ვ) მე-6 სვეტში – 0.

გ) გადამხდელმა ანგარიშის III ნაწილის ცხრილის მე-3 სტრიქონზე უნდა ასახოს:

გ.ა) პირველ სვეტში – თანხების გაცემის თარიღი 05.01.06;

გ.ბ) მეორე სვეტში – სიტყვები ,,ს.კ. 197-ე მუხლის შესაბამისად გაცემული ანაზღაურება”;

გ.გ) მესამე სვეტში – 600 ლარი;

გ.დ) მე-4 სვეტში – 72 ლარი;

გ.ე) მე-5 სვეტში – 120 ლარი;

გ.ვ) მე-6 სვეტში – 0.

დ) გადამხდელმა ანგარიშის III ნაწილის ცხრილის მე-4 სტრიქონზე უნდა ასახოს:

დ.ა) პირველ სვეტში – თანხების გაცემის თარიღი 05.01.06;

დ.ბ) მეორე სვეტში – სიტყვები ,,ს.კ. 197-ე მუხლის შესაბამისად გაცემული ანაზღაურება”;

დ.გ) მესამე სვეტში – 1000 ლარი;

დ.დ) მე-4 სვეტში – 0;

დ.ე) მე-5 სვეტში – 0;

დ.ვ) მე-6 სვეტში მოგების გადასახადი 100 ლარი (1 000 X 10%).

    მუხლი 4.

ანგარიშის IV ნაწილის ცხრილში აისახება გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე და საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლში აღნიშნული განაცემების მიხედვით არარეზიდენტებზე გაცემული თანხების ოდენობა, კერძოდ:

ა) პირველი სვეტის უჯრებში – რიგითი ნომერი;

ბ) მე-2 სვეტის უჯრებში – ანაზღაურების მიმღების დასახელება, ფიზიკური პირის გვარი, სახელი;

გ) მე-3 სვეტის უჯრებში – ანაზღაურების მიმღების მისამართი;

დ) მე-4 სვეტის უჯრებში – ანაზღაურების მიმღები ფიზიკური პირის პირადობის მოწმობის ნომერი, თუ ანაზღაურების მიმღები არ არის ფიზიკური პირი აღნიშნულ უჯრაში ჩაიწერება ტირე;

ე) მე-5 სვეტის უჯრებში – მომსახურების (განაცემების) სახე;

ვ) მე-6 სვეტის უჯრებში – მომსახურების ანაზღაურების ოდენობა ლარებში.

    მუხლი 5.

ანგარიშის V ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.

                                      

 

დანართი №2

ყოველთვიური საგადასახადო ანგარიში

სოციალური გადასახადის დეკლარირების, შრომის ანაზღაურების თანხებისა და   დაკავებული გადასახადის გაანგარიშების და გადახდილი თანხების ინფორმაციის შესახებ

    

I ნაწილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიდენტიფიკაციო ნომერი                                            გადამხდელის პირადი ნომერი

 

 

 

 

 

 

ეკონომიკური საქმიანობის კოდი (NACE)   

 

 

 

 

 

 

 

ანგარიშის სახე                                                       წარმოდგენის თარიღი     

 

 

 

 

 

წარედგინება  

______________________________________________________________________________

               (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

        

საქართველოს საწარმო (ორგანიზაცია) 

 

მეწარმე ფიზიკური პირი

 

 

უცხოური საწარმო (ორგანიზაცია)

 

სხვა საწარმო

 

 

(საჭირო აღინიშნება X-ით)

   ____________________________________________________________________________________

   (გადამხდელის (აგენტის) სრული დასახელება, მეწარმე ფიზიკური პირის გვარი, სახელი)

      ___________________________________________________________________________________

    გადამხდელის მისამართი: ქალაქი, რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი

 

 ანგარიში შედგენილია _____ ფურცელზე. თანდართული დოკუმენტები ______ ფურცელზე.

    

    შენიშვნა:

     1) საგადასახადო ანგარიშს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარადგენენ:

     ა) საგადასახადო კოდექსის 266-ე მუხლით ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადამხდელები;

     ბ) საგადასახადო აგენტები, რომლებსაც წარმოეშვებათ საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირებზე გაცემული თანხებიდან გადახდის წყაროსთან გადასახადების დაკავების და გადახდის ვალდებულება.

