„ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესის“ დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2006 ძალადაკარგული 22.10.2010
ნომერი
№1775
სარეგისტრაციო კოდი
230140000.22.330.009703
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 22/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.140.000.22.033.009.703

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1775

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესის“ დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 203-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესის შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართები №1 – №16)

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან.

ა. ალექსიშვილი

დანართი №1

ინსტრუქცია

ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 203-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად და განსაზღვრავს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში კონკრეტული პერიოდისათვის ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების აღრიცხვის და ასახვის წესებს.

2. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათი (შემდგომში – ბარათი) წარმოადგენს ტერიტორიული საბაჟო ორგანოს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტს, რომელშიც აისახება ვალდებული პირის მიერ საბაჟო დეკლარირების განხორციელებისას გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხები, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახდელად დარიცხული ან შემცირებული თანხები, ზედმეტად გადახდილი, უკან დაბრუნებული ან სხვა გადასახდელების გადახდის ანგარიშებში გადატანილი თანხები, ვადაგადაცილებული დავალიანებები, საბაჟო სანქციის თანხები.

3. ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების კლასიფიკაციის თანახმად.

4. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებს ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების სისწორეზე. აგრეთვე ზედმეტად გადახდილი ან შეცდომით ჩარიცხული თანხების ბიუჯეტიდან დაბრუნების ან გადასახდელის ერთი სახიდან მეორეში გადატანის სისწორეზე და აღრიცხვის დოკუმენტების დაცულობაზე.

5. ბარათის წარმოებასთან დაკავშირებით ტერიტორიული საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდება ფუნქციების განაწილება ტერიტორიული საბაჟო ორგანოს მუშაკებზე.

6. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს უფროსი/მოადგილე პასუხისმგებელია საბაჟო გადასახდელების აღრიცხვის მდგომარეობაზე და ამ მხრივ მუშაობის სწორად წარმართვაზე.

7. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოებში ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხდება მთელი საინფორმაციო ბაზის დაარქივება მაგნიტურ მატარებელზე. დგება აქტი „მიმდინარე წლის 1 იანვრისათვის მონაცემთა ბაზის დაარქივების შესახებ“, რომელსაც ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი/მოადგილე და ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი. დაარქივებული მონაცემები ინახება 6 წლის განმავლობაში. ასევე, მიმდინარე წლის განმავლობაში ყოველი თვის პირველ რიცხვში ხდება მთელი საინფორმაციო ბაზის დაარქივება და შენახვა საიმედოდ დაცულ ადგილზე.

8. ბარათის კომპიუტერული დამუშავების დროს პროგრამულად უზრუნველყოფილია მონაცემთა ბაზასთან დაშვების უფლების მქონე მომხმარებელთა განსაზღვრა, მათი შემოწმება და იდენტიფიცირება სისტემაში ყოველი შესვლის დროს, პაროლების განსაზღვრა და მათი ცვლილება. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის სათანადო ნებართვის გარეშე გასული თარიღით მონაცემთა ბაზაში ყოველგვარი ცვლილებისა და ჩანაწერის გაკეთება დაუშვებელია.

9. ბარათი შეიცავს ვალდებული პირის შესახებ საიდუმლო მონაცემებს. საბაჟო ორგანოები, მათი თანამდებობის პირები, მოწვეული სპეციალისტები ან/და ექსპერტები ვალდებული არიან დაიცვან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ვალდებული პირის შესახებ მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება და იმოქმედონ კანონით განსაზღვრული წესით.

10. კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ბარათის ამონაბეჭდები მოსამართლის ბრძანების საფუძველზე შეიძლება მიწოდებულ იქნეს სამართალდამცავი ორგანოებისათვის იმ პირთა შესახებ, რომლებიც კანონით იდევნებიან საბაჟო სამართალდარღვევათა ჩადენისათვის. აგრეთვე სასამართლოებისათვის – ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით; სხვა სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებს – საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად; სასამართლო აღმასრულებლებს – სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში. ბარათის ამონაბეჭდების მიწოდება ნებადართულია ზემდგომი საბაჟო ორგანოს თანამშრომლებზე, საბაჟო ორგანოს საქმიანობის შემოწმების პერიოდში, აგრეთვე საბაჟო ორგანოს იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო კონტროლს დაქვემდებურებული საქმიანობის შემოწმებას. ამონაბეჭდი ხელმოწერილ უნდა იქნეს საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის და ამ საქმით დაკავებული უფლებამოსილი პირის მიერ.

11. პირს, რომელმაც მიიღო ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არა აქვს გაახმაუროს ამ ინფორმაციის საიდუმლოება და ვალდებულია მისი ამსახველი დოკუმენტები დაუბრუნოს საბაჟო ორგანოს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაცია მიღებულია საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

12. საიდუმლოების მქონე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დაკარგვა ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13. ვალდებული პირის შესახებ საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს, თუ ამის შესახებ არსებობს ვალდებული პირის ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი ნებართვა.

14. გადასახდელების აღრიცხვის დოკუმენტაცია, საქმის ნომენკლატურიდან გამომდინარე, ჯგუფდება შემდეგი სახეების მიხედვით:

ა) ვალდებული პირის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი და ამონაწერები ბარათებიდან;

ბ) საგადამხდელო დოკუმენტები, მიღებული სახელმწიფო ხაზინიდან, ბანკებიდან და საბანკო ოპერაციების განმახორციელებელი ცალკეული ორგანიზაციებიდან;

გ) ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხის გადამხდელისათვის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ე) ვალდებული პირის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლის შემთხვევაში ბარათის გადაცემის ან მისი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ვ) საბაჟო ვალდებულებების შესრულების ვადის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ზ) საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტები;

თ) გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი ვალდებული პირის ვადაგადაცილებული დავალიანებების ამსახველი დოკუმენტები;

ი) ფიზიკური პირების მიერ საბაჟო ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტები;

კ) იურიდიული პირების მიერ საბაჟო ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ლ) ლიკვიდირებული იურიდიული პირების მიერ საბაჟო ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები;

მ) რეორგანიზებული იურიდიული პირების მიერ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტები;

ნ) სხვა დოკუმენტები.

15. საბაჟო ორგანოები ვალდებული არიან აწარმოონ შემოსავლების, ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული თანხების, გადასახადის ერთი სახიდან მეორეში გადატანისა და დაბრუნების რეესტრები, დამხმარე ჟურნალები, რომლებშიც ხდება საბაჟო ორგანოებში წარდგენილი დოკუმენტების სრული აღწერა და დასტურდება ბარათის წარმოების წესის უტყუარობა.

    მუხლი 2. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათის გახსნის წესი

1. ვალდებული პირის მიერ საბაჟო ვალდებულებების შესრულების აღრიცხვის წარმოების მიზნით ტერიტორიულ საბაჟო ორგანოებში იხსნება ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათი (დანართი №2).

2. ბარათის გახსნის საფუძველს წარმოადგენს ვალდებული პირის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემები.

3. ბარათი იხსნება ყველა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე მათ მიმართ საბაჟო ვალდებულებების წარმოშობისთანავე.

4. მოქმედი ვალდებული პირისათვის ბარათი იხსნება ყოველი წლის დასაწყისში.

5. ბარათი იხსნება საბაჟო გადასახდელების მიხედვით. გადასახადის მიზნებისათვის აქციზის გადასახადში იხსნება ორი ბარათი. აქციზური მარკების შესაძენად გადახდილი თანხები აისახება “აქციზური მარკების“ ბარათზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე მარკირებას დაუქვემდებარებელ საქონელზე გადახდილი აქციზის თანხების აღრიცხვისათვის გამოიყენება “აქციზის“ ბარათი.

6. ბარათის მე-6 გრაფაში (გადახდილია ბიუჯეტში) ჩანაწერის საფუძვლად მიიღება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციის შესახებ სახელმწიფო ხაზინის ამონაწერი ან სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული ფაილი.

7. ბარათზე ჯარიმის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ტერიტორიული საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილება. საბაჟო კოდექსის 234-ე მუხლის შესაბამისად, ჯარიმის თანხას საურავი არ ერიცხება.

    მუხლი 3. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათში ჩანაწერების შეტანის წესი და დოკუმენტური საფუძველი

1. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათში საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დარიცხვა გულისხმობს საბაჟო ორგანოებში კონკრეტული პერიოდისათვის ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის აღრიცხვას მონაცემების ელექტრონული დამუშავების საშუალებებით. დარიცხვა მოიცავს შესწორებით დარიცხვასა და სავარაუდო დარიცხვას. ამასთან, შესწორებითი დარიცხვის შემთხვევაში უქმდება სავარაუდო დარიცხვა.

2. ბარათში ჩანაწერები ხორციელდება საბაჟო ორგანოში საბაჟო დეკლარაციების, დაზუსტებული დეკლარაციების, უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების შემოწმების მასალების და სხვა სათანადო ინფორმაციის, არსებული წესის შესაბამისად გაფორმებული დასკვნების, გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებების, სახელმწიფო ხაზინიდან და საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული ამონაწერებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე.

3. „საგადასახადო მოთხოვნის (საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხვის შესახებ) და “გადასახდელის გადამხდელის მოთხოვნის (ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების ჩათვლის ან დაბრუნების შესახებ) წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი.

4. ბარათში ყველა ჩანაწერი წარმოებს თავისდროულად და ქრონოლოგიური წესით, ჩანაწერის გაკეთების თარიღისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის სისწორის დადგენით. ბარათებში ჩანაწერები კეთდება შესაბამისად, “დარიცხულია“, “შემცირებულია“, “გადახდილია“ და “ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებულია ან გადატანილია“ გრაფების მიხედვით. ყოველი ჩანაწერის შემდეგ გამოიყვანება სალდო გადასახდელის, ჯარიმისა და საურავის თანხების მიხედვით.

5. სახელმწიფო ხაზინიდან საბაჟო ორგანოში საგადასახდელო შემოსავლების შესახებ ყოველდღიური ამონაწერები შეიძლება წარდგენილ იქნეს დამოწმებული სახით როგორც ქაღალდზე, ისე ელექტრონული ფორმით.

