ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2007 ძალადაკარგული 19.03.2009
ნომერი
№42-16/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.220.009848
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 30/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.022.009.848

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №42-16/ნ

2007 წლის 18 იანვარი

 ქ. თბილისი

ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ1“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს:

ა) ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებისათვის (დანართი №1);

ბ) ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი ოჯახის დამხმარე მომსახურებისათვის (დანართი №2).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივნისიდან.

3. მიეცეთ რეკომენდაცია ყველა საბავშვო (სააღმზრდელო) დაწესებულებებს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებსა და შესაბამის დაინტერესებულ პირებს, რათა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დანერგონ ამ ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტები მისი ამოქმედების დრომდე.

ა. ლომაია

ლ. ჭიპაშვილი

დანართი №1

ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი

ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებისათვის

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებისათვის

1. ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებისათვის (შემდგომში – სტანდარტი) წარმოადგენს იმ ნორმებისა და მოთხოვნების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფას და შედგება საერთო და შენაკადი სტანდარტებისაგან.

2. საერთო სტანდარტი ადგენს მოთხოვნებს ყველა სახის ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებისათვის, ხოლო შენაკადი ორიენტირებულია ცალკეულ მომსახურებებზე.

    მუხლი 2. ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურება, მისი სახელმძღვანელო პრინციპები, მიზნები და ამოცანები

1. ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურება არის 0-დან 18 წლის ასაკამდე, მშობლების მზრუნველობას მოკლებულ პირებზე ზრუნვის ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდისათვის ოჯახთან მიახლოებული, კეთილსაიმედო გარემოსა და პირობების უზრუნველყოფას, მისი ნორმალური ემოციური, ფიზიკური, გონებრივი და სოციალური განვითარების მიზნით, ადამიანის ღირსების, საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით.

2. ოჯახის ჩამნაცვლებელმა მომსახურებამ უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვი არ მოწყდეს მისთვის ჩვეულ სოციალურ და კულტურულ გარემოს;

ბ) შენარჩუნებულ იქნეს ბავშვის კონტაქტები ბიოლოგიურ ოჯახთან, ნათესავებთან და სხვა ახლობლებთან;

გ) ხელი შეეწყოს ბავშვის ინტელექტუალურ, ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ემოციურ განვითარებას და მისი პიროვნების ფორმირებას;

დ) თითოეული ბავშვის აღზრდა განხორციელდეს ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.

3. ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურების სახეებია:

ა) შვილობილად აყვანა (რომელიც შეიძლება იყოს გრძელვადიანი, მოკლევადიანი ანდა ნათესაური);

ბ) ზრუნვა მცირე საოჯახო ტიპის სახლში (სადაც იგულისხმება სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობას მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობას, სადაც ბავშვთა რაოდენობა არ აღემატება 8-ს);

გ) ზრუნვა საშუალო ზომის ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებაში (სადაც იგულისხმება სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობას მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობას, სადაც ბავშვთა რაოდენობა არის 8-დან 25-მდე);

დ) 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე ზრუნვა დიდი ზომის ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებაში (სადაც იგულისხმება სადღეღამისო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სააღმზრდელო საქმიანობას, 25-დან 70-მდე რაოდენობის მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან);

ე) 6-18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ზრუნვა დიდი ზომის ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებაში (სადაც იგულისხმება სადღეღამისო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სააღმზრდელო საქმიანობას 25-დან 70-მდე რაოდენობის მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, 6-18 წლამდე ასაკის ბავშვებთან).

თავი II. ზოგადი სტანდარტები

სტანდარტი № 1 – აღსაზრდელები (0-დან – 18 წლამდე ასაკის ბავშვი)

     შედეგი

აღსაზრდელები გარკვეულნი არიან თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებში, აქვთ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ჩამოყალიბებული ჯანსაღი ურთიერთობა აღმზრდელებთან და თანატოლებთან.

 

სტანდარტი

მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს გარემოს, სადაც აღსაზრდელმა იცის თავისი უფლებები, პატივისცემით და ღირსებით ურთიერთობს გარშემო მყოფებთან და ჩართულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მიმწოდებელი ითვალისწინებს რა აღსაზრდელის აზრს, ხელს უწყობს მის განვითარებასა და აღზრდას.

 

ინდიკატორი

1.1.    თითოეული აღსაზრდელი შეძლებისდაგვარად იცნობს 1989 წლის 29 ნოემბრის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციას“ და ბავშვთა დაცვის არსებული კანონმდებლობის პრინციპებს.

1.2.    თითოეული აღსაზრდელი, ბიოლოგიურ ოჯახს გარეთ, შემდეგნაირად ერთვება მზრუნველობის ფორმის შერჩევის პროცედურაში:

ა) სოციალური მუშაკის, რომელიც მუშაობს და იღებს გადაწყვეტილებას აღსაზრდელის ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურების თაობაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში (შემდგომში – სოციალური მუშაკი) დახმარებით გაივლის მოსამზადებელ პერიოდს;

ბ) გაეწევა დახმარება მზრუნველობის ფორმის შეცვლის მიზეზების გაანალიზებაში;

გ) ინფორმირებული იქნება ზრუნვის ყველა შესაძლო ალტერნატივის შესახებ;

დ) გადასვლამდე, შესაძლებლობისამებრ ესტუმრება პოტენციურ საცხოვრებელ გარემოს.

1.3.    სოციალური მუშაკი აღსაზრდელთან და აღმზრდელთან ერთად წერს მიღწევათა გეგმას აღსაზრდელის საცხოვრებელ გარემოში განთავსებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

1.4.    აღსაზრდელები აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას თანატოლთა და საზოგადოებრივი განვითარების პროგრამებში.

1.5.    აღსაზრდელებს არ ეკისრებათ ვალდებულება ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურების მიმწოდებელთან (შემდგომში – სამზრუნველო ობიექტში) მცხოვრებ სხვა აღსაზრდელებზე ან არასაკმარისი აღმზრდელების შემთხვევაში მათი შეცვლის პასუხისმგებლობაზე, თუმცა მათ, ობიექტზე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობები. ამ მოვალეობების შესრულებისათვის მათ ზედამხედველობას უწევენ აღმზრდელები, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი შესაბამისად და ძალდატანების გარეშე ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს.

1.6.    აღსაზრდელებს ექნებათ სრული მხარდაჭერა შეინარჩუნონ და განამტკიცონ ურთიერთობები თავიანთ ახლო და შორეულ ნათესავებთან და ახლობლებთან.

 

სტანდარტი № 2 – აღმზრდელები

შედეგი

აღსაზრდელებზე ზრუნავენ კომპეტენტური, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი აღმზრდელები.

 

სტანდარტი

მიმწოდებელი უზრუნველყოფს ისეთ გარემოს, სადაც აღსაზრდელებზე ზრუნავენ პასუხისმგებლობის მქონე, შრომისუნარიანი აღმზრდელები, კომპეტენტურნი ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში. აღმზრდელები უზრუნველყოფენ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობას მომსახურების ადგილას; თანასწორ ყურადღებასა და გულისხმიერებას ავლენენ ყველა აღსაზრდელის მიმართ და აქტიურად არიან ჩართულნი მათი აღზრდის, განათლების, სოციალური კავშირების, მომავალი დასაქმებისა და განსახლების საკითხების მართვაში.

 

ინდიკატორები

2.1.    აღმზრდელები უნდა იყვნენ რაოდენობრივად საკმარისი, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ აღსაზრდელთა მოთხოვნილებებს/საჭიროებებს.

2.2.    ყველა აღმზრდელი ვალდებულია:

ა) სამუშაო მოვალეობის შესრულებამდე, გაიაროს სამედიცინო შემოწმება ხოლო მოვალეობის შესრულების დროს კი – პერიოდულად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;

ბ) აღმზრდელი არ უნდა იქნეს დაშვებული სამუშაო ადგილზე ცალკეული დაავადების გადამდებლობის პერიოდში. აღნიშნულის შესახებ იგი წინასწარ უნდა იქნეს ინფორმირებული დამსაქმებლის მიერ;

გ) აღმზრდელი ვალდებულია ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის შესახებ ეჭვის გაჩენისთანავე, ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის პირებსა და ორგანოებს;

დ) აღმზრდელს უნდა გააჩნდეს კრიტიკულ შემთხვევებში პირველადი (ექიმამდელი) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარი.

2.3.    აღმზრდელებისათვის აუცილებელია სამუშაო მოვალეობის შესრულების დაწყებამდე, წარმოადგინონ ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ.

2.4.    ყველა აღმზრდელს უტარდება ტრენინგი კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

2.5 აღმზრდელებს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მომსახურე პერსონალს, ეკრძალებათ ნარკოტიკული ან რაიმე სახის საშიში/მავნე ნივთიერების მოხმარება და შენახვა.

 

სტანდარტი № 3 – სოციალური მუშაკი

შედეგი

აღსაზრდელებს ემსახურებიან გამოცდილი და კვალიფიციური სოციალური მუშაკები.

 

 

სტანდარტი

სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს აღსაზრდელის განთავსებას ისეთ გარემოში, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული ოჯახურ პირობებთან და აღსაზრდელის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. სოციალური მუშაკი შუამავალია აღსაზრდელს, მის ბიოლოგიურ ოჯახს, მიმღებ გარემოსა და სახელმწიფოს შორის და აყალიბებს ამ სუბიექტებს შორის ისეთ ურთიერთობას, რომლის შედეგად უზრუნველყოფილია ბავშვის აღზრდის, განვითარების, განათლების და სოციალური ინტეგრაციის საუკეთესო პირობები.

 

ინდიკატორები

3.1.    სოციალურმა მუშაკმა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეაფასოს საგანგებო მდგომარეობა 24 საათის განმავლობაში, ხოლო პირველადი შეფასება განახორციელოს ხუთი დღის განმავლობაში, რათა დაგეგმოს შესაბამისი ქმედებები მის აღმოსაფხვრელად.

3.2.    სოციალური მუშაკი, აღმზრდელთან ერთად, წერს მიღწევათა მიზანს ნებისმიერი სახის სამზრუნველო ობიექტში განთავსების პირველი კვირის განმავლობაში.

3.3.    ყველა სოციალური მუშაკი გადის პრაქტიკაზე დაფუძნებულ კვალიფიკაციის ამაღლების კურსს.

 

სტანდარტი № 4 – უსაფრთხოება

შედეგი

აღსაზრდელები ცხოვრობენ ისეთ გარემოში, სადაც გარანტირებულია მათი ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება.

 

სტანდარტი

ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურების (შემდგომში – მომსახურების) მიმწოდებელი უზრუნველყოფს ისეთ გარემოს, სადაც დაცულია აღსაზრდელის უსაფრთხოება და გარანტირებულია ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებისადმი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიმწოდებელი ღებულობს ზომებს აღსაზრდელის გაუჩინარების შემთხვევაში.

 

ინდიკატორები

4.1.    აღმზრდელებს, ისევე როგორც აღსაზრდელებს უნდა გააჩნდეთ საკონტაქტო ინფორმაცია ექიმისა და სასწრაფო დახმარების მიმწოდებელი სხვა პირების შესახებ.

4.2.    მომსახურების მიწოდების ადგილას უნდა იყოს ტელეფონი აღსაზრდელთა მოხმარებისათვის.

4.3. სოციალურ მუშაკს, მშობელს/მეურვეს/მზრუნველსა და პირად ექიმს უნდა ჰქონდეთ აღსაზრდელთან დამაკავშირებელი ტელეფონის ნომერი და პირიქით.

4.4.    აღმზრდელებს ევალებათ აღსაზრდელების მოძიება, რომლებიც უცნობი მიზეზებით ან ნებართვის გარეშე არ იმყოფებიან ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებაში, გაუჩინარებიდან არა უგვიანეს 2 საათში. ამ დროის განმავლობაში მათ უნდა მიმართონ სოციალურ მუშაკს.

4.5.    აღსაზრდელების დაუკითხავად გაუჩინარების შემთხვევაში, აღმზრდელებიც და სოციალური მუშაკებიც მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში.

 

სტანდარტი № 5 – გარემო პირობები

შედეგი

აღსაზრდელები ცხოვრობენ კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში.

 

სტანდარტი

აღსაზრდელთა მოსაზრებების გათვალისწინებით, მომსახურება უზრუნველყოფს ისეთ პირობებს, სადაც შექმნილია აღსაზრდელთა სრულყოფილი განვითარებისათვის, ჯანმრთელობისათვის, განათლებისათვის, სოციალიზაციისათვის და უსაფრთხოებისათვის საჭირო გარემო.

 

ინდიკატორები

5.1.    აღსაზრდელთა ფიზიკური და ემოციური განვითარების მიზნით, მომსახურების ადგილმდებარეობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა უზრუნველყოფდეს:

ა) ყოველი აღსაზრდელის პირადი სივრცისა და სიმყუდროვისათვის აუცილებელ მოთხოვნებს;

ბ) სამეცადინო კუთხეს;

გ) სოციალურ აქტივობებს;

დ) ელექტროენერგიასა და გათბობას.

5.2.    საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მომსახურებაში დაცული უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმები.

5.3.    მომსახურებაში გამიჯნულია პირადი და საზოგადო თავშეყრის ადგილები.

5.4. აღსაზრდელებს ეძლევათ სრული უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ მოაწყონ თავიანთი საძინებელი კუთხე/ოთახი.

5.5.    მომსახურებაში ტელე-საკომუნიკაციო საშუალებები განლაგებული უნდა იყოს პირადი საუბრებისათვის ხელსაყრელ გარემოში.

5.6.    გაზგაყვანილობა, ელექტრომოწყობილობები და აღჭურვილობები, ცხელი წყლის და გათბობის სისტემები, საკვების მომზადებისა და შენახვის ადგილები უნდა მოწმდებოდეს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

 

სტანდარტი № 6 – განათლება

შედეგი

აღსაზრდელთა განათლება ხორციელდება მაქსიმალური ხელშეწყობით, რადგანაც წარმოადგენს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების განმსაზღვრელ კომპონენტს.

 

სტანდარტი

მომსახურება უზრუნველყოფს აღსაზრდელთა ჩართვას ზოგადსაგანმათლებლო სისტემაში; აღსაზრდელთათვის გარანტირებულია განათლების ნებისმიერი საფეხურის ხელმისაწვდომობა, ისევე როგორც დამატებითი სასწავლო პროგრამები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად. ასევე, დაწესებულებაში შექმნილია დამაკმაყოფილებელი მატერიალურ-ტექნიკური პირობები აღსაზრდელთა მეცადინეობისათვის.

 

ინდიკატორები

6.1.    ნებისმიერი სახის მომსახურებაში საგანმანათლებლო პოლიტიკა აღსაზრდელთა განათლების მხარდამჭერი პოლიტიკაა და მოიცავს:

ა) სოციალური ინტეგრაციისა და განათლებით უზრუნველყოფის მიზნით, აღსაზრდელთა ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში;

ბ) შეფერხებული აკადემიური მოსწრების მქონე აღსაზრდელებისათვის სასწავლო ინდივიდუალური გეგმის შექმნას და განხორციელების ხელშეწყობას, რომელიც უზრუნველყოფს მათ ზოგადსაგანმანათლებლო სიტემაში ჩართვას;

გ) საგანმათლებლო დაწესებულების ხელმისაწვდომობას, მანძილისა და დროის გათვალისწინებით;

დ) აღსაზრდელთა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრების მონიტორინგს.

6.2. განათლების მიღების მიზნით, აღსაზრდელები არ იზღუდებიან დამატებითი სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღებისას.

6.3. აღსაზრდელები უზრუნველყოფილნი არიან სასწავლო პროცესისათვის საჭირო ინვენტარითა და სამეცადინოდ აუცილებელი პირობებით.

 

სტანდარტი № 7 – ჯანმრთელობა

შედეგი

აღსაზრდელები ცხოვრობენ ჯანსაღ გარემოში, სადაც წახალისებულია ცხოვრების ჯანსაღი წესი, იდენტიფიცირებული და დაკმაყოფილებულია აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მოთხოვნები.

სტანდარტი  

მომსახურებაში შექმნილია აღსაზრდელთა ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობისათვის აუცილებელი და ხელშემწყობი პირობები. აღსაზრდელს მიეწოდება ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ, უტარდება იმუნიზაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით და სამედიცინო შემოწმება, აქვს ჯანსაღი კვებითი რეჟიმი და რაციონი, დაბალანსებულია ფიზიკური აქტივობა და დასვენება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

 

ინდიკატორები

7.1.    მომსახურებაში არსებობს აღსაზრდელების ჯანმრთელობის მხარდამჭერი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ქვემოჩამოთვლილ მომსახურებებს:

ა) იმუნიზაცია და პროფილაქტიკური გამოკვლევები;

ბ) ჯანსაღი კვებითი რეჟიმის/საკვებსა და ენერგიაზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისი რაციონის დაცვა;

გ) ფიზიკური აქტივობა და დასვენება;

დ) პირადი ჰიგიენის დაცვა;

ე) სექსუალური ჯანმრთელობის დაცვა;

ვ) ალკოჰოლის, ნარკოტიკების, თამბაქოს და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყენების აკრძალვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა;

ზ) აივ/შიდსისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

სტანდარტი № 8 – პირადი ჰიგიენა

შედეგი

პირადი ჰიგიენის საკითხებსა და აღსაზრდელთა თავის მოვლის უნარ-ჩვევების განვითარებას სათანადო ყურადღება ეთმობა.

 

სტანდარტი

მომსახურების მიმწოდებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს აღსაზრდელის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად უსაფრთხო გარემოს შექმნას. აღსაზრდელს გააჩნია პირადი ჰიგიენის დაცვის უნარ-ჩვევები და საშუალებები.

 

ინდიკატორები

8.1.    მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) აღსაზრდელთა პირადი ჰიგიენის დაცვის უნარ-ჩვევების განვითარება;

ბ) ინფექციებზე კონტროლი;

გ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჰიგიენური ნორმებისა და სტანდარტების დაცვა;

დ) პირადი ჰიგიენის საშუალებების საკმარისი რაოდენობით მომარაგება;

ე) აღსაზრდელთა პირადი მოხმარების სარეცხის გარეცხვა.

8.2.    ვალდებულია უზრუნველყოს აღსაზრდელები სუფთა თეთრეულითა და საპარიკმახერო მომსახურებით, სულ მცირე კვირაში ერთხელ მაინც.

 

სტანდარტი № 9 – დამოუკიდებლობის გრძნობის განვითარება

შედეგი

აღსაზრდელები ემზადებიან დამოუკიდებელი ცხოვრების რეჟიმზე გადასვლისათვის.

 

სტანდარტი

მიმწოდებელი უზრუნველყოფს და ხელს უწყობს სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები აღსაზრდელების ინდივიდუალობის განვითარებას. აღსაზრდელები არ არიან შეზღუდული თავიანთი პოტენციალის გამოვლენაში და მაქსიმალურად ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილებები.

ინდიკატორები

9.1. აღსაზრდელებს ექნებათ შესაძლებლობა თავისუფლად გამოიყენონ პირადი მოხმარების ნივთები.

9.2. აღსაზრდელებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი კულტურული, ეთნიკური, რელიგიური თუ ასაკობრივი შეხედულებებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად, გამოიყენონ პირადი მოხმარების ნივთები, რაშიც მათ ექნებათ სრული მხარდაჭერა.

9.3.    მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვები 14 წლის ასაკიდან პროფესიული ორიენტაციით და შესაბამისი მომზადებით, ასევე დამსაქმებლებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს მათ მომავალ დასაქმებას.

 

სტანდარტი № 10 – მყუდროება

შედეგი

აღსაზრდელის მყუდროება აღიარებული და დაცულია.

 

სტანდარტი

მიმწოდებელი უზრუნველყოფს აღსაზრდელთა მყუდროების დაცვას და ამ მიზნით ხელს უწყობს მათი უფლებების დაცვას.

 

ინდიკატორები  

10.1. განმარტოებისა და საერთო აქტივობებში ჩართვისაგან თავის შეკავების შესახებ აღსაზრდელის უფლება დაცულია.

 

სტანდარტი № 11 – სოციალური კონტაქტები

შედეგი

აღსაზრდელებს აქვთ სრული მხარდაჭერა სოციალური ინტეგრაციისა და ოჯახის გამთლიანებაში.

 

სტანდარტი

მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს და ხელს უწყობს აღსაზრდელის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან სოციალური კონტაქტების დამყარებას, შენარჩუნებასა და გაძლიერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშობელს შეზღუდული აქვს ბავშვის ნახვის უფლება. კონტაქტების დამყარებისათვის გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, პირდაპირი შეხვედრები, სატელეფონო და ელექტრონული კავშირები და ა.შ.

 

ინდიკატორები

11.1 აღმზრდელები ხელს უწყობენ აღსაზრდელთა მშობლებს თავიანთ შვილებთან დადებითი ურთიერთობების შენარჩუნებაში, მშობლის ფუნქციებისა და მოვალეობების განვითარებაში, ოჯახის სტაბილურობის შენარჩუნებაში; ვიზიტების დეტალები აღსაზრდელთა მიღებისას განიხილება დაწვრილებით (ვიზიტის ხანგრძლივობა, შეხვედრის ადგილი და ა.შ.).

 

სტანდარტი № 12 – თავისუფალი დრო

შედეგი

მომსახურებაში აღსაზრდელები ნაყოფიერად და უსაფრთხოდ ატარებენ თავისუფალ დროს.

 

სტანდარტი

მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომხმარებელთა თავისუფალი დროის საკუთარი შეხედულებისამებრ ნაყოფიერად ხარჯვას, ხოლო გართობის საშუალებები კი შეესაბამება აღსაზრდელის ასაკობრივი ჯგუფის მოთხოვნილებებს.

 

 

ინდიკატორები  

12.1. აღსაზრდელებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა თავისუფალ დროით აქტივობებში;

12.2. ვიდეოფილმების, კომპიუტერული თამაშების, ტელევიზორისა და ინტერნეტის მოხმარება უნდა შეესაბამებოდეს აღსაზრდელის ასაკობრივი ჯგუფის მოთხოვნილებებს და არ უნდა გახდეს დროის ხარჯვის და მავნე ზეგავლენის საშუალება.

 

სტანდარტი № 13 – ემოციური და ქცევითი განვითარება

შედეგი

მომსახურებაში შექმნილი გარემო ხელს უწყობს აღსაზრდელთა ემოციურ განვითარებას.

სტანდარტი

მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომხმარებელს ხელშემწყობი პირობებით, რათა მოხდეს მისი პიროვნული ზრდა, ქცევითი უნარ-ჩვევების განვითარება.

ინდიკატორები

13.1. აღმზრდელების კომპეტენციის სფერო მოიცავს:

ა) აღსაზრდელთა ემოციურ მხარდაჭერას, რომელიც გამოწვეულია ოჯახური გარემოდან შორს ყოფნით;

ბ) აღსაზრდელების პრობლემების ახლებურად გააზრებაში დახმარებას;

გ) აღსაზრდელების ქცევითი მართვის უნარ-ჩვევების განვითარებას;

დ) აღსაზრდელთა ქცევის მართვას არაძალადობრივი მეთოდებითა და კრიზის-ინტერვენციის ტექნიკაზე დაყრდნობით;

ე) აღსაზრდელის ავადმყოფობასთან, ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან, ძალადობის ნებისმიერ ფორმასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენასა და გადამისამართებას;

ვ) აღსაზრდელთა დახმარებას მათი ძლიერი მხარეების, რესურსებისა და შესაძლებლობების გაანალიზებაში.

 

სტანდარტი № 14 – პროტესტი

შედეგი

აღსაზრდელის პროტესტი განიხილება დაუყოვნებლივ, უპირატესად აღსაზრდელის უფლებების დაცვის ინტერესების შესაბამისად.

სტანდარტი

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს აღსაზრდელის მიერ პროტესტის გამოხატვას (გასაჩივრებას) და დანერგოს გაპროტესტების (გასაჩივრების) სისტემა მომსახურების მიწოდების ადგილზე, ბავშვის ინტერესების უპირატესობის დაცვის მიზნით.

ინდიკატორი

14.1. აღსაზრდელებს უფლება აქვთ გამოხატონ პროტესტი, გაასაჩივრონ ნებისმიერი მოქმედება ან უმოქმედობა აღმზრდელების მხრიდან ანდა მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით და დააფიქსირონ თავიანთი უკმაყოფილება. ყოველი ასეთი საჩივარი გულდასმით და დაუყოვნებლივ განიხილება მომსახურების მიმწოდებლის და/ან სოციალური სამსახურების შესაბამისი ორგანოს მიერ.

14.2        პროტესტი:

ა) საშუალებას აძლევს აღსაზრდელებს, აღმზრდელებს, აღსაზრდელის ოჯახის წევრებსა და მათთან დაახლოებულ პირებს სწორი იდენტიფიცირება მოახდინონ ნებისმიერი სახის პრობლემის;

ბ) პროტესტის განხილვა დაუშვებელია არაუფლებამოსილი პირებისა და საჩივრის სუბიექტების მიერ;

გ) მოითხოვს მომჩივანის, პროტესტანტის შინაარსის, თარიღის, მიღებული ზომებისა და შედეგების შესახებ დასკვნას.

 

 

 

 

 

სტანდარტი № 15 – ზრუნვა და კონტროლი

შედეგი

მომსახურების მიმწოდებლის მიერ კონტროლის ზომების მიმართვა ხორციელდება აღსაზრდელების უსაფრთხოების მიზნით, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების პრინციპებზე დაყრდნობით.

სტანდარტი

მიმწოდებელი ქმნის ბავშვის ჰარმონიული განვითარებისათვის შესაფერის გარემოს და ბავშვთან ურთიერთობაში იყენებს მხოლოდ ისეთ მეთოდებს, რომლებიც ბავშვის თავმოყვარეობას და ფიზიკურ ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს.

ინდიკატორები

15.1. ყველა აღსაზრდელი დაცულია ნებისმიერი სახის ძალადობრივი მოპყრობისაგან.

 

სტანდარტი № 16 – მართვა და ადმინისტრაცია

 

შედეგი

მომსახურებისას აღსაზრდელთა კეთილდღეობა რეგულირდება მუდმივკონტროლირებადი მექანიზმით.

სტანდარტი

მიმწოდებელი უზრუნველყოფს მუდმივი კონტროლის ისეთი მექანიზმის მუშაობას, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სწორად მიღებას, მომსახურებაში მომუშავე ყველა თანამშრომლის მიერ ბავშვებისადმი სწორ მოპყრობას და დაწესებულების მუშაობის რეგულარულ მონიტორინგს სოციალური მუშაკის მიერ.

ინდიკატორები

16.1. მომსახურების გამწევი პირი უნდა იცნობდეს გაეროს 1989 წლის 29 ნოემბრის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციას“ და საქართველოს კანონმდებლობას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ბავშვთა კეთილდღეობის კუთხით მუშაობის გამოცდილება.

16.2. სოციალური მუშაკები სტუმრობენ მომსახურებას სულ მცირე თვეში ერთხელ მაინც.

16.3. ვიზიტიდან ერთი კვირის განმავლობაში სოციალური მუშაკი ადგენს წერილობით მოხსენებას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურების ფუნქციონირების შესახებ.

16.4. როდესაც აღმზრდელი ჯანმრთელობის ან სხვა პრობლემების გამო ვერ ასრულებს სამუშაო მოვალეობას, აუცილებელია მისი შემცვლელით ჩანაცვლება.

16.5. სოციალური მუშაკის ვიზიტები ხორციელდება დაუგეგმავად და ემსახურება მომსახურების ფუნქციონირების მონიტორინგს.

 

სტანდარტი № 17 – კვება

შედეგი

აღსაზრდელები ღებულობენ სრულფასოვან კვებას.

სტანდარტი

მიირთმევენ თავიანთი კვებითი მოთხოვნილებების შესაბამისად, სათანადო კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტებს.

ინდიკატორი

17.1. ბავშვის კვება ატარებს სოციალურ დატვირთვას და იგი უნდა განხორციელდეს სულ მცირე დღეში სამჯერ ცალკეული აღსაზრდელისათვის დიეტისა და უპირატესობების (ვეგეტარიანული კვებითი რეჟიმი და მარხვითი შეზღუდვები) გათვალისწინებით.

17.2. აღსაზრდელებს, რომლებსაც სპეციალური სამკურნალო კვებითი რეჟიმი აქვთ დანიშნული, საკვები მიეწოდებათ მაქსიმალური ხელშეწყობით, სამედიცინო პერსონალის ინსტრუქტაჟის შესაბამისად.

17.3. კვებითი მოთხოვნილებების შესაბამისობის დასაფიქსირებლად, მენიუ-განრიგი შემუშავდება და აღირიცხება დეტალურად.

17.4. დაუშვებელია ნებისმეირი მიზეზით აღსაზრდელის კვების პროცესიდან დათხოვნა.

17.5. აღსაზრდელებს საკვები მიეწოდებათ წინასწარ დაგეგმილად, ხოლო კვებითი რაციონის გამოტოვების შემთხვევაში, შეენახებათ კუთვნილი ულუფა.

17.6. სასადილო ოთახის ინტერიერი შექმნილია აღსაზრდელთა და აღმზრდელთა ოდენობისა და მოთხოვნების შესაბამისად.

 

სტანდარტი № 18 – ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურების შეწყვეტა

შედეგი

აღსაზრდელების მიერ ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურების დატოვება და სატრანზიტო ღონისძიებები ხორციელდება წარმატებით.

სტანდარტი

სოციალური მუშაკის უშუალო მონაწილეობითა და ინსტრუქციებით, შესაძლებელია აღსაზრდელის ახალ საცხოვრებელ გარემოში განთავსება, თუკი წინასწარ უზრუნველყოფილია აღსაზრდელის სატრანზიტო სამზადისი, ის ინფორმირებული და მომზადებულია ახალ გარემო პირობებთან შესაგუებლად და უნარჩუნდება პირადი ნივთები.

ინდიკატორები

18.1. აღსაზრდელის გადაადგილება ხორციელდება სოციალური მუშაკის ინსტრუქციის შესაბამისად. იგი უზრუნველყოფს აღსაზრდელის სხვა საცხოვრებელ გარემოში განთავსებას და მის სატრანზიტო სამზადისს.

18.2. როდესაც აღსაზრდელი ტოვებს ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებას, აღმზრდელები უზრუნველყოფენ მისი პირადი ნივთების მომავალ საცხოვრებელ გარემოში უსაფრთხოდ გადატანას.

18.3. ყოველი აღსაზრდელი, რომელიც ტოვებს ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებას, მათი განვითარების დონის შესაბამისად, უნდა იყოს ინფორმირებული მომავალი ფინანსური და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ფორმების შესახებ.

18.4. აღმზრდელი არ არის უფლებამოსილი შეუწყვიტოს აღსაზრდელს ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებაში ყოფნის ვადა მის სოციალურ მუშაკთან შეუთანხმებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსაზრდელი უქმნის საფრთხეს დაწესებულებაში მცხოვრებთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, რაც მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სოციალურ მუშაკს.

 

სტანდარტი №19 – თანამშრომელთა სათანადო რაოდენობა

შედეგი

თანამშრომლების სათანადო რაოდენობა უზრუნველყოფს მომსახურების გაწევის მოთხოვნათა და კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებათა შესრულებას, შედეგად მომხმარებელი ღებულობს სარგებელს.

სტანდარტი

მიმწოდებლის თანამშრომელთა რაოდენობა აკმაყოფილებს მომხმარებლის საჭიროებებსა და მომ-სახურების სტანდარტებს.

ინდიკატორები

19.1.  კრიტერიუმი:

ა)  მიმწოდებელი უზრუნველყოფს, რომ ბავშვი – მოზრდილის რიცხობრივი შეფარდება მომ-სახურების შიგნით არის არა უმცირეს შემდეგისა:

 

ბავშვთა ჯგუფები

 

ბავშვი – მოზრდილის შეფარდება

დღე

ღამე

გასვლები

0-დან 1 წლის ჩათვლით და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები

3:1

4:1

1:1

1-დან 3 წლის ჩათვლით და 3 წელზე მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები

4:1

5:1

2:1

3-დან 6 წლის ჩათვლით

5:1

6:1

4:1

6-დან 9 წლის ჩათვლით

8:1

10:1

6:1

9-დან 12 წლის ჩათვლით

10:1

15:1

6:1

12-დან 16 წლის ჩათვლით

10:1

15:1

6:1

 

ბ) თუ მომსახურებაში არის შერეული კონტინგენტი, სადაც არიან 0-დან 1 წლამდე ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მიმწოდებელი უზრუნველყოფს, რომ ბავშვი მოზრდილის შეფარდება არის 1:1, ამ ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

თავი III. შენაკადი სტანდარტები

ა. შვილობილად აყვანა

სტანდარტი № ა1 – აღსაზრდელები

შედეგი

აღსაზრდელები გარკვეულნი არიან თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებში, აქვთ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ჩამოყალიბებული ჯანსაღი ურთიერთობა აღმზრდელებთან და თანატოლებთან.

სტანდარტი

ა.1.1. აღსაზრდელები, სოციალური მუშაკის დახმარებით ოჯახში განთავსებამდე ეცნობიან თავიანთ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს მიმღები ოჯახის წინაშე. მათ სოციალური მუშაკი გააცნობს ოჯახის ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობას, სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის პრინციპებს.

 

სტანდარტი № ა2 – აღმზრდელები

შედეგი

აღსაზრდელებზე ზრუნავენ კომპეტენტური აღმზრდელები, რომლებსაც გავლილი აქვთ მოსამზადებელი საკვალიფიკაციო კურსი.

სტანდარტი

ა.2.1. აღმზრდელები უნდა იყვნენ სრულწლოვანი, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე პირები, რომლებსაც შესწევთ უნარი გაუმკლავდნენ აღსაზრდელთა მოთხოვნილებებს. აღმზრდელი უნდა იყოს აღსაზრდელზე მინიმუმ 15 წლით უფროსი.

ა.2.2. წარმოადგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და არ გააჩნდეს იმგვარი დაავადება, რომელიც ხელს შეუშლის აღმზრდელის ფუნქციის განხორციელებას. დაავადებათა ნუსხა, რომელიც წარმოადგენს უკუჩვენებას აღმზრდელობითი საქმიანობისათვის განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

ა.2.3. აღმზრდელი პასუხისმგებელია აღსაზრდელისათვის მინიმუმ საკუთარი კუთხის მოწყობაზე, სადაც განთავსებული იქნება აღსაზრდელის პირადი მოხმარებისათვის საწოლი, საწერი მაგიდა, პირადი ნივთებისათვის განკუთვნილი ავეჯი.

ბ. მცირე საოჯახო ტიპის სახლი

 

სტანდარტი № ბ1 – აღსაზრდელები

შედეგი

აღსაზრდელები გარკვეულნი არიან თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებში, აქვთ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ჩამოყალიბებული ჯანსაღი ურთიერთობა აღმზრდელებთან და თანატოლებთან.

სტანდარტი

ბ.1.1 მცირე საოჯახო ტიპის სახლში (შემდგომში – სახლი) გამოყოფილია ოთახი ან კუთხე, სადაც შესაძლებელია აღსაზრდელების განთავსება ძილის ან დასვენების სურვილის შემთხვევაში და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 

სტანდარტი № ბ2 – სახლის აღმზრდელები (სახლის მშობლები)

შედეგი

აღსაზრდელებზე ზრუნავენ კომპეტენტური, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი სახლის აღმზრდელები.

 

 

სტანდარტი

ბ.2.1. სახლის მშობლები უნდა იყვნენ რაოდენობრივად საკმარისი (პერსონალისა და აღსაზრდელების თანაფარდობა მინიმუმ ორი მშობელი – ამასთან სასურველია სხვადასხვა სქესის, შესაძლებელია ქორწინებაში მყოფი წყვილი, მაქსიმუმ რვა აღსაზრდელზე), შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ აღსაზრდელთა მოთხოვნებს.

