„საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778-№1497 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.558
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №174-№241
2008 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778-№1497 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებთ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778-№1497 ერთობლივ ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ Ш, 22.12.06, №172, მუხ. 2344) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ” თანდართული ინსტრუქცია.“;
ბ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბაჟო კონტროლის ზონა – სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სამმართველოს, ქ. ქუთაისის, ქ. ფოთის, ქ. ბათუმის, ქ. ახალციხის, ქ. თელავისა და ქურთას განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილი.“;
გ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სარეგისტრაციო ორგანო – სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სამმართველოს, ქ. ქუთაისის, ქ. ფოთის, ქ. ბათუმის, ქ. ახალციხის, ქ. თელავისა და ქურთას განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურები.“;
დ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ერთი ფანჯრის პრინციპი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა (ტერიტორიული თვალსაზრისით ერთ ადგილას განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონა, საბაჟო, საგადასახადო და სარეგისტრაციო ორგანოები, საბროკერო, საექსპერტიზო და საბანკო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებები).“;
ე) ინსტრუქციის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში შემოყვანილი იმ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და მისი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმება, რომლის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახური, დასაშვებია განხორციელდეს ამავე დაწესებულების სპეციალისტების მონაწილეობით, მხოლოდ საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრულ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან განთავსებული საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებში.“;
ვ) ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან სარეგისტრაციო ორგანოებს წარუდგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
ი. მერაბიშვილი