6. საგადასახდელო შემოსავლების ამონაწერების ელექტრონული ფორმით მიღების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი ზეპირის მიერ მოწმდება ვალდებული პირის რეკვიზიტები და სახაზინო კოდთან საგადასახდელო დავალების ველის – “გადახდის დანიშნულების“ შესაბამისობა.

7. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი ახორციელებს ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციას საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №3) და შესაბამის პროგრამაში, თუ უზრუნველყოფილია დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის წარდგენა საბაჟო ორგანოში.

8. საბაჟო შემოწმებებითა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით დარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაცია ხორციელდება ჟურნალში (დანართი №4) და შესაბამის პროგრამაში.

9. თუ ვალდებულმა პირმა განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა დადგენილი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხა, საბაჟო ორგანოები ამ პირის მიმართ ახორციელებენ საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავით საბაჟო ორგანოებისათვის დადგენილი წესით.

10. პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადასახდელების მიხედვით ბიუჯეტის დავალიანებების არსებობის შემთხვევაში მათი დაფარვა უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) გადასახდელის ძირითადი თანხის გადახდა;

ბ) საბაჟო სანქციის სახით დარიცხული ჯარიმის თანხის გადახდა;

გ) დარიცხული საურავის თანხის გადახდა.

11. ბარათზე დარიცხული და გადახდილი გადასახდელის თანხების შესახებ ჩანაწერები წარმოებს დამრგვალებული წესით ერთ ლარამდე. დამრგვალების დროს 50 თეთრამდე თანხები ანგარიშში არ მიიღება, ხოლო 50 თეთრი და მეტი მიიღება, როგორც ერთი ლარი. ასეთივე წესი გამოიყენება აგრეთვე გადასახადების შემცირებისას.

12. ვალდებული პირის ადგილსამყოფელის შეცვლის, იურიდიული პირის რეორგანიზაციის, გადამხდელის გაკოტრებულად ცნობის, სასამართლოს მიერ ფიზიკური პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების ან გარდაცვლილად ცნობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოები ხელმძღვანელობენ იმ უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული დოკუმენტებით, რომლებიც ახორციელებენ:

ა) იურიდიული პირების რეგისტრაციას, ხელახალ რეგისტრაციას და ლიკვიდაციას;

ბ) დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვას და/ან რეგისტრაციას;

გ) ლიცენზიების, მოწმობების ან სხვა სანებართვო ან სარეგისტრაციო ხასიათის დოკუმენტების გაცემას;

დ) საქართველოში ფიზიკური პირების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას;

ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას;

ვ) სანოტარო მოქმედებებს;

ზ) მეურვეობის და მზრუნველობის შესახებ დოკუმენტების გაცემას;

თ) სასამართლო ორგანოების საქმიანობას.

13. მიღებული დოკუმენტების შინაარსიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანო იღებს სათანადო გადაწყვეტილებას ბარათზე შესაბამისი ოპერაციის გასატარებლად.

    მუხლი 4. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე ნარჩენებისა და საურავების ასახვის წესები

1. ნარჩენ დავალიანებად ითვლება ნებისმიერი გადასახდელის თანხა, რომელიც დარჩა გადაუხდელი ვალდებული პირის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ და განისაზღვრება როგორც სხვაობა ჯამურ საბაჟო ვალდებულებასა და პირის მიერ ცალკეული გადასახდელების მიხედვით ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.

2. საურავი წარმოადგენს საბაჟო სანქციას, რომელიც ეკისრება ვალდებულ პირს, თუ მან საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ან არასრულად გადაიხადა ძირითადი გადასახდელის თანხა. საურავი არ გამოიყენება, თუ გადასახდელის გადახდა დაგვიანდა საბაჟო ორგანოს მიერ მიცემული არასწორი წერილობითი მითითების შედეგად.

3. თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის საურავის დარიცხვა ხორციელდება საბაჟო დავალიანების წარმოქმნის მომდევნო დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის დარიცხულ საბაჟო გადასახდელებზე შეტყობინების წარდგენის ან წარუდგენლობის მიუხედავად. თუ ვალდებული პირი საურავის დარიცხვის ვალდებულების ვადის დადგომის შემდეგ გადაიხდის გადასახდელის ძირითადი თანხის ნაწილს, გადახდის მომდევნო დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება საბაჟო დავალიანების ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე, ხოლო თუ პირი მთლიანად დაფარავს საბაჟო დავალიანებას, დაფარვის მომდევნო დღიდან შეწყდება საურავის დარიცხვა.

4. დარიცხული საურავის თანხები ჩაირიცხება ბიუჯეტში „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის მიხედვით. საურავის გაანგარიშება წარმოებს შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

ს = (ნ X დ X 0.07) : 100, სადაც:

ს – დარიცხული საურავის ოდენობა;

ნ – ნარჩენის (ვადაგადაცილებული დავალიანების) თანხა;

დ – ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა.

5. საურავის დარიცხვა საბაჟო ორგანოში წარმოებს ყოველი ოპერაციის დროს, როცა იცვლება ნარჩენის ოდენობა, აგრეთვე ყოველი თვის ბოლოს გადასახდელის გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან ან საურავის უკანასკნელი დარიცხვის დღიდან თვის ბოლო რიცხვების ჩათვლით.

6. გადასახდელის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახდელის გადახდის დღე ითვლება ვადაგადაცილებულ დღედ.

7. საბაჟო სამართალდარღვევის გამო ვალდებული პირის მიმართ საბაჟო სანქციის გამოყენება არ ათავისუფლებს მას კუთვნილი გადასახდელებისა და საურავის თანხების გადახდის ვალდებულებისაგან.

8. საბაჟო სანქციას საურავი არ ერიცხება.

9. გადახდის დღედ ითვლება დავალიანების დასაფარად საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ვალდებული პირის (დებიტორის) ანგარიშიდან მომსახურე ბანკის მიერ თანხის განთავსების დღე.

10. ბანკის ან ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ ვალდებული პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობის დროს მათი ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერის და ბიუჯეტში მისი გადარიცხვის შესახებ საგადახდო დავალების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს ან ცალკეული სახეობის საბანკო ოპერაციების შემსრულებელს დაერიცხება საურავი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში, ვალდებულ პირს სანქცია არ დაეკისრება.

11. ანალოგიური წესით დაერიცხება საურავი საბანკო და ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელ სხვა ორგანიზაციებს ვალდებული პირის ანგარიშიდან გადასახდელის ამოღებისათვის საბაჟო ორგანოს მიერ წარდგენილი საინკასო დავალებების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულებისათვის.

12. ვალდებული პირი ფიზიკური პირის მიერ მკაცრი აღრიცხვის საგადასახდელო ქვითრის სავალდებულო გამოწერით, გადასახდელის თანხის საბაჟო ორგანოს სალაროს მეშვეობით გადახდის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო ვალდებულია ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ჩარიცხოს აღნიშნული თანხა შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე. საბაჟო ორგანოს მიერ აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფიზიკურ პირს საურავი არ ერიცხება.

13. ვალდებული პირის მიერ უცხო ქვეყნის ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, გადაიანგარიშება ლარებში დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით.

14. იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახდელის გადახდის ვადა ემთხვევა დასვენების დღეს, ვადაგადაცილებულ დავალიანების თანხაზე საურავის დარიცხვა იწყება დასვენების დღის შემდეგ მეორე სამუშაო დღიდან.

    მუხლი 5. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე ოპერაციების ჩაწერის წესები

1. ბარათი (დანართი №2) შედგება 26 სვეტისაგან.

2. პირველ სვეტში აღინიშნება ოპერაციის ჩაწერის თარიღი – დღე, თვე, წელი. ჩანაწერები ამ სვეტში კეთდება ქრონოლოგიურად.

3. მე-2 სვეტში იწერება ოპერაციის შინაარსი, ინფორმაცია გადასახდელის დარიცხვის, გადახდის, შემცირების, დაბრუნების, სხვა გადასახდელებში გადატანის, გადასახდელის გადახდის ვადის გაგრძელების, უიმედო ვალების ჩამოწერის და სხვათა შესახებ, შესაბამისი პერიოდის მითითებით. ამავე სვეტში მიეთითება დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა ეს ოპერაციები, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, საბაჟო დეკლარაცია, დასკვნა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან გადატანის თაობაზე, გადაწყვეტილებები სავარაუდო დარიცხვის, საბაჟო შემოწმების შემოწმების აქტით დარიცხული ან შემცირებული თანხების, დავალიანების გადახდის ვადის გაგრძელების შესახებ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილება ან განჩინება. მე-2 სვეტში შესატანი ჩანაწერების ტიპური ჩამონათვალი მოცემულია მე-5 დანართში.

4. მე-3 სვეტში იწერება დარიცხული გადასახდელის გადახდის ვადა, ხოლო ბიუჯეტის ანგარიშზე გადასახდელის გადარიცხვის შემთხვევაში – ფაქტობრივი გადახდის თარიღი.

5. მე-4 სვეტში იწერება როგორც მიმდინარე ოპერაციისას გადასახდელად გამოანგარიშებული, ისე გასული პერიოდების მიხედვით დამატებით დარიცხული თანხები.

6. მე-5 სვეტი განკუთვნილია როგორც მიმდინარე ოპერაციისას, ისე გასულ პერიოდში ადრე დარიცხული თანხების შემცირებისათვის, აგრეთვე რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მყოფი საწარმოს რესტრუქტურიზებული დავალიანების თანხის ძირითადი ნაწილისათვის მისი გაყინვის პერიოდში.

7. მე-6 სვეტში იწერება საბანკო დაწესებულების მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული გადასახდელის თანხები. ჩანაწერები ამ სვეტში წარმოებს მხოლოდ სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული დოკუმენტების საფუძველზე.

8. მე-7 სვეტში იწერება ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან უკან დაბრუნებული ან ბიუჯეტის მიმდინარე შემოსავლებიდან გადატანილი თანხის ოდენობა.

9. მე-8 სვეტში იწერება გადასახდელის ნარჩენი დავალიანების თანხა, რომელიც დარჩა გადაუხდელი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ.

