საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. რუსთავის ხელოვნების კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.12.2006 ძალადაკარგული 08.09.2009
ნომერი
№3/496
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.028.009641
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 168, 14/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.641

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/496

2006 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების –     ქ. რუსთავის ხელოვნების კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საშუა­ლო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. რუსთავის შალვა მშველიძის სა­­ხე­­­ლო­ბის ხელოვნების სასწავლებლის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, ვბრძანებ:

1. ქ. რუსთავის შალვა მშველიძის სახელობის ხე­ლოვ­ნების სასწავლებლის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიუ­ლი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულე­ბა – ქ. რუსთავის ხელოვნების კოლეჯი.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგან­მანათ­ლებლო დაწესებულების – ქ. რუსთავის ხელოვ­ნების კოლეჯის თანდართული წესდება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების –     ქ. რუსთავის ხელოვნების კოლეჯის წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუა­ლო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ხელოვნების კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნი­ლი საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმა­ნათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციე­ლებს საშუალო პროფესიულ სახელოვნებო საგანმანათ­ლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე.

2. კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქარ­თვე­ლოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლო­ბისა და ამ წესდების საფუძველზე.

3. კოლეჯი შექმნილია ქ. რუსთავის შალვა მშვე­ლიძის სახელობის ხელოვნების სასწავლებლის ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.

4. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები ხაზინასა და საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. კოლეჯი საკუთარი სახელით ახორციელებს თა­ვის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

6. კოლეჯის იურიდიული მისამართია – ქ. რუსთა­ვი, ჭავჭავაძის ქ. №4.

    მუხლი 2. კოლეჯის მიზნები

კოლეჯის მიზნებია:

ა) განახორციელოს საშუალო პროფესიული სახე­ლოვ­ნებო საგანმანათლებლო პროგრამები;

ბ) მოამზადოს შემსრულებლები და სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები.

    მუხლი 3. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია

1. კოლეჯში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზ­ღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი პროგრამების საფუძველზე.

2. კოლეჯში სწავლის უფლებით სარგებლობენ სრუ­ლი ზოგადი განათლების მქონე პირები.

3. კოლეჯში მიღება ხორციელდება კონკურსის საფუძველზე.

4. ფასიანი მომსახურების ჯგუფებში მიღება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ კოლეჯში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება საბიუჯეტო სექტორზე მისაღებ კონტინგენტს.

5. კოლეჯის საბიუჯეტო სექტორზე მისაღებ კონტინგენტს განსაზღვრავს დამკვეთი.

6. კოლეჯში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიმღები კომისიის გადაწყვეტი­ლების საფუძველზე (შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება შინაგანაწესით).

7. კოლეჯის დასრულების შემდეგ გაიცემა საშუალო პროფესიული სახელოვნებო განათლების დამადას­ტურებელი დიპლომი.

    მუხლი 4. კოლეჯის სტრუქტურა და მართვა

1. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულებია: ადმინის­ტრაცია, ძირითადი სასწავლო (განყოფილებები) და დამ­ხმარე-სასწავლო სტრუქტურული ერთეულები.

2. კოლეჯს მართავენ ადმინისტრაცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალტერი) და პედა­გოგიური საბჭო.

3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის კოლეჯის ყველა პედაგოგი.

4. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს კოლეჯის დირექტორი.

5. პედაგოგიური საბჭო:

ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე;

ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგ­ლამენტს;

გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ წლიურ სამუშაო გეგმას;

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს კოლეჯის სასწავლო გეგმებს;

ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის(ების) და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათ­ლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავში­რებით;

ვ) იხილავს კოლეჯში საგანმანათლებლო პროგრა­მების განხორციელების, სასწავლებლის სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქ­მედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადწყვეტილება ფორ­მდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და საბჭოს მდივანი.

7. კოლეჯს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელ­საც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორტის მინისტრი.

8. კოლეჯის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის;

9. კოლეჯის დირექტორი:

ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს კოლეჯის საერთო და სასწავლო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს კოლეჯის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს კოლეჯს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარი­გებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარ­გავს კოლეჯის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა კოლეჯის საკუთრებაში არსე­ბულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობ­რივად და სწორად ხარჯვაზე;

ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომის ხელშეკრულებებს კოლეჯის თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს კოლეჯის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპ­ლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივი­დუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების კოლეჯში ჩარიცხვისა და გარიცხვის საკითხს;

ზ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – არსებუ­ლი დაფინანსების ფარგლებში ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს; შეიმუშავებს და ამტიცებს კოლეჯის შინაგანაწესს და წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

თ) ამტკიცებს კოლეჯის სტრუქტურული ერთეუ­ლების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

ი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომლსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან;

კ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები.

10. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი აკადემიური სახელოვ­ნე­ბო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს შესაბამისი პედაგოგიური და შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

11. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში:

ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პრო­ცესზე;

ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

12. კოლეჯის ძირითადი სასწავლო სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსად შეიძლება დაინიშნოს განყოფილების პროფილის შესაბამისი უმაღლესი აკადემიური სახელოვნებო განათლების მქონე პიროვნება.

    მუხლი 5. კოლეჯის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი

1. კოლეჯის პედაგოგად და კონცერტმაისტერად მუშაობის უფლება აქვს უმაღლესი აკადემიური სახე­ლოვნებო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალი­ფიკაციის შესაბამისად.

2. კოლეჯის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და კოლე­ჯის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები.

3. კოლეჯის პედაგოგის, კონცერტმაისტერის და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.

    მუხლი 6. კოლეჯის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორ­ციელებლად კოლეჯს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2 კოლეჯის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ კოლეჯის მიზ­ნებისა და ფუნქციების განხორციელებას; კოლეჯის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

4. კოლეჯი ვალდებულია კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბა­ლანს­ი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამი­ნისტროს.

5. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 7. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. კოლეჯს შეუძლია მხოლოდ საქართველოს კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვე­­­პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ე“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.

4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივ­რდეს სასამართლოში.

    მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

1. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერე­ბის, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით.

    მუხლი 9. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. კოლეჯის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 10. კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.