საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.009.697
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №1778–№1497
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის, 78-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების, საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა და სავალდებულო რეგისტრაციის გამარტივების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 მარტის №125 ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30-26 აგვისტოს №823–№876 ერთობლივი ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
ი. მერაბიშვილი
ინსტრუქცია
საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებასთან, საბაჟო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობებს, საბაჟო, საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების შევსების წესებსა და მათი წარდგენის თავისებურებებს.
2. ამ ინსტრუქციის მიზანია ხელი შეუწყოს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმის გამოყენების, სავალდებულო რეგისტრაციისა და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების პროცედურების გამარტივებას, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობას.
მუხლი 2.
ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბაჟო კონტროლის ზონა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსთან, აჭარის სამმართველოსთან და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს მე-3 სახაზო განყოფილებაში (ქ. ფოთი) განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილი;
ბ) საბაჟო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ფუნქცია არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
გ) საგადასახადო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი და შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში;
დ) სარეგისტრაციო ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, აჭარის სამმართველოსა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს მე-3 სახაზო განყოფილების (ქ. ფოთი) სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ჯგუფი;
ე) დეკლარანტი – სატრანსპორტო საშუალების მიმართ უფლებამოსილი პირი (მესაკუთრე) ან მისი წარმომადგენელი, რომელიც პირის მიერ გაცემული ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობის, აგრეთვე ხელშეკრულების ან მისი შემცვლელი დოკუმენტის საფუძველზე კისრულობს საბაჟო ორგანოში საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, საბაჟო პროცედურების განხორციელების ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვალდებულებას;
ვ) საბანკო საქმიანობა – საბაჟო კონტროლის ზონაში შექმნილი საბანკო დაწესებულებების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული საბანკო ოპერაციები;
ზ) დაწესებულებები – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
თ) ერთი ფანჯრის პრინციპი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა (ტერიტორიული თვალსაზრისით ერთ ადგილას განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონა, საბაჟო, საგადასახადო და სარეგისტრაციო ორგანოები, საბროკერო, საექსპერტიზო და საბანკო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებები);
ი) სატრანსპორტო საშუალება – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (გარდა 871110000 კოდით კლასიფიცირებული საქონლისა) და 8716 კოდებით აღწერილი და კლასიფიცირებული საქონელი.
მუხლი 3.
საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში შემოყვანილი იმ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და მისი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმება, რომლის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახური, დასაშვებია განხორციელდეს ამავე დაწესებულების სპეციალისტების მონაწილეობით, მხოლოდ საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრულ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფებთან (სამმართველოები, სახაზო განყოფილებები) განთავსებული საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებში.
მუხლი 4.
სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მოექცნენ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, სატრანსპორტო საშუალების მფლობელის სურვილისამებრ, სარეგისტრაციო ორგანოების მიერ რეგისტრაციაში ტარდებიან საბაჟო რეჟიმში მოქცევიდან ერთი თვის ვადაში ან საბაჟო რეჟიმში მოქცევისთანავე ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონებში, ერთი ფანჯრის პრინციპით.
თავი II. სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმში მოქცევა, საგადასახადო ვალდებულების შესრულება და სავალდებულო რეგისტრაცია ერთი ფანჯრის პრინციპით
მუხლი 5.
1. სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმში მოქცევას, საბაჟო ვალდებულებების შესრულებას და სავალდებულო რეგისტრაციას ერთი ფანჯრის პრინციპით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ საბაჟო კონტროლის ზონაში მოქმედი საბაჟო, საგადასახადო და სარეგისტრაციო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2. გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები, რომლებიც არ იმყოფებიან საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) და რომელთა სატრანსპორტო საშუალებები ექცევიან თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმში, ექვემდებარებიან საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანას დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის პირები საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანას ექვემდებარებიან მოცემულ წესზე თანდართული საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) გამარტივებული ფორმით (დანართი №1).
თავი III. საბაჟო, საგადასახადო, სარეგისტრაციო ორგანოებისა და მოქალაქეთა უფლება-მოვალეობები სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმში მოქცევისას საბაჟო ვალდებულების შესრულებისა და სავალდებულო რეგისტრაციის განხორციელებისას ერთი ფანჯრის პრინციპით
მუხლი 6.
1. სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმში მოქცევა, როგორც წესი, წარმოებს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, სხვა ენაზეც.
2. სატრანსპორტო საშუალებების მიმართ უფლებამოსილ პირებსა ან/და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, საბაჟო ორგანოს მოთხოვნით კი – ვალდებულნი არიან დაესწრონ საბაჟო რეჟიმში მოქცევის პროცედურას.
3. სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირებული სატვირთო და სხვა ოპერაციები ხორციელდება მესაკუთრის ხარჯით.
მუხლი 7.
დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ან/და განკარგვა საბაჟო რეჟიმში მოქცევის დაწყებიდან საბაჟო რეჟიმში მოქცევის დამთავრებამდე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 8.
1. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენილი სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად მოახდინოს მათი დეკლარირება.
2. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 65-ე-69-ე მუხლებით დადგენილი დებულებების შესაბამისად.
3. დეკლარირება ხდება დადგენილი ფორმის მიხედვით, რომელიც შეიცავს ზუსტ ცნობებს სატრანსპორტო საშუალებების, მათი საბაჟო რეჟიმის შესახებ და საბაჟო მიზნებისათვის საჭირო სხვა ცნობებს.
4. დეკლარანტი ასრულებს ამ ინსტრუქციით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ამ მოვალეობების შეუსრულებლობისათვის.
მუხლი 9.
1. სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირების დროს დეკლარანტი ვალდებულია:
ა) მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული წესის მიხედვით;
ბ) საბაჟო ორგანოს მოთხოვნით წარადგინოს საჭირო საბუთები და ცნობები;
გ) უზრუნველყოს საბაჟო გადასახდელების გადახდა;
დ) ხელი შეუწყოს საბაჟო ორგანოებს საბაჟო რეჟიმის გამოყენებაში, მათ შორის საჭირო სატვირთო და სხვა ოპერაციების შესრულების გზით.
2. სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან სარეგისტრაციო ორგანოებს წარუდგინონ:
ა) ცნობა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის), საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან საგადასახადო ვალდებულების არარსებობის შესახებ;
ბ) საბაჟო დეკლარაცია;
გ) სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების ჩატარების თაობაზე სარეგისტრაციო ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ შევსებული დათვალიერების აქტი (,,სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №401 ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართი);
ე) ერთობლივი განცხადება (,,სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №401 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართი) სატრანსპორტო საშუალებების გასხვისების შემთხვევაში.
ვ) სარეგისტრაციო მოსაკრებლების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მუხლი 10.
მოქალაქეთა მიერ შესასრულებელი ვალდებულებების, ასევე წარმოსადგენი დოკუმენტების ან შესავსები ბლანკების ნიმუშების თაობაზე ფიზიკური და იურიდიული პირების ინფორმირების მიზნით, ერთი ფანჯრის პრინციპის უზრუნველსაყოფად იქმნება საინფორმაციო დაფები და მაგიდები.
მუხლი 11.
1. დეკლარანტმა საბაჟო ორგანოს დეკლარაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის საჭირო საბუთები, მათი ელექტრონული ასლები (ელექტრონული საბუთები), ელექტრონული პასპორტი და სხვა დოკუმენტები.
2. წარმოდგენილ საბაჟო დეკლარაციას იღებს საბაჟო ორგანო და ახდენს მის რეგისტრაციას დადგენილი წესით.
3. საბაჟო ორგანოს ნებართვით შეიძლება საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული მონაცემების შეცვლა, შევსება ან წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის გამოთხოვა.
4. საბაჟო დეკლარაციის მონაცემების შეცვლა, შევსება ან გამოთხოვა შეიძლება მხოლოდ:
ა) საბაჟო დეკლარაციის შემოწმების დაწყებამდე;
ბ) სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დათვალიერებამდე და/ან საბაჟო შემოწმებამდე;
გ) საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული მონაცემების უტყუარობის დადგენამდე.
5. დეკლარანტის თხოვნით და სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, დასაშვებია საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსება.
მუხლი 12.
1. საბაჟო დეკლარაციის მიღებისა და საბაჟო ორგანოების მიერ მისი შემოწმების შემდეგ ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო რეჟიმში მოქცევის პროცედურები.
2. სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებაში მონაწილეობას ღებულობენ სარეგისტრაციო ორგანოების უფლებამოსილი პირები, რის თაობაზეც ავსებენ დათვალიერების აქტს, რომელსაც გადასცემენ დეკლარანტს სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისათვის წარსადგენად.
3. სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და შემოწმების დროს საბაჟო ორგანოები ამოწმებენ სატრანსპორტო საშუალებების დასახელების, წარმოშობის, მდგომარეობის, ღირებულების შესაბამისობას წარმოდგენილი დეკლარაციის მონაცემებთან, ხოლო სარეგისტრაციო ორგანოები – სატრანსპორტო საშუალებების საქარხნო ნომრების შედარებას დეკლარაციაში მითითებულ მონაცემებთან.
4. შემოწმების დროს აღმოჩენილი საეჭვო გარემოებების შემთხვევაში, საბაჟო და სარეგისტრაციო ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარება.
მუხლი 13.
1. საბაჟო დამუშავების ოპერაციის დამთავრების შემდგომ საბაჟო ორგანოების მიერ დარეგისტრირებული საბაჟო დეკლარაცია, დათვალიერების აქტი, ხოლო სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში ერთობლივი განცხადება და საგასახადო ორგანოების მიერ გაცემული ცნობა იკრიბება და დეკლარანტის მიერ გადაეცემა სარეგისტრაციო ორგანოებს.