10. მე-9 სვეტში გამოიყოფა დავალიანების თანხა, რომელზედაც არ ხდება საურავის დარიცხვა, კერძოდ:

ა) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, რეაბილიტაციის ან საგაკოტრებო მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე, გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოს, ამ რეჟიმების დაწყებამდე არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები;

ბ) გაკოტრების რეჟიმში შესვლის დროს გატარდება შემდეგი ოპერაციებით:

ბ.ა) „შეუმცირდა გაკოტრების საფუძველზე“ და თანხა მოიხსნება ნარჩენის ნაშთიდან, რომელზეც ერიცხებოდა საურავი (დანართი №2, სვ.8.);

ბ.ბ) „დაერიცხა გაკოტრების საფუძველზე“ და თანხა აისახება გრაფაში „ნარჩენი თანხა, რომელსაც საურავი არ ერიცხება“ (დანართი №2, სვ.8 და სვ.9);

გ) გაკოტრების რეჟიმიდან გამოსვლის დროს გატარდება შემდეგი ოპერაციებით:

გ.ა) „შეუმცირდა გაკოტრების დასრულების საფუძველზე“ და თანხა მოიხსნება „ნარჩენი თანხა, რომელსაც საურავი არ ერიცხება“ ნაშთიდან (დანართი №2, სვ.8 და სვ.9);

გ.ბ) „დაერიცხა გაკოტრების დასრულების საფუძველზე“ და თანხა აისახება გრაფაში „ნარჩენი“ (დანართი №2, სვ.8) და დაერიცხება საურავი.

11. მე-10 სვეტი გამოყოფილია ვალდებული პირის მიერ ამ გადასახდელზე ზედმეტად გადახდილი ან წარმოქმნილი ზედმეტობის თანხის ოდენობის აღსარიცხავად.

12. სვეტები მე-11-16 განკუთვნილია საბაჟო სანქციებით დარიცხული ჯარიმების აღრიცხვისათვის: მე-11 – „დარიცხულია“, მე-12 – „შემცირებულია“, მე-13 – „გადახდილია ბიუჯეტში“, მე-14 – „უკან დაბრუნებულია“, მე-15 – „ნარჩენი“, მე-16 – „ზედმეტად გადახდილი“.

13. მე-17-21 სვეტები განკუთვნილია ვადაგადაცილებული დავალიანების გამო წარმოშობილი საურავების აღრიცხვისათვის.

14. მე-17 სვეტში მიეთითება დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ხდება საურავების დარიცხვა. მე-18 სვეტში ჩაიწერება დარიცხული საურავის თანხის ოდენობა, მე-19 სვეტში ჩაიწერება საურავი, რომელიც არ დაერიცხა სალდირების შედეგად, მე-20 სვეტში იწერება გადახდილი ან დაბრუნებული საურავი, 21-ე სვეტში აღირიცხება გადაუხდელი საურავის ნაშთი.

15. ადრე დარიცხული საურავის შემცირების თანხები (სვეტი 18) ან შემოსული (ჩარიცხული) საურავები (სვეტი 20) ძირითადი გადასახდელების დასაფარავად ჩაიწერება შესაბამისად ამავე სვეტებში (მე-20 სვეტში). ამავდროულად მე-20 სვეტში ჩაწერილი თანხა იწერება მე-6 სვეტში, როგორც ძირითადი გადასახდელების შემოსავლები და მე-2 სვეტში აღინიშნება ასე: “გადატანილია ძირითადი გადასახდელი თანხის დაფარვის ანგარიშზე საურავის ანგარიშიდან.

16. 22-ე-25-ე სვეტები განკუთვნილია გადამხდელის ჯამური ანგარიშსწორების სალდოსათვის, ძირითადი გადასახდელის, ფინანსური სანქციის სახით ჯარიმისა და საურავების ჩათვლით.

17. საურავის დარიცხვა წარმოებს ყოველი ოპერაციის დროს, როცა იცვლება ნარჩენის ოდენობა, აგრეთვე ყოველი თვის ბოლოს გადასახდელის გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან ან საურავის უკანასკნელი დარიცხვის დღიდან თვის ბოლო რიცხვების ჩათვლით.

18. 26-ე სვეტში აისახება გადახდილი თანხები ნაზარდი ჯამით, წლის დასაწყისიდან.

19. 26-ე სვეტში – „სატრანზიტო თანხა“ იწერება ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხების დაბრუნების მიზნით, საბაჟო ორგანოს მიერ მომზადებული და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების, დასკვნებისა და საგადახდო დავალებების საფუძველზე განსაზღვრული დასაბრუნებელი თანხების ოდენობა. ვალდებულ პირებზე უკან დასაბრუნებელი თანხების გადამხდელთა მომავალი პერიოდების (მიმდინარე) გადასახდელების ანგარიშში ჩათვლას (გადატანას) საბაჟო ორგანოები განახორციელებენ მხოლოდ შესაბამის “სატრანზიტო თანხაზე“ განაცხადის უკან გამოთხოვის (დაბრუნების) ან საგადასახადო დეპარტამენტიდან სათანადო წერილობითი დასტურის მიღების შემდგომ. ამ პირობებში 26-ე სვეტში ასახული „სატრანზიტო თანხის“ ოდენობის შესახებ ჩანაწერი ამოიღება.

    მუხლი 6. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე შედეგების გამოყვანის წესები

1. ყოველი მითითებული პერიოდისთვის ბარათზე ხდება შედეგების გამოყვანა დარიცხული, შემცირებული, ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული გადასახდელის თანხების, ჯარიმებისა და საურავების მიხედვით, გარდა იმ სვეტებისა, რომლებშიც ასახულია საბოლოო ნაშთები და საბოლოო ნაშთების გამოყვანა ხდება ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან. მიღებული შედეგები ჩაიწერება “შედეგი პერიოდისათვის“ ჩანაწერის გასწვრივ.

2. ოპერაციის ჩანაწერის ყოველი თარიღისათვის განისაზღვრება “ანგარიშსწორების სალდო“ ნარჩენი, ზედმეტად გადახდილი, ძირითადი გადასახდელების, ჯარიმებისა და საურავის თანხებზე.

3. “შედეგი პერიოდისათვის“ აღინიშნება ბარათზე გავლებული ხაზით, მითითებული პერიოდისთვის ბოლო ჩანაწერის შემდეგ.

4. შედეგების შეჯამების დროს ცალკეულ სვეტებში „–“ ნიშნით ჩაწერილი თანხები ჯამს გამოაკლდება.

5. საშედეგო სტრიქონის იმ სვეტებში, რომლებშიც ასახულია ნაშთები, განმეორდება იგივე თანხები, რომლებიც გამოყვანილი იყო უკანასკნელი ოპერაციის ჩაწერის დროს.

6. ბარათში შედეგების გამოყვანის შემდეგ ხდება მისი სისწორის შემოწმება.

7. გადასახადების დარიცხვის, შემცირების, გადახდის და დაბრუნების შესახებ ყველა ჩანაწერი ბარათზე წარმოებს განაყოფში „ანგარიშსწორება ძირითადი გადასახადების მიხედვით“, რომელიც იყოფა გრაფებად: „დარიცხულია“, „შემცირებულია“, „გადახდილია ბიუჯეტში“, „ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებულია ან გადატანილია“, და „ანგარიშსწორების სალდო“. განაყოფში – „ანგარიშსწორება ძირითადი გადასახადის მიხედვით“ ანგარიშსწორების სალდო „ნარჩენი და ზედმეტად გადახდილია“, გამოიანგარიშება შემდეგი არითმეტიკული მოქმედებების გამოყენებით: საშედეგო თანხებს მე-4 სვეტში, გამოკლებული მე-5 – მე-7 სვეტების ჯამი, დამატებული ანგარიშსწორების სალდო საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (უარყოფითი სალდოს შემთხვევაში – სვეტი 8, ხოლო დადებითი სალდოს შემთხვევაში – სვეტი 10), უნდა უდრიდეს შესაბამისად მე-8 ან მე-10 სვეტების საშედეგო თანხას საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის.

8. ბარათზე მიმდინარე გადასახდელის დარიცხვისა და გადახდის შესახებ ჩანაწერების ერთი და იმავე თარიღით გატარების დროს უპირატესობა მიენიჭება დარიცხვის ჩანაწერს.

9. ყველა ჩანაწერი ჯარიმის დარიცხვის, შემცირების, გადახდის და დაბრუნების შესახებ წარმოებს ველში „ანგარიშსწორება საბაჟო სანქციის სახით ჯარიმის თანხაზე“, რომელიც იყოფა შემდეგ გრაფებად: „დარიცხულია“, „შემცირებულია“, „გადახდილია ბიუჯეტში“, „უკან დაბრუნებულია“ და „სანქციის ანგარიშსწორების სალდო“. ანგარიშსწორების სალდო „ნარჩენი ან ზედმეტად გადახდილი“ გამოიანგარიშება შემდეგი არითმეტიკული მოქმედების გამოყენებით: “ანგარიშსწორება საბაჟო სანქციის სახით ჯარიმის თანხაზე“, საშედეგო თანხის მე-11 სვეტს გამოკლებული მე-12– მე-14 სვეტების ჯამი, დამატებული ანგარიშსწორების სალდო საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის, სვეტი 15 (ნარჩენი სალდოს შემთხვევაში), ან სვეტი 16 (დადებითი სალდოს შემთხვევაში), უნდა უდრიდეს შესაბამისად მე-15 სვეტის ან მე-16 სვეტის საშედეგო თანხას.

10. ყველა ჩანაწერი საურავის დარიცხვის, გადახდის, დაბრუნების შესახებ წარმოებს განაყოფში „ანგარიშსწორება საურავის დარიცხვაზე და გადახდაზე“, რომელიც იყოფა გრაფებად „დროის პერიოდი“, „დარიცხულია საურავი“, „საურავი, რომელიც არ დაერიცხა სალდირების შედეგად“, „გადახდილია ან დაბრუნებულია“ და „გადაუხდელი საურავის ნაშთი“. ველი საურავის დარიცხვაზე „ნარჩენი“, ან „ზედმეტად გადახდილია“, გამოიანგარიშება შემდეგი არითმეტიკული მოქმედების გამოყენებით: განაყოფში – „ანგარიშსწორება საურავის დარიცხვაზე და გადახდაზე“, გადაუხდელი საურავის სალდო საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის, დამატებული მე-18 სვეტის საშედეგო თანხა, უნდა უდრიდეს მე-20 და 21-ე სვეტების ჯამს.

    მუხლი 7. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათის შემოწმების წესი

1. გადასახდელების აღრიცხვის სწორად წარმოების კონტროლის მიზნით, საბაჟო ორგანოში საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის მიერ საბაჟო ორგანოსთან ერთად, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, ხდება ბარათზე წარმოებული ჩანაწერების სისწორის ვიზუალური შემოწმება.

2. შემოწმება ხორციელდება ბარათების შერჩევის წესით. შესარჩევი ბარათების რაოდენობას განსაზღვრავს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის წარმომადგენელი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან ერთად.

3. ბარათის შემოწმების დროს უნდა დადგინდეს:

ა) ბარათზე დარიცხული და შემცირებული გადასახადის თანხების შესახებ წარმოებული ჩანაწერების თავისდროულობა, სისწორე და სისრულე;

ბ) პირველადი და სახელმწიფო ხაზინის დოკუმენტაციის საფუძველზე, ბიუჯეტში ჩარიცხული და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული გადასახდელების თანხების შესახებ ბარათზე წარმოებული ჩანაწერების თავისდროულობა, სისწორე და სისრულე;

გ) ვალდებული პირის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სალდოს გამოყვანის სისწორე, საბაჟო დავალიანების ან ზედმეტად გადახდილი თანხების კუთხით;

დ) ბარათის ყველა სვეტის მიხედვით გამოყვანილი შედეგების სისწორე;

ე) საურავების დარიცხვის სისწორე;

ვ) გადასახდელების გადახდის ვადების მითითების სისწორე;

ზ) საბანკო ანგარიშებიდან გადასახდელის თანხების ჩამოწერის და მისი ბიუჯეტში ჩარიცხვის თარიღების მითითების სისწორე.

4. წლის დამთავრების შემდეგ ყველა ბარათზე ავტომატურად გამოიყვანება შედეგები წლის ბოლოსათვის, რომლებიც გადადის მომდევნო წლის დასაწყისისათვის.

5. საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის მიერ, საბაჟო ორგანოსთან ერთად, წელიწადში ერთხელ მაინც შერჩევით ტარდება ვალდებული პირის ბარათების მონაცემთა პირველადი დოკუმენტების მონაცემებთან შეჯერება მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით.

6. შემოწმების შედეგად პირველადი საბუთების მონაცემების შეჯამებით მიღებული თანხები თუკი არ შეედრება ბარათის მონაცემებს, საბაჟო ორგანოს შესაბამისი მუშაკი ვალდებულია დოკუმენტურად შეამოწმოს ყველა ჩანაწერი და დაადგინოს განსხვავების მიზეზები.

7. ვალდებული პირის მოთხოვნით, საბაჟო ორგანოები ახდენენ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობის შედარებას ნებისმიერი საანგარიშო პერიოდისათვის, შედარების აქტის გაფორმებით.

    მუხლი 8. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათის დახურვის წესი

1. საანგარიშო წლის დამთავრების შემდეგ, ბარათში დეკემბრის თვის ბოლო რიცხვში, ყველა ოპერაციის მიხედვით გაკეთებული ჩანაწერის შემდეგ, დაიხურება ყველა ბარათი და გამოიყვანება წლის შედეგები როგორც დარიცხული, შემცირებული, გადახდილი და დაბრუნებული გადასახდელის თანხების, ისე ჯარიმებისა და საურავების მიხედვით.

2. ბარათების დახურვა ვალდებული პირების მიხედვით ხდება ავტომატურად შემდეგი წესით:

ა) ის ბარათები, რომლებზედაც არ ირიცხება ნარჩენი (დავალიანება ან ზედმეტობა), საანგარიშო წლის დამთავრების შემდეგ დაიხურება, გაევლება ხაზი და გაკეთდება ჩანაწერი “შედეგი წლის ბოლოსათვის“, გაიხსნება ახალი ბარათი და გაკეთდება ჩანაწერი “მიმდინარე წლის ათვლის სათავე“;

ბ) ნარჩენი ან ზედმეტად გადახდილი თანხების ნაშთები – ძირითადი გადასახდელების, ასევე ჯარიმებისა და საურავების მიხედვით, ბარათში გაევლება ხაზი და გაკეთდება ჩანაწერი „შედეგი წლის ბოლოსათვის“ ჩაიწერება ნაშთები და გადაიტანება მომავალი წლისათვის გახსნილ ახალ ბარათებში და გაკეთდება ჩანაწერი „მიმდინარე წლის ათვლის სათავე“. საანგარიშო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით ბარათის დახურვის შემდეგ მასში ყოველგვარი ჩანაწერის გაკეთება დაუშვებელია.

3. საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის შემთხვევაში რეორგანიზებული გადამხდელის ბიუჯეტში გადასახდელების ანგარიშგების სალდო გადაიტანება ახლადშექმნილი უფლებამონაცვლე ორგანიზაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, უფლებამონაცვლე ორგანიზაცია ვალდებულია შეასრულოს რეორგანიზებული გადამხდელის საბაჟო ვალდებულებები და გადაიხადოს ყველა გადასახდელი, სანქცია ან/და საურავი, რომლებიც წარმოშობილი იყო რეორგანიზაციამდე. რეორგანიზებული პირის რამოდენიმე უფლებამონაცვლის არსებობის შემთხვევაში „სალდო“, ნარჩენი ან ზედმეტობა განაწილდება ამ უფლებამონაცვლეებს შორის მათი წილის შესაბამისად.

4. რეორგანიზაციის დამთავრების შემდეგ გამოიყვანება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სალდო, დაიხურება ბარათი უკუოპერაციებით (განულდება) და გაკეთდება ჩანაწერი (დანართი №2, სვეტი 2) ნარჩენი (ზედმეტობა) გადატანილია უფლებამონაცვლე ორგანიზაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე, მიეთითება მისი საიდენტიფიკაციო ნომერი, ბოლოს ამობეჭდილ ბარათზე კეთდება ხელმოწერა.

5. უფლებამონაცვლე ვალდებული პირის ბარათზე გადაიტანება რეორგანიზებული ორგანიზაციის სალდო, ნარჩენი (ზედმეტობა) და კეთდება ჩანაწერი: “გადმოტანილია რეორგანიზებული ორგანიზაციის ბარათიდან“ და მიეთითება რეორგანიზებული ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამოიბეჭდება ბარათი და კეთდება ხელმოწერა.

6. საბაჟო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, დოკუმენტაციაში მითითებული ლიკვიდაციის თარიღისათვის დგება შედარების აქტი გადასახდელების მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ თანახმად მოქმედი წესისა.

7. იურიდიული პირის შესახებ მონაცემებში შეიტანება ჩანაწერი “ლიკვიდირებული იურიდიული პირი“.

8. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის მომენტისათვის არსებული საბაჟო ვალდებულება (რომელიც მოიცავს ჯარიმებსა და საურავებს) სრულდება სალიკვიდაციო კომისიის მიერ ამ საწარმოს/ორგანიზაციის ფულადი და ქონების რეალიზაციის გზით მიღებული სახსრებით.

9. საწარმოს/ორგანიზაციის ფილიალის ან სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს საბაჟო ვალდებულებას ასრულებს თვითონ ის საწარმო ან ორგანიზაცია, რომელმაც დააფუძნა ფილიალი, ვინაიდან ფილიალს არ გააჩნია საკუთრების უფლება დამფუძნებლის მიერ მისთვის გადაცემულ ან მოგვიანებით თავისი სახსრებით შეძენილ ქონებაზე და მასთან არსებული მთელი ქონება დამფუძნებელი ორგანიზაციის საკუთრებაა.

10. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციამდე მისი ხელმძღვანელობა ვალდებულია მიმართოს საბაჟო ორგანოს საბაჟო შემოწმების ჩატარებისათვის, რათა დადგინდეს მისი საბოლოო საბაჟო ვალდებულება, რის შემდგომ უნდა დაიწყოს საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცედურები.

11. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის დროს საბაჟო ვალდებულებები უნდა შესრულდეს არა უგვიანეს ერთი თვის ვადისა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვის ვადით. აღნიშნული ვადა აითვლება ლიკვიდაციის დაწყებიდან. ამასთან, საბაჟო ვალდებულებების შესრულების ვადის ორ თვემდე გაგრძელება არ აჩერებს საურავების დარიცხვას.

12. სალიკვიდაციო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ხდება ბარათის განულება უკუოპერაციებით.

13. სასამართლოს მიერ ფიზიკური პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შემთხვევაში, მის საბაჟო ვალდებულებებს ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლებამოსილი პირი. საბაჟო ორგანოს მიეწოდება მასალები სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, სადაც მიეთითება:

ა) გვარი, სახელი, მამის სახელი;

ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;

დ) გადასახდელების სახეები, რომლებშიც ირიცხება საბაჟო დავალიანებები.

14. საბაჟო ორგანო ვალდებულია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონების მმართველს გაუგზავნოს შეტყობინება ამ პირის საბაჟო დავალიანებისა და ვალდებულების შესახებ. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის საბაჟო ვალდებულებების დადგენილი წესით შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

15. გარდაცვლილი პირის საბაჟო ვალდებულებას მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულების ფარგლებში ასრულებს მისი მემკვიდრე (ან მემკვიდრეები). თუ მემკვიდრე ერთზე მეტია, თითოეული მათგანი გარდაცვლილის საბაჟო ვალდებულებას ასრულებს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად. საბაჟო ვალდებულების შესრულება იწყება მემკვიდრეობის მიღების დღიდან.

16. ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში საბაჟო ორგანო მის მემკვიდრეებს (მათი არსებობის შემთხვევაში) უგზავნის შეტყობინებას, რომელშიც უნდა მიეთითოს, რომ ამ პირს ჰქონდა საბაჟო დავალიანება და მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში მემკვიდრეობის მიღების დღიდან მემკვიდრეებს ეკისრებათ გარდაცვლილი პირის საბაჟო ვალდებულების შესრულება.

