საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.12.2006 ძალადაკარგული 08.09.2009
ნომერი
№3/495
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.028.009640
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 168, 14/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.640

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/495

2006 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების –   ქ. თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საშუალო პრ­ოფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლების – ქ. თელავის ნიკო სულხანიშვილის სახე­ლობის სამუსიკო სასწავლებლის სამართლებრივი სტა­ტუსის განსაზღვრის მიზნით, ვბრძანებ:

1. ქ. თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სა­მუ­სიკო სასწავლებლის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფე­სიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებუ­ლება – ქ. თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო კოლეჯი.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგან­მანათ­ლებლო დაწესებულების – ქ. თელავის ნიკო სულ­­ხანიშვილის სახელობის სამუსიკო კოლეჯის თან­დარ­­თული წესდება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების –   ქ. თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო კოლეჯის წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუა­ლო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თელავის ნიკო სულხანიშვილის სა­ხე­ლობის სამუსიკო კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქარ­თველოს კა­ნონების საფუძველზე შექმნილი საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათ­ლებლო დაწესე­ბუ­ლება, რომელიც ახორციელებს საშუალო პრო­ფესიულ სახე­ლოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგან­მანათ­ლებლო პროგრამების გარეშე.

2. კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქარ­თველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებ­ლობისა და ამ წესდების საფუძველზე.

3. კოლეჯი შექმნილია ქ. თელავის ნიკო სულხა­ნიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.

4. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები ხაზინასა და საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. კოლეჯი საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

6. კოლეჯის იურიდიული მისამართია – ქ. თელავი, ილია ჭავჭავაძის მოედანი №5.

    მუხლი 2. კოლეჯის მიზნები

კოლეჯის მიზნებია:

ა) განახორციელოს საშუალო პროფესიული სამუსი­კო საგანმანათლებლო პროგრამები;

ბ) მოამზადოს შემსრულებლები და სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები.

    მუხლი 3. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია

1. კოლეჯში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზ­ღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი პროგრამების საფუძველზე.

2. კოლეჯში სწავლის უფლებით სარგებლობენ სრული ზოგადი განათლების მქონე პირები.

3. კოლეჯში მიღება ხორციელდება კონკურსის საფუძველზე.

4. ფასიანი მომსახურების ჯგუფებში მიღება ხორ­ციელდება იმ შემთხვევაში, თუ კოლეჯში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება საბიუჯეტო სექტორზე მისაღებ კონტინგენტს.

5. კოლეჯის საბიუჯეტო სექტორზე მისაღებ კონ­ტინგენტს განსაზღვრავს დამკვეთი.

6. კოლეჯში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიმღები კომისიის გადაწყვეტი­ლების საფუძველზე (შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზ­ღვრება შინაგანაწესით).

7. კოლეჯის დასრულების შემდეგ გაიცემა საშუალო პროფესიული სახელოვნებო განათლების დამადასტუ­რებელი დიპლომი.

    მუხლი 4. კოლეჯის სტრუქტურა და მართვა

1. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულებია ადმინის­ტრაცია, ძირითადი სასწავლო (განყოფილებები) და დამ­ხმა­რე-სასწავლო სტრუქტურული ერთეულები.

2. კოლეჯს მართავენ ადმინისტრაცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალტერი) და პედა­გოგიური საბჭო.

3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის კოლეჯის ყველა პედაგოგი.

4. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს კოლე­ჯის დირექტორი.

5. პედაგოგიური საბჭო:

ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავა­­ლებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე;

ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;

გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ წლიურ სამუშაო გეგმას;

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების სა­ფუძ­ველზე შეიმუშავებს კოლეჯის სასწავლო გეგმებს;

ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის(ების) და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათ­ლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავში­რებით;

ვ) იხილავს კოლეჯში საგანმანათლებლო პროგრა­მების განხორციელების, სასწავლებლის სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავში­რებულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვე­ტილებებს.

6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და საბჭოს მდივანი.

7. კოლეჯს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელ­საც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორტის მინისტრი.

8. კოლეჯის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის;

9. კოლეჯის დირექტორი:

ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს კოლეჯის საერთო და სასწავლო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს კოლეჯის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს კოლეჯს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარ­გავს კოლეჯის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა კოლეჯის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობ­რივად და სწო­რად ხარჯვაზე;

ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომის ხელშეკრულებებს კოლეჯის თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწ­ვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს კოლეჯის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპ­ლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუა­ლურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების კოლეჯში ჩარიცხვისა და გარიც­ხვის საკითხს;

ზ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – არსე­ბული დაფინანსების ფარგლებში ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს; შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯის შინაგანაწესს და წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

თ) ამტკიცებს კოლეჯის სტრუქტურული ერთეუ­ლების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

ი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან;

კ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები.

10. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს შესა­ბამისი პედაგოგიური და შემოქმედებითი მუშაობის არა­ნაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

11. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში:

ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პრო­ცესზე;

ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

12. კოლეჯის ძირითადი სასწავლო სტრუქტუ­რული ერთეულის – განყოფილების უფროსად შეიძ­ლება დაინიშნოს განყოფილების პროფილის შესაბამისი უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება.

    მუხლი 5. კოლეჯის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი

1. კოლეჯის პედაგოგად და კონცერტმაისტერად მუშაობის უფლება აქვს უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.

2. კოლეჯის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარ­მოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სასწავ­ლებლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები.

3. კოლეჯის პედაგოგის, კონცერტმაისტერისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეო­ბანი განისაზღვრება შინაგანაწესით.

    მუხლი 6. კოლეჯის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორ­ციელებლად კოლეჯს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. კოლეჯის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები;

ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; კოლეჯის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

4. კოლეჯი ვალდებულია კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.

5. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 7. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. კოლეჯს შეუძლია მხოლოდ საქართველოს კულტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის გან­საზ­ღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვე­­­პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.

4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივ­რდეს სასამართლოში.

    მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

1. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერე­ბის, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით.

    მუხლი 9. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. კოლეჯის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტრო.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 10. კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით.