საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.05.2005 ძალადაკარგული 13.11.2008
ნომერი
№907
სარეგისტრაციო კოდი
010220020.22.270.007420
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63, 23/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.22.027.007.420

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №907

2005 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქმისწარმოე­ბის ერთიანი წესებისა” და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამ­ტკი­ცე­ბული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების 34-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დო­კუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის სამუშაოთა ორგანიზებისა და ჩატარების, მათი საარქივო შენახვი­სათვის გადასაცემად მომზადების მიზნით შეიქმნას მუდ­მივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისია შემ­დეგი შემადგენლობით:

1. ეკა ტყეშელაშვილი – მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

2. ზურაბ დეკანოიძე – სამართლებრივი ექსპერტი­ზის დეპარტამენტის უფროსი;

3. მარიკა კვანტრიშვილი – საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი;

4. ეკა კახიშვილი – მთავარი კანცელარიის უფ­როსი;

5. ლუდა ნაზაროვა – არქივარიუსი, კომისიის მდი­­ვანი;

6. მაია შუდრა – არქივარიუსი.

2. დამტკიცდეს ცენტრალური საექსპერტო კომი­სიის თანდართული დებულება.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუს­­ტი­­ციის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №31 ბრძანება ,,დოკუმენტური მასალების და საქმეე­ბის მუდმივი ცენტრალური საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ”.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისიის დებულება

 

I. ზოგადი დებულებები

1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დოკუ­მენტების შემფასებელი ექსპერტიზის სამუშაოთა ორ­განიზებისა და ჩატარების, მათი საარქივო შენახვისათვის გადასაცემად მომზადების მიზნით სამინისტროში იქმნება მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისია.

1.2. ცენტრალური საექსპერტო კომისია სათათბირო ორგანოა, მისი გადაწყვეტილებები ძალაში შედის იუსტიციის მინისტრის დამტკიცების შემდეგ.

1.3. ცენტრალური საექსპერტო კომისიის შემადგენ­ლობა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით, მასში შეყ­ვანილ უნდა იქნენ სამინისტროს თანამშრომლები, საქმის­წარმოების სამსახურის ხელმძღვანელი და არქივზე პასუხისმგებელი პირი.

1.4. თავის მუშაობაში საექსპერტო კომისია ხელ­მძღვა­ნელობს საქართველოს კანონით ,,ეროვნული საარ­ქივო ფონდის შესახებ”, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი ბრძანებებითა და ამ დებულებით.

 

II. ცენტრალური საექსპერტო კომისიის ფუნქციები

ცენტრალური საექსპერტო კომისია ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

2.1. საქმისწარმოების სამსახურთან და არქივთან ერთად ორგანიზაციას უწევს და ატარებს სამინისტროს დოკუმენტების შერჩევას შემდგომ შესანახად და გასანადგურებლად.

2.2. მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს რეკო­მენდაციებსა და წინადადებებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა) მუდმივად და ხანგრძლივად (10 წელზე მეტხანს) შესანახ საქმეთა კრებსით აღწერის თაობაზე;

ბ) იუსტიციის სამინისტროს არქივში არსებული იმ დოკუმენტების გასანადგურებლად გამოყოფის აქტებს, რომელთა შენახვის ვადებიც ამოიწურა.

2.3. მონაწილეობს იუსტიციის სამინისტროს საქმე­თა ნომენკლატურის, საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის, მათი შემფასებელი ექსპერტიზისა და შემდგომი შენახვისათვის დოკუმენტების მომზადების მეთოდური სახელმძღვანელოს შედგენასა და განხილ­ვაში.

2.4. განიხილავს წინადადებებს მოქმედი ნუსხებით დადგენილი ცალკეული დოკუმენტების შენახვის ვადების შეცვლისა და ნუსხებით გაუთვალისწინებელი დოკუმენ­ტების შენახვის ვადების დადგენის შესახებ.

2.5. უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა ინსტრუქტაჟს და კონსულტაციების გაწევას საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის, მათი შემფასებელი ექსპერტიზისა და შემდგომი შენახვი­სათვის გადასაცემად მომზადების საკითხებზე.

 

III. ცენტრალური საექსპერტო კომისიის უფლებები

ცენტრალურ საექსპერტო კომისიას უფლება აქვს:

3.1 დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად მითითება მისცეს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქმისწარმოებისთვის პასუხისმგებელ მოხელეებს დოკუმენტების ორგანიზაციის, მათი შემფასებელი ექსპერტიზისა და შემდგომი შენახვისათვის გადასაცემად მომზადების საკითხებზე.

3.2 მოითხოვოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქ­ტუ­რული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან სა­ხელ­მწიფო არქივში შესანახად გადასაცემ ადგილზე არსებული საქმეთა მოძიება და წერილობითი ახსნის წარმოდგენა მათი დაკარგვის შემთხვევაში.

3.3  თავის სხდომაზე მოისმინოს საქმისწარმოების სამსახურის ხელმძღვანელებისა და არქივის მუშაკების ინფორმაციები დოკუმენტების გაფორმებისა და საქმეთა ფორმების ხარისხის, მუდმივად და ხანგრძლივად შესანახ საქმეთა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ.

3.4  ინფორმაცია მიაწოდოს იუსტიციის სამინის­ტროს ხელმძღვანელობას საექსპერტო კომისიის კომპე­ტენციაში შემავალ საკითხებზე.

 

IV. ცენტრალური საექსპერტო კომისიის მუშაობის ორგანიზაცია

4.1. ცენტრალური საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივის საექ­სპერ­ტო შემმოწმებელ კომისიასთან ერთად და იღებს მისგან საჭირო საორგანოზაციო მეთოდიკურ მითი­თებებს.

4.2. ცენტრალური საექსპერტო კომისია მუშაობს იუს­­ტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით და ანგარიშს აბარებს მას შესრულებული სამუშაოს შესახებ.

4.3. ცენტრალური საექსპერტო კომისიის საქ­მიანობა განიხილება მის სხდომებზე, რომლებიც ეწყობა საჭიროების მიხედვით, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც.

4.4. ცენტრალური საექსპერტო კომისიის გადაწყვე­ტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით. სხდომები ფორმდება ოქმით.

4.5. ცენტრალური საექსპერტო კომისიის საქმის­წარმოების გაძღოლასა და მისი დოკუმენტების შენახვას ახორციელებს კომისიის მდივანი.