17. თუ არ არსებობს გარდაცვლილის მემკვიდრე, ან თუ ყველა მემკვიდრემ უარი განაცხადა მემკვიდრეობის მიღებაზე, დავალიანება ითვლება უიმედო საბაჟო დავალიანებად და ჩამოიწერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

18. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ვალდებულების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, ამ ქონების ღირებულება უნდა მოხმარდეს საბაჟო ვალდებულებების დაფარვას, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჩაითვლება უიმედო საბაჟო დავალიანებად და ჩამოიწერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

19. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საბაჟო ვალდებულებას, მისივე ქონების (ფულადი სახსრების) ხარჯზე, ასრულებს მისი მეურვე. მეურვე ვალდებულია გადაიხადოს ქმედუუნარო პირის საბაჟო დავალიანება და პირის ქმედუუნაროდ აღიარების დღემდე მისთვის დაკისრებული სანქციების თანხა.

20. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანოს მუშაკი წყვეტს თავისი მოვალეობის შესრულებას (გათავისუფლება, სხვა სამუშაოზე გადასვლა და სხვა), ის ვალდებულია მოახდინოს ნაშთების დაზუსტება ყველა სახის გადასახადის მიხედვით და ნაშთების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს იმ მუშაკს, რომელსაც დაევალა ამ ფუნქციების შესრულება.

    მუხლი 9. ვალდებული პირის მიერ ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადატანისა და დაბრუნების ასახვის წესი

1. თუ გადასახდელებისა და სანქციების გადახდილი თანხების ჯამი აღემატება დარიცხული დარიცხული გადასახდელებისა და სანქციების თანხების ჯამს, ითვლება, რომ ვალდებულ პირს გააჩნია ზედმეტად გადახდილი თანხები.

2. ცალკეული გადასახდელების მიხედვით ზედმეტად გადახდილია გადასახდელის თანხა, რომელიც გამოვლენილია ან ვალდებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, დადასტურებულია საბაჟო ორგანოს მიერ, ან დადასტურებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით, ან წარმოშობილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. ზედმეტობად არ ჩაითვლება:

ა) გადასახდელების ის თანხა, რომელთა გადახდის ვადა ჯერ არ დამდგარა;

ბ) საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე თანხის წინასწარი გადახდა.

4. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ვალდებული პირის სხვა გადასახდელის გადახდის ანგარიშში გადატანა კალენდალური წლის განმავლობაში გადასახდელის სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში ხორციელდება „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 214-216-ე მუხლების დებულებების შესაბამისად.

5. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახდელის ანგარიშში გადატანისთვის საბაჟო ორგანოს მიერ ყველა სახის გადასახდელის ბარათის მიხედვით ხდება ბარათთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტების შემოწმება, მათი მონაცემების ბარათის მონაცემებთან შედარება, შესაბამისი შედარების აქტების შედგენა და ფორმდება შესაბამისი დასკვნები (დანართები №6, №7).

6. ბარათზე ზედმეტობის არსებობისა და სხვა ბარათზე ან ბარათებზე ნარჩენის არსებობის შემთხვევაში ჯერ ხდება თანხების გადატანა ძირითადი დავალიანების, საურავებისა და ჯარიმების დასაფარავად. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დარჩენილი ზედმეტობის დაბრუნება გადამხდელთა ანგარიშზე.

7. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხას საბაჟო ორგანოები პირველ რიგში ჩათვლიან სხვა გადასახდელების (მათ შორის, სანქციების) გადახდის ანგარიშში დავალიანების საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნებენ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისიას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციამდე მის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხას საბაჟო ორგანო ჩათვლის ამ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლის მიერ რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის გადასახდელი სხვა გადასახდელების (მათ შორის, სანქციების) ვალდებულებათა ანგარიშში საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნდება უფლებამონაცვლეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საბაჟო ვალდებულებების შესრულება ეკისრება მეურვეს ქმედუუნარო პირის ქონების (ფულადი სახსრების) ხარჯზე და იგი ვალდებულია გადაიხადოს ფიზიკური პირის მიერ გადაუხდელი გადასახდელის მთელი თანხა, ხოლო პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან განახლდება ადრე ჩამოწერილი საბაჟო ვალდებულებების მოქმედება, საურავის დარიცხვა (მათ შორის, ადრე დარიცხული) და ჯარიმების დაკისრება.

10. საბაჟო ორგანოების საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდების არასწორი მითითების გამო შეცდომით ჩარიცხული თანხების აღსარიცხავად, საბაჟო ორგანოები აწარმოებენ შესაბამის რეესტრს (დანართი №8).

11. ზედმეტად გადახდილი თანხების სხვა გადასახდელებზე გადატანისა და უკან დაბრუნების აღრიცხვის მიზნით, საბაჟო ორგანოები აწარმოებენ გადატანებისა და დაბრუნებების რეესტრებს (დანართები №9, №10).

12. ვალდებული პირის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხის სხვა გადასახდელების ვალდებულებათა ანგარიშში გადატანის შემთხვევაში, გადამხდელს ეგზავნება შეტყობინება თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №11), რომელშიც მიეთითება, თუ რომელი გადასახადის ანგარიშზე (ანგარიშებზე) განხორციელდა ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხის გადატანა.

13. დოკუმენტების განაწილება – განთავსებისას, რომლის საფუძველზეც განხორციელდა გადამხდელისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა გადასახდელების გადახდის ანგარიშში ჩათვლა, ბარათებზე გატარდება შემდეგი ოპერაციები:

ა) შესაბამის ბარათზე, რომლიდანაც განხორციელდა ჩათვლა, დაბრუნება ან ბიუჯეტის შემოსულობათა სხვა გადასახდელის გადახდის ვალდებულებათა ანგარიშში გადატანა, ჩათვლილი ან დაბრუნებული გადასახდელის თანხის ოდენობა აისახება გრაფაში “დაბრუნებულია ან გადატანილია“;

ბ) პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომელზედაც განხორციელდა ჩათვლა – ოპერაცია აისახება გრაფაში “გადახდილია ბიუჯეტში.“

14. ვალდებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხის დაბრუნება ან სხვა გადასახდელების გადახდის ანგარიშში ჩათვლა, შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, თუ საბაჟო კოდექსით (საქართველოს საბაჟო კოდექსის 216-ე მუხლი) სხვა ვადა არ არის დადგენილი.

    მუხლი 10. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესი საბაჟო ვალდებულების შესრულების შეცვლის პერიოდში

1. საბაჟო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით ბარათის მე-5 სვეტში – „შემცირებულია“ და მე-18 სვეტში – “დარიცხული საურავი“ რესტრუქტურიზებული თანხის გასწვრივ მე-2 გრაფაში – „ოპერაციის შინაარსი’’ გაკეთდება ჩანაწერი – „რესტრუქტურიზებულია საქართველოს მთავრობის 200 წლის „ “ “ „№ განკარგულებით“, მე-5 სვეტში – „შემცირებულია“ აისახება რესტრუქტურიზებული დავალიანების ძირითადი ნაწილი და გატარდება ოპერაციით „შემცირებულია, რესტრუქტურიზებულია ძირითადი ნარჩენი, მე-12 სვეტში „შემცირებულია, რესტრუქტურიზებულია ფინანსური სანქცია, ხოლო მე-18 სვეტში – „დარიცხული საურავი’’ კი – რესტრუქტურიზებული საურავის ნაწილი და გატარდება ოპერაციით „შემცირებულია, რესტრუქტურიზებულია საურავი.

2. რესტრუქტურიზებული დავალიანება გაყინვის პერიოდში ნარჩენში არ აისახება.

3. ბარათში მოხდება რესტრუქტურიზებული დავალიანების აღრიცხვა, კერძოდ, რესტრუქტურიზებული დავალიანების აღდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკიდან გამომდინარე და მასთან ერთად აღირიცხება რესტრუქტურიზებული დავალიანების დაფარვის მდგომარეობა.

4. ბარათზე ცალკე აღირიცხება რესტრუქტურიზებული დავალიანების ძირითადი ნაწილი, რესტრუქტურიზებული სანქცია-საურავი და დავალიანების აღდგენა აღირიცხება ცალ-ცალკე, გატარდება ოპერაციით „დაერიცხა რესტრუქტურიზებული ნარჩენი, „დაერიცხა რესტრუქტურიზებული საბაჟო სანქცია, „დაერიცხა რესტრუქტურიზებული საურავი, „დაერიცხა სარგებელი“ .

5. რესტრუქტურიზებულ დავალიანებას გაყინვის პერიოდში საურავი არ ერიცხება, ხოლო გადავადების პერიოდში გადაუხდელ თანხას დაერიცხება საურავი. გადახდილი რესტრუქტურიზებული თანხით პირველ რიგში ჩამოიწერება ძირითადი დავალიანების, ხოლო შემდეგ ჯარიმისა და საურავის თანხა.

6. რესტრუქტურიზაციის რეჟიმის მოქმედება წყდება ვადის გასვლის, ვალდებული პირის მიერ ვადის გასვლამდე გადახდის ან რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

7. რესტრუქტურიზაციის რეჟიმის მოქმედება წყდება ვადის გასვლის, გადამხდელის მიერ ვადის გასვლამდე გადახდის ან რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

8. იმ შემთხვევაში, თუ პირობების დარღვევის გამო მოხდა რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტა, მაშინ ბარათზე მთლიანად აღსდგება რესტრუქტურიზებული დავალიანება როგორც ძირითად, ისე საურავის ნაწილში.

9. რესტრუქტურიზებული დავალიანება მთლიანად აღსდგება ასევე გადამხდელის მიერ ვადის გასვლამდე გადახდის დროსაც.

10. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული დავალიანების გრაფიკით გადაუხდელ თანხას გადასახდელის ძირითად ნაწილში (როგორც რესტრუქტურიზაციის ვადის ამოწურვის დროს, ისე რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში) რეჟიმის დაწყების თარიღიდან კვარტალების მიხედვით დაერიცხება საურავი. რაც შეეხება გადაუხდელ სანქცია-საურავის თანხას, მასზე საურავის დარიცხვა არ განხორციელდება.

11. რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის დაწყების პერიოდიდან ხდება დავალიანების გაყინვა ანუ საბაჟო დავალიანების გადახდის შეჩერება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოს შორის დადებულ ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადით. ვადაგადაცილებული დავალიანების გადახდის ვალდებულების განვადების ანუ გადავადების პერიოდში ბარათზე მოხდება გაყინული საბაჟო დავალიანების დარიცხვა დავალიანებათა დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხით, წლების მიხედვით.

12. ბარათში რესტრუქტურიზებული დავალიანების ძირითადი თანხა, სანქცია-საურავი და დავალიანების აღდგენა აღირიცხება ცალ-ცალკე.

13. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, რეაბილიტაციის ან გაკოტრებაზე მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების ძალაში შესვლის დღიდან, შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ საწარმოს, ამ რეჟიმების დაწყებამდე არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე საურავი არ დაერიცხება.

14. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადის გაგრძელება არ ათავისუფლებს ვალდებულ პირს ბიუჯეტში საბაჟო გადასახდელების არადროული ჩარიცხვის გამო დარიცხული საურავის გადახდისაგან.

15. იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე მუშაობს რეაბილიტაციის რეჟიმში, ამ რეჟიმში მუშაობის დაწყების პერიოდისათვის არსებული ვადაგადაცილებული დავალიანების მოცულობა არ მცირდება, მათი გადახდევინება მოხდება რეაბილიტაციის რეჟიმში მუშაობის მთელ პერიოდში განჩინებით დამტკიცებული გრაფიკიდან გამომდინარე. ამ რეჟიმში მუშაობის დაწყებამდე არსებულ ძირითად ვადაგადაცილებულ დავალიანებას რეაბილიტაციის რეჟიმის პერიოდში საურავი არ დაერიცხება და გატარდება შემდეგი ოპერაციებით:

ა) გადავადების რეჟიმში შესვლის დროს:

ა.ა) „შეუმცირდა გადავადების საფუძველზე“ და თანხა მოიხსნება ნარჩენის ნაშთიდან, რომელზეც ერიცხება საურავი (დანართი №2, სვ.8.);

ა.ბ) „დაერიცხა გადავადების საფუძველზე“ და თანხა აისახება გრაფაში „ნარჩენი თანხა, რომელსაც საურავი არ ერიცხება“ (დანართი №2, სვ.9 და სვ.8);

ბ) გადავადების რეჟიმიდან გამოსვლის დროს:

ბ.ა) „შეუმცირდა გადავადების დასრულების საფუძველზე“ და თანხა მოიხსნება „ნარჩენი თანხა, რომელსაც საურავი არ ერიცხება“ ნაშთიდან (დანართი №2, სვ.9 და სვ.8);

ბ.ბ) „დაერიცხა გადავადების დასრულების საფუძველზე“ და თანხა აისახება გრაფაში “ნარჩენი“ (დანართი 2 სვ.8).

16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უიმედო ვადაგადაცილებული საბაჟო დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში, ბარათზე, გადასახდელის სახეების მიხედვით გაკეთდება შემდეგი ჩანაწერი: “ჩამოწერილია, როგორც უიმედო ვადაგადაცილებული საბაჟო დავალიანება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის „… “ წლის ……№ ბრძანებით“, რომლის საფუძველზე ჩამოიწერება როგორც ძირითადი საბაჟო ვალდებულება, ასევე დარიცხული სანქცია.

17. თუ პირს ჩამოეწერა საბაჟო დავალიანება, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დავალიანების ჩამოწერის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აღნიშნული თარიღიდან ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განაახლებს ან აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ან/და დადგინდა, რომ მას აქვს ქონება, მაშინ ამ პირის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საბაჟო ვალდებულებების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება. ასეთ შემთხვევაში, ბარათზე გაკეთდება ჩანაწერი “აღდგენილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის „….“ წლის № ბრძანებით ჩამოწერილი უიმედო ვადაგადაცილებული საბაჟო დავალიანება“, რომლის საფუძველი იქნება უიმედო ვადაგადაცილებული დავალიანების ჩამოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი ბათილად ცნობის შესახებ.

    მუხლი 11. შეტყობინება დარიცხულ საბაჟო ვალდებულებებზე

1. შეტყობინება არის საბაჟო ორგანოს ადმინისტრაციული აქტი, რომელიც წარედგინება ვალდებულ პირს (დანართი №12). შეტყობინების შესრულება სავალდებულოა საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. საბაჟო ორგანო ვალდებულია ვალდებულ პირს წარუდგინოს შეტყობინება, თუ დადგინდა საბაჟო სამართალდარღვევის არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახდას დაქვემდებარებული გადასახდელის თანხა დეკლარირებულია საბაჟო დეკლარაციაში და მასში მითითებული თანხა შეესაბამება საბაჟო ორგანოს მიერ გაანგარიშებულ გადასახდელის თანხას.

3. შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) საბაჟო ორგანოს დასახელება და მისამართი;

ბ) შეტყობინების გაგზავნის (გადაცემის) თარიღი;

გ) ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი; დასახელება, მისამართი);

დ) ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში);

ე) მისი წარდგენის საფუძველი, საგადასახდელო ან/და საბაჟო კანონმდებლობის აქტის იმ ნორმაზე მითითებით, რომლის თანახმადაც მოხდა საბაჟო ვალდებულებების დარიცხვა ან რომელიც დაარღვია ვალდებულმა პირმა;

ვ) მისი შინაარსი (დაბეგვრის ობიექტი, დარიცხული გადასახდელის, საურავისა და ჯარიმის ოდენობა, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, გადახდის წესი);

ზ) ვალდებული პირის უფლებები და ვალდებულებები (მათ შორის, შეტყობინების გასაჩივრების წესი);

თ) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება ვალდებული პირის მიმართ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

4. შეტყობინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.

5. საბაჟო ორგანო აწარმოებს ვალდებულ პირზე წარდგენილი „შეტყობინების“ სარეგისტრაციო ჟურნალს თანახმად №13 დანართისა.

    მუხლი 12. „გადამხდელის მოთხოვნა“

1. ვალდებული პირი საბაჟო ორგანოს წარუდგენს „გადამხდელის მოთხოვნას’’ (დანართი №14), მისი წარდგენის საფუძვლის დადგენის პირობებში და საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში მისი შესრულება სავალდებულოა.

2. საბაჟო ორგანოს “გადამხდელის მოთხოვნა’’ წარედგინება, თუ კონკრეტული საბაჟო გადასახდელის ან/და საბაჟო სანქციის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული საბაჟო გადასახდელის ან/და საბაჟო სანქციის თანხას.

3. „გადამხდელის მოთხოვნა’’ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საბაჟო ორგანოს დასახელება და მისამართი;

ბ) მისი გაგზავნის (გადაცემის) თარიღი;

გ) ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი) დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი;

დ) მისი წარდგენის საფუძვლები;

ე) მისი შინაარსი (დასაბეგრი ობიექტი, დარიცხული გადასახდელისა და საურავის ოდენობა. ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, გადახდის წესი);

ვ) საბაჟო დავის განხილვის ფორმა (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში).

4. “გადამხდელის მოთხოვნას’’ უნდა დაერთოს საბუთები, რომელთა საფუძველზედაც მოხდა მისი წარდგენა.

5. “გადამხდელის მოთხოვნა’’ უნდა ჩაბარდეს უშუალოდ საბაჟო ორგანოს ან უნდა გაიგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით.

6. საბაჟო ორგანოსათვის გასაგზავნი “გადამხდელის მოთხოვნა“ გადაცემულად ითვლება, თუ იგი გაიგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ჩაბარდა უშუალოდ საბაჟო ორგანოს.

7. საბაჟო ორგანო აწარმოებს ვალდებული პირის მიერ საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი „გადამხდელის მოთხოვნის’’ სარეგისტრაციო ჟურნალს (დანართი №15). ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ხელმოწერილი საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით.

    მუხლი 13. „შეტყობინებისა’’ და „გადამხდელის მოთხოვნის’’ შესრულების წესი

1. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბაჟო დეკლარაცია, საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება საქონლის საბაჟო პროცედურების დამთავრებამდე, კანონმდებლობის შესაბამისად, თუ საბაჟო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თუ საბაჟო გადასახდელების გადახდის საფუძველს არ წარმოადგენს საბაჟო დეკლარაცია, გადასახდელი თანხა ექვემდებარება გადახდას დარიცხული საბაჟო გადასახდელების თაობაზე შეტყობინების მიღების დღიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ვადაში ვალდებული პირი უარს აცხადებს გადაწყვეტილების შესრულებაზე, იგი ვალდებულია საბაჟო ორგანოს შეტყობინების მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში საბაჟო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შესაგებელი, თუ დავის დაწყების ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ან წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლოში.

4. თუ ვალდებულმა პირმა განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა დადგენილი საბაჟო გადასახდელი ან/და ჯარიმა-საურავი, საბაჟო ორგანოები ამ ვალდებული პირის მიმართ ახორციელებენ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართველოს საგადასახდელო კოდექსის XI თავით საგადასახდელო ორგანოებისათვის დადგენილი წესით.

5. „შეტყობინება დარიცხულ საბაჟო გადასახდელებზე“ და „გადამხდელის მოთხოვნა“ წყდება მათი შესრულებით ან გაუქმებით.

6. გადამხდელის მიერ “შეტყობინებაში“ აღნიშნული თანხის სრული მოცულობით გადახდის მომენტიდან „შეტყობინება“ ითვლება შესრულებულად, ხოლო „გადამხდელის მოთხოვნა“ შუსრულებულად ითვლება საბაჟო ორგანოს მიერ მასში აღნიშნული თანხის სრული მოცულობით გადახდის მომენტიდან.

7. „შეტყობინება დარიცხულ საბაჟო გადასახდელებზე“ და „გადამხდელის მოთხოვნა“ გაუქმებულად ჩაითვლება, თუ წარმომდგენმა მასზე უარი განაცხადა, ან თუ, კანონმდებლობის შესაბამისად, მოთხოვნა ცნობილ იქნა დაუსაბუთებლად.