2. სარეგისტრაციო ორგანოები სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას და მათზე სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემას ახდენენ მხოლოდ სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ.
მუხლი 14.
1. საგადასახადო ორგანო მისი განთავსების ადგილის მიხედვით ახდენს:
ა) სატრანსპორტო საშუალების გამყიდველი ან უსასყიდლოდ მიმღები ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანას, თუ ის გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის პირები საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანას ექვემდებარებიან ამ ინსტრუქციაზე თანდართული საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) გამარტივებული ფორმით (დანართი №1);
ბ) შესაბამისი პირების საგადასახადო დეკლარაციების (განცხადების) ბლანკებით უზრუნველყოფას და მათთვის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების წესის და ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების გაცნობას (ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები მიეთითება საგადასახადო დეკლარაციების ბლანკებზე);
გ) შევსებული დეკლარაციების (განცხადების) მიღებას, დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის დადგენას და შესაბამის პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ცნობების გაცემას;
დ) გადამხდელებიდან მიღებული დეკლარაციების (განცხადების) და გაცემული ცნობების რეესტრის წარმოებას და ანგარიშგებას საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით.
2. პირები ვალდებულნი არიან დამოუკიდებლად უზრუნველყონ საგადასახადო დეკლარაციების (განცხადების) შევსება. საგადასახადო ორგანოს მოვალეობაში არ შედის გადამხდელის საგადასახადო დეკლარაციების ბლანკების შევსება. ამასთან, საგადასახადო ორგანო ვალდებულია დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით კონსულტაცია გაუწიოს გადამხდელს.
3. საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით საგადასახადო დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) საგადასახადო ორგანოსათვის ტერიტორიული ერთეულების მიხედვით გადასახადის გადამხდელებისათვის მისანიჭებლად შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრების ველის გამოყოფას;
ბ) საგადასახადო ორგანოს ინფორმაციულ უზრუნველყოფას გადამხდელთა საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის დასადგენად;
გ) საგადასახადო ორგანოს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებას და მათ მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას;
დ) საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების, მიღებული დეკლარაციების (განცხადების) და გადახდილი გადასახადების შესახებ შესაბამისი ტერიტორიული საგადასახადო ინსპექციების ინფორმირების მექანიზმების შემუშავებას.
დანართი №1
ფიზიკური პირის, რომლის სატრანსპორტო საშუალება ექცევა თავისუფალ
მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, საგადასახადო
აღრიცხვის (რეგისტრაციის)
ფ ო რ მ ა
I. განაცხადის სახე
1. პირველადი საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) ––––––– ––––––– (დიახ) (არა)
2. ცვლილება
–––––– –––––––
(დიახ) (არა)
საიდენტიფიკაციო ნომერი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი
ს/ნ-ის მიმნიჭებელი საგადასახადო ინსპექცია –––––––––––––––––– –––––––
II. ინფორმაცია გადამხდელის შესახებ
3. გადამხდელის (ფიზიკური პირის) სახელი, გვარი ------------------------------------
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი, ------------------------
პირადი ნომერი ––––––––––––––––––
4. გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი
---------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქალაქი, რაიონი, სოფელი, ქუჩა)
საფოსტო ინდექსი
|
|
|
|
|
III. ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მომსახურე
ბანკ(ებ)ის და გახსნილი ანგარიშ(ებ)ის შესახებ
5. ინფორმაცია გახსნილი საბანკო ანგარიშების შესახებ
მომსახურე ბანკ(ებ)ის სრული დასახელება ––––––––––––––––––––––––––
ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი (ები)
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ბანკ(ებ)ის კოდ(ებ)ი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საბანკო ანგარიშის ნომერი (ები)
მ.შ. უცხოურ ვალუტაში
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
IV. დამატებითი ინფორმაცია გადასახადის
გადამხდელის შესახებ
6. გადამხდელის საკონტაქტო მონაცემები
| ტელეფონი |
|
| ვებგვერდი |
|
| ელფოსტა |
|
7. მარეგისტრირებელი ორგანოს
დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა –––––––––––––––––––
|
|
|
|
(რიცხვი, თვე, წელი)
გადამხდელის ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––––––––
|
|
|
|
(რიცხვი, თვე, წელი)
შენიშვნა: სარეგისტრაციო ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელებისას გადამხდელი – ფიზიკური პირი ვალდებულია ცვლილებების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს საკუთარ საგადასახადო სარეგისტრაციო მონაცემებში.

| ელფოსტა 7. მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ––––––––––––––––––– (რიცხვი, თვე, წელი) გადამხდელის ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––––––––– (რიცხვი, თვე, წელი) შენიშვნა: სარეგისტრაციო ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელებისას გადამხდელი – ფიზიკური პირი ვალდებულია ცვლილებების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს საკუთარ საგადასახადო სარეგისტრაციო მონაცემებში. |