ბ.2.2. სახლში ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს მშობელი, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვთა კეთილდღეობაზე:

ა) ღამის განმავლობაში 2 მშობელი უნდა იყოს სახეზე. ჩვეულ რეჟიმში ისინი არ არიან ვალდებულნი ფხიზლად იყვნენ ღამის განმავლობაში. მათ ევალებათ ფხიზლად ყოფნა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობისას (აღსაზრდელის ავადმყოფობის ან საგანგებო მდგომარეობისას);

ბ) თითოეული სახლის მშობელი უფლებამოსილია გამოიყენოს თავის შეხედულებისამებრ 2 საათი დღის განმავლობაში, რაც აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული სახლის სხვა აღმზრდელთან. აუცილებელია, რომ სახეზე მუდამ იყოს ერთი სახლის აღმზრდელი დღის განმავლობაში, როდესაც ერთი ბავშვი მაინც არის სახლში. სახლი აღმზრდელების გარეშე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახლის აღმზრდელი და ყველა აღსაზრდელი ერთობლივი ღონისძიების ჩატარების მიზნით ტოვებენ სახლს.

ბ.2.3. სახლის ახალი აღმზრდელი გადის პირველად აუცილებელ საგანმანათლებლო და პროფესიული ზრდის ტრენინგს, სამუშაოს დაწყებიდან 6 კვირის განმავლობაში, ხოლო სრული კურსი უნდა ჩაუტარდეთ 6 თვის განმავლობაში.

ბ.2.4. დაუშვებელია სახლის შენობაში თამბაქოს მოწევა.

 

სტანდარტი № ბ3 – სოციალური მუშაკი

შედეგი

აღსაზრდელებს ემსახურებიან გამოცდილი და კვალიფიციური სოციალური მუშაკები.

სტანდარტი

სოციალური მუშაკი სტუმრობს სახლს სულ მცირე თვეში ერთხელ სახლის შინაგანაწესისა და მიზნობრივი განაცხადის შესაბამისად.

 

სტანდარტი № ბ4 – გარემო პირობები

შედეგი

აღსაზრდელები ცხოვრობენ კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში.

სტანდარტი

ბ.4.1. სახლში გამოყოფილია სტუმრების მიღებისათვის განკუთვნილი სათავსი.

ბ.4.2. სახლის აღმზრდელებისა და პერსონალის საძინებლები არ უნდა იყოს განთავსებული საზოგადო თავშეყრისათვის განკუთვნილ სათავსში.

 ბ.4.3. საცხოვრებელი შენობა აღჭურვილ უნდა იქნეს სანიტარიული კვანძით – ხელსაბანი, საშხაპე, ტუალეტი, რომელთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს აღსაზრდელთა რაოდენობასა და დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს (არანაკლებ 2 უნიტაზი, 2 ხელსაბანი და 1 საშხაპე კაბინა 10 ბავშვზე).

ბ.4.4. ტუალეტი, რომელიც განთავსებულია სააბაზანო ან/და საშხაპე ოთახში არ უნდა იყოს ერთადერთი ტუალეტი სახლში; აღმზრდელებისა და სხვა მომსახურე პერსონალისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს დამოუკიდებელი ტუალეტი და საშხაპე კაბინა.

ბ.4.5. საცხოვრებელი ოთახების ჭერის სიმაღლე არ უნდა იყოს 2,75მ2-ზე ნაკლები და სათანადო ბუნებრივი განათება უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი ზომის ფანჯრებით.

ბ.4.6. ბავშვთა საძინებლის ფართობი უნდა განისაზღვროს არანაკლებ 6 კვადრატული მეტრით თითოეულ ბავშვზე, ერთი სქესის ბავშვების რაოდენობა ოთახში არ უნდა აღემატებოდეს ოთხს.

 

სტანდარტი № ბ5 – დამოუკიდებლობის განვითარება

შედეგი

აღსაზრდელები მზადდებიან დამოუკიდებელი ცხოვრების რეჟიმზე გადასვლისათვის.

სტანდარტი

ბ.5.1 აღსაზრდელებს ეძლევათ თავიანთი ტანსაცმლისა და პირადი ნივთების შერჩევის/ყიდვის მაქსიმალური შესაძლებლობა და მონაწილეობის მიღება ყიდვის პროცესში.

 

სტანდარტი № ბ6 – დღის წესრიგი და თავისუფალი დრო

შედეგი

ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებაში აღსაზრდელები ნაყოფიერად და უსაფრთხოდ ატარებენ თავისუფალ დროს.

სტანდარტი

ბ.6.1. სახლის აღმზრდელები და აღსაზრდელები გეგმავენ და ახორციელებენ დღიურ აქტივობებს აღსაზრდელების ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად. აღსაზრდელებს ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი არსებულ აქტივობებს შორის. აქტივობები აღსაზრდელების არჩევანს გამოხატავენ და ისინი ნებადართული არიან არ მიიღონ მონაწილეობა აქტივობებში დროის გარკვეულ პერიოდში.

ბ.6.2. აღსაზრდელებს სახლის საქმეებში არჩევანის გაკეთების საშუალება ეძლევათ: დალაგება, საჭმლის მომზადება, ცხობა, სარეცხის რეცხვა, დაუთოება და ა.შ.

გ. საშუალო ზომის საბავშვო-სამზრუნველო დაწესებულება

 

სტანდარტი № გ1 – აღმზრდელები

შედეგი

აღსაზრდელებზე ზრუნავენ კომპეტენტური, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი აღმზრდელები, დღე-ღამის განმავლობაში.

სტანდარტი

გ.1.1. აღმზრდელს უნდა გააჩნდეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამის სფეროში შემდგომი განათლების მოწმობა/დიპლომი. უმაღლესი განათლება სასურველია.

გ.1.2. ყველა აღმზრდელს უტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი მომზადება ბავშვზე ზრუნვისა და უფლებების საკითხებში წელიწადში მინიმუმ ერთ-ხელ 5 ანაზღაურებადი სამუშაო დღის განმავლობაში.

 

სტანდარტი № გ2 – გარემო პირობები

შედეგი

აღსაზრდელები ცხოვრობენ კეთილმოწყობილ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში.

სტანდარტი

გ.2.1 დაწესებულებაში გამოყოფილია სტუმრების მიღებისათვის განკუთვნილი სათავსი.