    მუხლი 14. გადასახდელის გადახდის ვადაგადატანილი დავალიანებების აღრიცხვის წესი

1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახდელის გადახდის ვადაგადატანილი, მათ შორის რესტრუქტურიზებული დავალიანებები ფიქსირდება ბარათზე, კერძოდ, მიეთითება შეღავათიანი რეჟიმის ვადის დასაწყისი და დასასრული, აგრეთვე იმ ნორმატიული აქტის ნომერი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა გადახდის ვადის გადატანა.

2. გადახდის ვადის გადატანის რეჟიმის მოქმედება წყდება ვადის გასვლის, გადამხდელის მიერ ვადის გასვლამდე დავალიანების გადახდის ან რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

3.  გადამხდელის მიერ გადახდის ვადის გადატანის პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ვალდებულია 3 დღის ვადაში შეატყობინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ამ რეჟიმის გაუქმების შესახებ.

    მუხლი 15. ვალდებული პირის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმების წესი

1. ვალდებული პირის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტისა და ცალკეულ გადასახდელზე ბარათის ამოსაბეჭდად, ვალდებული პირი ვალდებულია წერილობით მიმართოს საბაჟო ორგანოს უფროსს ან მის მოადგილეს.

2. შედარების აქტი ვალდებულმა პირმა შეიძლება მოითხოვოს წლის ნებისმიერ დროს და საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მუშაკი ვალდებულია ამობეჭდოს იგი ვალდებული პირის მიმართვიდან 2 დღის განმავლობაში. იგი აუცილებლად უნდა ამოიბეჭდოს აგრეთვე წლიური შედეგების შეჯამების დროს.

3. შედარების აქტი იბეჭდება გადამხდელი საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს.

4. შედარების აქტი (დანართი №16) ამოიბეჭდება გარკვეული პერიოდისათვის – საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და ბოლოსათვის (მ.შ. ყოველკვარტალურად).

5. შედარების აქტში, საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და ბოლოსათვის, მიეთითება ნარჩენის, საურავისა და ზედმეტობის თანხები გადასახდელის სახეების მიხედვით, ხოლო მთელი პერიოდის განმავლობაში – გაიანგარიშება დარიცხული, დამატებით დარიცხული და გადახდილი გადასახდელების ოდენობა.

6. თუ ვალდებული პირი არ ეთანხმება შედარების აქტის მონაცემებს, მაშინ იგი “შენიშვნაში“ მიუთითებს შესაბამის მიზეზს, ხოლო საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მუშაკი ვალდებულია 5 სამუშაო დღის განმავლობაში აღმოფხვრას განსხვავება ვალდებული პირისა და საბაჟო ორგანოში არსებული დოკუმენტების მონაცემებს შორის.

7. შედარების აქტს ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს უფროსი და ვალდებული პირი ან მისი ბუღალტერი.

8. შედარების აქტი იბეჭდება 2 ეგზემპლარად: ერთი გადაეცემა ვალდებული პირს, მეორე კი რჩება საბაჟო ორგანოში და ინახება ვალდებული პირის პირად საქმეში.  

 

 

დანართი №2

ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათი

საბაჟო ორგანოს დასახელება     დროის პერიოდი  

 

ვალდებული პირის დასახელება    გადასახდელის დასახელება

საიდენტიფიკაციო კოდი

    

ოპერა ციის ჩაწერის თარიღი

ოპერა ციის შინაარ სი

გადახ დის ვადა და ჩარიც ხვის თარიღი

ანგარიშსწორება ძირითადი გადასახადის მიხედვით

ანგარიშსწორება საბაჟო სანქციის სახით ჯარიმის თანხაზე

დარიც ხულია

შემცირე ბულია

გადახ დილია ბიუჯე ტში

უკან დაბრუნე ბულია ან გადატა ნილია

ანგარიშსწორების სალდო

დარიც ხულია

შემცირე ბულია

გადახდი ლია ბიუჯეტ ში

უკან დაბრუნე ბულია

ანგარიშსწორე ბის სალდო

ნარ ჩენი

მ.შ. ნარჩენი თანხა, რომელსაც საურავი არ ერიცხება

ზედმეტად გადახ დილი

ნარჩე ნი

ზედმე ტად გადახდი  ლი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შედეგი პერიოდისათვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანგარიშსწორება საურავის დარიცხვაზე და გადახდაზე

სულ ანგარიშსწორების სალდო

წლის დასაწყისიდან ჩარიცხულია სულ უკან დაბრუნების გამოკლებით

დარიცხულია ან შემცირებულია

საურავი, რომელიც არ დაერიცხა სალდირების შედეგად

გადახდილია ან დაბრუნებულია

(-") საურავი

გადაუხდელი საურავის- ნაშთი

დავალიანება

ზედმე ტობა სვტ.

10+სვტ.

16

დროის პერიოდი

დარიცხულია საურავი

სულ მ.შ.

ნარჩენი სვტ.8+სვტ.

15

საურავი სვტ

.21

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი –––––––––––(ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი ––––––––––––––––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

                                                           

              

დანართი№3

 

საბაჟო ორგანოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––

საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ჟურნალი

გადასახდელის დასახელება –––––––––––––––––––––––––––

 

ვალდებული პირის დასახელება

ვალდებული პირის საიდენტ.

ნომერი

მიიღო

გადაეცა

დაერიცხა ან შეუმცირდა

 

 

თა რ იღი

შემსრულე ბელი

თარიღი

შემსრულე ბელი

გადახდის ვადა

თანხა

შემსრულე ბელი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის

განყოფილების უფროსი            –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი                 ––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

                                            

 

     დანართი№4

საბაჟო ორგანოს დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––

საბაჟო შემოწმებებითა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით

დარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ჟურნალი

გადასახდელის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––

 

N

 

ვალდებული პირის დასახელება

ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი

გადაწყვეტილე-ბა

აღრიცხულია ბ არათზ

დაერიცხა ან შეუმცირდა

თარიღი

ნომერი

თარიღი

შემსრულე ბელი

გადასახდ ე ლ ის სახე

თანხა სულ

მათ შორის

ძირითადი თანხა

ჯარიმა/ სანქცია

საურავი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბაჟო ორგანოს უფროსი               –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი                 ––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

დანართი№5

გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ოპერაციის შინაარსის ჩანაწერების

ტიპური ჩამონათვალი

 

დაერიცხა

შეუმცირდა

აქტით

აქტით

დეკლარაციით

დეკლარაციით

კამერალური შემოწმებით

კამერალური შემოწმებით

ძირითადი ნარჩენის გადმოტანა სხვა ბარათიდ ან

ძირითადი ნარჩენის გადატანა სხვა ბართზე

დასკვნით

დასკვნით

წერილით

წერილით

სასამართლოს გადაწყვეტილებით

სასამართლოს გადაწყვეტილებით

რესტრუქტურიზებული ნარჩენის აღდგენა

რესტრუქტურიზებულია ძირითადი ნარჩენი

გაკოტრების საქმის საფუძველზე

გაკოტრების საქმის საფუძველზე

გაკოტრების საქმის დასრულების საფუძველზე

გაკოტრების საქმის დასრულების საფუძველზე

ზედმეტობის გადატანა სხვა ბარათზე

ძირით. ზედმეტ. გადმოტანა სხვა ბარ-დან

გადახდილია

დაბრუნებულია

საგადასახადო დავალებით

სხვა გადასახდ ელშ ი

დასკვნით

ზედმეტობის გადატანა სხვა ბარათზე

საინკასო დავალებით

დასკვნით

ნაწილობრ ივ

 

დავალების გარეშე

 

გადმოტანილია სხვა გადასახადიდან

 

ძირით. ზედმეტ. გადმოტანა სხვა ბარ-დან

 

 

დაერიცხა საბაჟო სანქცია

შეუმცირდა საბაჟო სანქცია

აქტით

აქტით

დასკვნით

დასკვნით

დაგვიანებისთვის

გადაწყვეტილებით

საბაჟო სანქც. ნარჩ. გადმოტ. სხვა ბარ-დან

რესტრუქტურიზებულია საბაჟო სანქცია

(ჯარიმა)

 

რესტრუქტურიზებული სანქციის აღდგენა

 

სარგებელი

 

 

დაერიცხა საურავი

შეუმცირდა საურავი

აქტით

წერილით

დასკვნით

აქტით

საურავის გადმოტანა სხვა ბარათიდან

დასკვნით

რესტრუქტურიზებული საურავის აღდგენა

საურავის გადატანა სხვა ბარათზე

რესტრუქტურიზებულია საურავი

შემცირებულია საურავი ზედმ. ხარჯზე

გადახდილია საბაჟო სანქცია

 

საბაჟო სანქც.ზედმეტ.

გადმოტ. სხვა ბარ-დან

 

გადავადებული თანხის დარიცხვა

 

ჩაეთვალა

 

ფინ ანასთა სამინისტროს წერილით

 

 

ძირითადი ნარჩენი წლის დასაწყისისათვის

საბაჟო სანქციის ნარჩენი წლის დასაწყისისათვის

საურავი წლის დასაწყისისათვის

ძირითადი მეტობა წლის დასაწყისისათვის

საბაჟო სანქციის მეტობა წლის დასაწყისისათვის

გადავადებულია

 

გადავადებულია საურავი

გადახდილია საურავი

 

უკან დაბრუნებულია საბაჟო სანქცია

 

დანართი №6

 "ვამტკიცებ"

საიდენტიფიკაციო ნომერი

     საბაჟო ორგანოს უფროსი

 

 "----"---------------------- 200 წ.

 

დ ა ს კ ვ ნ ა

(გადამხდელის დასახელება) განცხადებაზე ბიუჯეტში ზედმეტად (შეცდომით) გადახდილი გადასახდელის თანხების დაბრუნების შესახებ

------------------ საბაჟო ორგანო ადასტურებს, რომ გადამხდელს (დასახელება) პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახდელზე (დასახელება და სახაზინო კოდი) დასკვნის შედგენის დღეს

ერიცხება ზედმეტობა ------------------------ (თანხა სიტყვიერად) ლარის ოდენობით.

 საბაჟო ორგანოში არსებული შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმებით და გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი ელექტრონული მონაცემების პირადი აღრიცხვის ბარათებთან შედარებით, დადასტურებულია არსებული ზედმეტობის რეალობა,

რომელიც გამოწვეულია -------------------------------------------------------------------- მიზეზით.