     2) თუ გადასახადის გადამხდელს (აგენტს) საგადასახადო პერიოდში არ გააჩნია ანგარიშში შეტანას დაქვემდებარებული განაცემები, მას უფლება აქვს შესაბამისი პერიოდის მიხედვით არ წარადგინოს აღნიშნული ანგარიში.

 

II ნაწილი

                                                                                                                       (ლარი)

დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა

საანგარიშო თვე

წლის დასაწყისიდან

1

2

3

4

დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ფულადი ფორმით ხელფასის (სარგებლის) სახით გაცემული ანაზღაურება, პენსია, სტიპენდია დახმარება და სხვა.

1

 

 

18

 

 

 

დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე არაფულადი ფორმით გაცემული ხელფასი (სარგებლის ღირებულება).

2

 

 

19

 

 

რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე (რომლებსაც არ გააჩნიათ გადასახადის გადამხდელის მოწმობა) გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურების (სარგებლის) ღირებულება.

3

 

 

 

20

 

 

 

სათამაშო ბიზნესის მომწყობთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები.

4

 

 

21

 

 

ფიზიკურ პირებზე და უცხოურ საწარმოებზე გაცემული დივიდენდები.

5

 

 

22

 

 

პირებზე (გარდა რეზიდენტ ბანკებზე) გაცემული პროცენტები.

6

 

 

23

 

 

განაცემები მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტებზე (გარდა სხვა უჯრებში ასახულისა).

7

 

24

 

სოციალური გადასახადი ანაზღაურების (განაცემის) მიხედვით.

8

 

25

 

გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული  საშემოსავლო გადასახადის ოდენობა.

9

 

26

 

არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულ თანხებზე გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული  გადასახადი.

10

 

27

 

გადასახადის გადამხდელის მოწმობის მქონე ფიზიკურ პირებზე მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება, რომელიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.

 

 11

 

 

 

28

 

არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული დახმარების, სარგებლის ღირებულება (ქველმოქმედება), მათ შორის, არაფულადი ფორმით, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას.

12

 

 

 

29

 

გამოშვებული პროდუქციის (მომსახურების, შესრულებული სამუშაოს) ღირებულება.  

 13

 

30

 

ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომლებზეც საანგარიში თვეში ხელფასის სახით გაცემულია ანაზღაურება (ფიზიკური პირი). 

 

 14

 

 

31

 

 

 

გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზი-კურ პირთა რიცხოვნობა, რომლებზეც მომსახურების გაწევისათვის გაცემულია ანაზღაურება  (ფიზიკური პირი).   

 15

 

32

 

მაქსიმალური ხელფასი.       

 16

 

33

 

მინიმალური ხელფასი.        

 17

 

34

 

 

III ნაწილი

ინფორმაცია

საანგარიშო თვეში ხელფასისა და სხვა სახის განაცემების შესახებ

 

გაცემის თარიღი

განაცემის სახე

(ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი ნივთმოგება და სხვა)

თანხა

(ლარი)

კუთვნილი გადასახადები

(ლარი)

საშემოსავლო

გადასახადი

სოციალური

გადასახადი

არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე დაკავებული

გადასახადი

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ:

 

 

 

 

 

IV ნაწილი

ინფორმაცია

საანგარიშო თვეში გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირებისათვის, აგრეთვე მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი პირებისათვის მომსახურების ანაზღაურების და სხვა განაცემების შესახებ

 

 

 

 

ანაზღაურების მიმღები პირის

დასახელება

(გვარი, სახელი)

 

მისამართი

პირადი ნომერი პირადობის

მოწმობის

მიხედვით

 

განაცემების სახე

 

განაცემების თანხა

(ლარი)

 

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

X

X

X

X

 

 

ანგარიშში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

გადამხდელი ______________________       __________________   __ __ __ _

                                (სახელი, გვარი)                       (ხელმოწერა)     (თარიღი)

            

 

V ნაწილი

(ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ)

აღნიშვნა ანგარიშის წარმოდგენის შესახებ:

ანგარიში წარმოდგენილია  ფოსტით _______________  პირადად ______________

მოცემული ანგარიში შედგენილია   _______________ ფურცელზე

თანდართული დოკუმენტები       _______________   გვერდზე

წარმოდგენის თარიღი          „_______”  „_____________________”

რეგისტრაციის ნომერი         __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ _ ---

_________________________     _____________________

     (სახელი, გვარი)                                      (ხელმოწერა)