თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.11.2006 ძალადაკარგული 27.03.2009
ნომერი
№294/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.350.009535
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 09/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.535

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის   

ბრძანება №294/ნ

2006 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ

,,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოში რეალიზაციისთვის განკუთვნილ ყოველი თამბაქოს კოლოფზე უნდა განთავსდეს სამედიცინო გაფრთხილება თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ.

2. სამედიცინო გაფრთხილება შეიძლება იყოს შემდეგი სახის:

ა) ,,მოწევა კლავს“;

ბ) ,,მწეველები კვდებიან უფრო ადრე“;

გ) ,,მოწევა იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს“;

დ) ,,მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს“;

ე) ,,მოწევა იწვევს ორსულთა პათოლოგიებს“;

ვ) ,,დაიცავით ბავშვები: ნუ აიძულებთ მათ ისუნთქონ თამბაქოს კვამლი“;

ზ) ,,თამბაქოს შემადგენლობაში შედის ნიკოტინი, რომელიც იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას (მიჩვევას), ნუ დაიწყებთ მოწევას“;

თ) ,,მოწევაზე თავის დანებება ამცირებს გულისა და ფილტვების სასიკვდილო დაავადებათა განვითარების რისკს“;

ი) ,,მოწევა იწვევს ნელ და მტანჯველ სიკვდილს“;

კ) ,,მოწევა იწვევს ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას“;

ლ) ,,მოწევა არის მამაკაცებში იმპოტენციისა და ქალებში უშვილობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი“;

მ) ,,თამბაქოს კვამლი შეიცავს მრავალ მომწამვლელ ნივთიერებას, მათ შორის ბენზოლს, ფორმალ-დეჰიდებს, ციანმჟავას“;

ნ) ,,მოწევა მოქმედებს სპერმასა და შვილოსნობის უნარზე, იწვევს იმპოტენციას და ამცირებს ჩასახვის უნარს“;

ო) ,,მოწევა ორსულობის დროს იწვევს ნაყოფის პათოლოგიებს“.

3. თამბაქოს კოლოფზე განსათავსებლად მწარმოებელი და/ან იმპორტიორი უფლებამოსილია თავად აირჩიოს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო გაფრთხილებების ნიმუშებიდან ერთ-ერთი.

4. ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილ თამბაქოს პროდუქციაზე არსებული სამედიცინო გაფრთხილების ტექსტები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ ბრძანებით განსაზღვრულ სამედიცინო გაფრთხილებების ტექსტებთან არა უგვიანეს 2007 წლის 1 ოქტომბრისა.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ლ. ჭიპაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.03.2009.
როდის იქნა მიღებული „თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“?
„თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 03.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №294/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.350.009535.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.03.2009-დან.
სად არის „თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.03.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“, №294/ნ, 03.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.350.009535 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1427783/