გადამხდელი ითხოვს აღიარებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან -------(თანხა სიტყვიერად) ლარის დაბრუნებას.

ანგარიშსწორების ანგარიშზე -------------, ბანკის დასახელება -------------, ბანკის კოდი -------.

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის

განყოფილების უფროსი      –––––––––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი ––––––––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

 

*ცალკეულ შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის უფრო გავრცობილი ვარიანტი, ზედმეტობის წარმოშობის პერიოდის და მიზეზების, გადამხდელის შესახებ სხვა დეტალური ინფორმაციის მითითებით.

 

 

დანართი №7

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 "ვამტკიცებ"

 –––––––––––––––––––––––––––––––––

 საბაჟო ორგანოს უფროსი

 "----"---------------------- 200 წ.

დ ა ს კ ვ ნ ა N

(გადამხდელის დასახელება) განცხადებაზე ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხების სხვა გადასახდელზე გადატანის შესახებ

საბაჟო ორგანო (დასახელება) ადასტურებს, რომ გადამხდელს (დასახელება) პირად ბარათზე გადასახდელზე (დასახელება და სახაზინო კოდი) დასკვნის შედგენის დღეს ერიცხება ზედმეტობა . . . . . . . . . . . . . ლარის ოდენობით.

პირველადი დოკუმენტების შემოწმებით დადგენილია არსებული ზედმეტობა, რომელიც გამოწვეულია . . . . . . . . . . . . . . . . . . . მიზეზით.

გადამხდელი ითხოვს ზედმეტად არსებული თანხიდან . . . . . . . . . . ლარის გადატანას გადასახდელიდან (დასახელება) გადასახდელზე (დასახელება).

ინფორმაციული უზრუნველყოფის

განყოფილების უფროსი      –––––––––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი ––––––––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

 

დანართი№8

საბაჟო ორგანოს დასახელება ––––––––––––––––––––––––––––

სახაზინო კოდების არასწორად მითითების გამო შეცდომით ჩარიცხული

თანხების რეესტრი

საიდენტიფიკაციო ნომერი 200…. . წელი

 

N

 

ვალდებული პირის დასახელება

ვალდებული პირის საიდენტ.ნომერი

გადასახდ ელ ის

სახე

 

თანხა(ლარი)

 

ჩარიცხვის თარიღი

დაბრ უ ნების

თარიღი

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის

განყოფილების უფროსი                 –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი                      ––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

 

დანართი№9

საბაჟო ორგანოს დასახელება ––––––––––––––––––––––––––––

ზედმეტად გადახდილი თანხების სხვა გადასახდელებზე გადატანის რეესტრი

საიდენტიფიკაციო ნომერი 200.. წელი

 

N

 

ვალდებული პირის

დასახელება

ვალდებული პირის საიდენ ტ.

ნომერი

გადასახდ ელ ის სახე

დასკვნის

 N

დასკვნის

თარიღი

საგადახდო

დავალების N

თანხის გადატანის თარიღი

თანხა(ლარი)

რომელი გადა სახდელიდ ან

რომელ გადასახდ ელ ზე

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის

განყოფილების უფროსი            –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი       –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

          დანართი№10

საბაჟო ორგანოს დასახელება –––––––––––––––––––––––––

ზედმეტად გადახდილი თანხების ბიუჯეტიდან უკან დაბრუნების რეესტრი

საიდენტიფიკაციო ნომერი 200.. წელი

 

N

ვალდებული პირის დასახელება

ვალდებული პირის საიდენტ.

ნომერი

 

გადასახ დელის სახე

დას ვნისN

დასკვნის თარიღი

 

საგადახდო

დავალების N

თანხა

(ლარი)

თანხის დაბრუნების თარიღი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის

განყოფილების უფროსი       –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი  –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

 

დანართი№11

შეტყობინება

ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახდელების გადასახდელის ვალდებულებათა ანგარიშში გადატანის შესახებ

200 . ¨———¨ —————————————-

ვალდებული პირის რეკვიზიტები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, სახელწოდება)

საიდენტიფიკაციო №

მისამართი:

ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახდელების

გადასახდელის ვალდებულებათა ანგარიშში გატანის საფუძველი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (გადამხდელის წერილობითი მომართვის თარიღი, N)

ზემოაღნიშნული მომართვის შესაბამისად, ––––––––––––––––––––––––––––

(პ/ა ბარათის დასახელება)

პირადი აღრიცხვის ბარათზე 200 წლის “———”—-—————” მდგომარეობით რიცხული —

ზედმეტობიდან გადატანილი იქნა ———————————— პირადი აღრიცხვის ბარათზე

 (პ/ა ბარათის დასახელება)

საბაჟო ორგანოს უფროსი ––––––––––––––––––––– ¨———¨ –––———— 200 წ.

 (ხელმოწერა)

 

დანართი№12

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

საბაჟო დეპარტამენტი

 

 

საბაჟო ორგანო ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                        (დასახელება, მისამართი)

 

 

 

შეტყობინება დარიცხულ საბაჟო ვალდებულებებზე№ -------------------------

“-----------“ “---------------------------------------------“ 200 წ.

 (რიცხვი)                             (თვე)

 

 ვალდებული პირის რეკვიზიტები

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გვარი, სახელი/დასახელება)

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მისამართი --------------------------------------------------------------------------------------

საბაჟო კოდექსის-------------------------------------------------------------საფუძველზე

                               (მიეთითება სა ბაჟო კანონმდებლობის ის ნორმა,

 რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახდელის დარიცხვა)

გადასახდელად დაგერიცხათ:

 

 

გადასახდ ელ ის დასახელება

გადასახ დელ ის

ძირითადი თანხა

ჯარიმა

საურავი

სუ

ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადასახდელის გადახდის ადგილი და წესი: ——————————————————————

ამ შეტყობინების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოყენებულ იქნება საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 39-43-ე მუხლებით.

„შეტყობინება დარიცხულ საბაჟო გადასახდელებზე” შეიძლება გასაჩივრდეს საბაჟო კოდექსის IX კარით დადგენილი წესით საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საბაჟო ორგანოში წერილობითი შესაგებლის წარდგენის გზით. აგრეთვე სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საბაჟო ორგანოს უფროსი ———————————————————————- (ხელმოწერა)

ბ.ა.

 

 დანართი№13

საბაჟო ორგანოს დასახლება ––––––––––––––––––––––––

ვალდებულ პირზეშეტყობინების" წარდგენის სარეგისტრაციო

ჟურნალი

 

N

შეტყობინება

ვალდებული პირის დასახელება

საიდენტ. ნომერი

დარიცხვის საფუძველი

გადასახდ ე ლ ის სახე

დარიცხული თანხის ოდენობა, ლარი

სულ დარიცხული გადასახდე ლის თანხა (გრაფა 8+9+10)

„შეტყობი

ნება" ჩაბარდა ვალდებულ პირს (თარიღი)

შენიშვნა

N

თარი ღი

გადასახდ ე ლ ის ძირითადი თანხა

საურავი

ჯარიმა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბაჟო ორგანოს უფროსი               –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი                 –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

 

დანართი №14

გადამხდელის მოთხოვნა

საბაჟო ორგანოს დასახელება და მისამართი ———————————————————————

———————————————————————————————————————————

ვალდებული პირის

რეკვიზიტები ———————————————————————————————————

(სახელი, გვარი/დასახელება)

საიდენტიფიკაციო ნომერი ——————————————-

მისამართი —————————————————————————————————————

გაცნობებთ, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე მერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა,

სულ —————ლარის ოდენობით. მათ შორის ——————— გადასახადზე ——— ლარი და ა.შ.

     გთხოვთ, საბაჟო კოდექსის 214-ე მუხლის შესაბამისად, ——————გადასახადზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან ———— ლარი გადამიტანოთ —— გადასახადზე (დამიბრუნოთ ჩემს ანგარიშსწორების ანგარიშზე: ბანკი—————————————, ბანკის კოდი————,

ა/ა ————————).

     დავის განხილვის ფორმა —————————————————————————————

 (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში)

     მოთხოვნას თან ერთვის შედარების აქტი და სხვა საბუთები, რომლებიც ადასტურებენ ზედმეტობის არსებობას.

ხელმოწერა ————————————————

ბ.ა. “——“———————————“ 200 წ.

 

 

დანართი№15

ვალდებული პირის მიერ საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილიგადამხდელის მოთხოვნისსარეგისტრაციო ჟურნალი

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

N

ვალდებული პირის დასა ხე ლება

ვალდებული პირის საიდენტ. ნომერი

“გადამხდელ ის მ ოთხოვნის

“გადამხდელის მოთხოვნის” სა ბაჟო ორგანო ში რეგისტრაციის თარიღი

რა თანხაზე იქნა წარმოდგენილი “გადამხდელის მოთხოვნა

დავის განხილვის ფორმა

 

N

თარიღი

სულ

მათ შორის

 

გადასახადის თანხა

საურავი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბაჟო ორგანოს უფროსი          –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი       –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

 

 დანართი№16

საბაჟო ორგანოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––

 

ვალდებული პირის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების ა ტი

 

დეკლარანტის დასახელება ---------------------------------------

დეკლარანტის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

N

 

 

გადასახდელის

დასახელება

სალდო – საანგარიშო პერიოდის დასაწyისისათვის

დარიცხულია ან შემცირებულია

გადასახდელები საანგ.პერიოდში

დავალიანება

ზედმეტობა

სულ

მათ შორის

ნარჩენი

საურავი

ძირითადი

საურავი

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ:

 

 

 

 

 

 

 

 (გაგრძელება)

 

დამატებით დარიცხულია ან შემცირ.გადასახ.საანგ.

პერიოდში(საურავი)

გადახდილია

ბიუჯეტში სულ

სალდო – საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის

დავალიანება

ზედმეტობა

სულ

მათ შორის

ძირითადი

საურავი

ნარჩენი

საურავი

9

10

11

12

13

14

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შედარების თარიღი –––––––––––––

საბაჟო ორგანოს უფროსი          –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

დეკლარანტი (მთავარი, უფროსი ბუღალტერი)   –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)