გ.2.2. აღმზრდელებისა და პერსონალის საძინებლები არ უნდა იყოს განთავსებული საზოგადო თავშეყრისათვის განკუთვნილ სათავსებში.

 გ.2.3. ბ.4.3 საცხოვრებელი შენობა აღჭურვილ უნდა იქნეს სანიტარიული კვანძით – ხელსაბანი, საშხაპე, ტუალეტი, რომელთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს აღსაზრდელთა რაოდენობასა და დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს (არანაკლებ 2 უნიტაზი, 2 ხელსაბანი და ერთი საშხაპე კაბინა 10 ბავშვზე).

ბ.2.4. ტუალეტი, რომელიც განთავსებულია სააბაზანო ან/და საშხაპე ოთახში არ უნდა იყოს ერთა-დერთი ტუალეტი სახლში; აღმზრდელებისა და სხვა მომსახურე პერსონალისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს დამოუკიდებელი ტუალეტი და საშხაპე კაბინა.

ბ.2.5. საცხოვრებელი ოთახების ჭერის სიმაღლე არ უნდა იყოს 2,75მ2-ზე ნაკლები და სათანადო ბუნებრივი განათება უზრუნველყოფილი იქნეს შესაბამისი ზომის ფანჯრებით.

გ.2.6. ბავშვთა საძინებელი უნდა განისაზღვრებოდეს არანაკლებ 6 კვადრატული მეტრით თითოეულ ბავშვზე, ერთი სქესის ბავშვების რაოდენობა ოთახში არ უნდა აღემატებოდეს ექვსს.

 

სტანდარტი № გ3 – დამოუკიდებლობის განვითარება

შედეგი

აღსაზრდელები მზადდებიან დამოუკიდებელი ცხოვრების რეჟიმზე გადასვლისათვის.

სტანდარტი

გ.3.1 აღსაზრდელებს ეძლევათ თავიანთი ტანსაცმლისა და პირადი ნივთების შერჩევის/ყიდვის შესაძლებლობა.

დ. დიდი ზომის საბავშვო-სამზრუნველო დაწესებულება (6-დან 18 წლამდე ასაკის აღსაზრდელ-თათვის)

 

სტანდარტი № დ1 – აღმზრდელები

შედეგი

აღსაზრდელებზე ზრუნავენ კომპეტენტური, შესაბა-მისი კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი აღმზრდელები დღე-ღამის განმავლობაში.

სტანდარტი

დ.1.1. აღმზრდელს უნდა გააჩნდეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამის სფეროში შემდგომი განათლების მოწმობა/დიპლომი. უმაღლესი განათლება სასურველია.

დ.1.2. ყველა აღმზრდელს უტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი მომზადება ბავშვზე ზრუნვისა და უფლებების საკითხებში წელიწადში მინიმუმ ერთხელ 5 ანაზღაურებადი სამუშაო დღის განმავლობაში.

დ.1.3. აღმზრდელთა რაოდენობის სავალდებულო მინიმუმია:

ა) 5-7 წლის ბავშვი – 1 აღმზრდელი: 7 ბავშვი, ან 2 აღმზრდელი: 16 ბავშვი არა უმეტეს 16 ბავშვისა ჯგუფში;

ბ) 7 წლის ზემოთ 1 აღმზრდელი 10 ბავშვზე არა უმეტეს 20 ბავშვისა ჯგუფში.

 

სტანდარტი № დ2 – სოციალური მუშაკი

შედეგი

აღსაზრდელებს ემსახურებიან გამოცდილი და კვალიფიციური სოციალური მუშაკები.

სტანდარტი

დ.2.1. მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში სოციალური მუშაკი ბავშვთან და აღმზრდელთან ერთად შეიმუშავებს მიღწევათა გეგმას სამოქმედო გეგმის შესაბამისად. აღმზრდელები სოციალურ მუშაკთან ერთად განიხილავენ მიღწევათა გეგმას ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

 

სტანდარტი № დ3 – გარემო პირობები

შედეგი

აღსაზრდელები ცხოვრობენ კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში.

სტანდარტი

დ.3.1 ყველა კარი და კარადა უნდა იღებოდეს იმ ფორმით, რომ საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს მისი ადვილად გაღება.

დ.3.2 საბავშვო-სამზრუნველო დაწესებულებების საცხოვრებელში მაქსიმალურად ოჯახური ტიპის გარემო უნდა იყოს.

დ.3.3 ბავშვთა საძინებელი უნდა განისაზღვრებოდეს არანაკლებ 6 კვადრატული მეტრით, თითოეულ ბავშვზე; არა უმეტეს ექვსი ერთი სქესის ბავშვისა ერთ საძინებელში.

დ.3.4 ყველა საცხოვრებელ ფართს/ოთახს აქვს სულ მცირე ერთი ფანჯარა, რომელიც ადვილად იღება.

 

სტანდარტი № დ4 – განათლება

შედეგი

აღსაზრდელთა განათლება ხორციელდება მაქსიმალური ხელშეწყობით, რადგანაც წარმოადგენს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების განმსაზღვრელ კომპო-ნენტს.

სტანდარტი

დ.4.1 საგანგებო სიტუაციებისათვის საბავშვო-სამზრუნველო დაწესებულებიდან გასვლისას ბავშვს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სოციალური დახმარებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე (სოციალური დახმარების, დასაქმების სამსახურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.).

 

სტანდარტი № დ5 – ემოციური ქცევა და განვითარება

შედეგი

ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებაში შექმნილი გარემო ხელს უწყობს აღსაზრდელთა ემოციურ განვითარებას.

სტანდარტი

დ.5.1. სავალდებულოა ფსიქოლოგის მინიმუმ ერთი საშტატო ერთეულის გამოყოფა დაწესებულებაში.

ე. დიდი ზომის საბავშვო-სამზრუნველო დაწესებულება (0-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელ-თათვის)

 

სტანდარტი № ე1 – აღმზრდელები

შედეგი

აღსაზრდელებზე ზრუნავენ კომპეტენტური, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი აღმზრდელები დღე-ღამის განმავლობაში.

სტანდარტი

ე.1.1. აღმზრდელები უნდა იყვნენ შესაბამისი საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე, სრულწლოვანი ასაკის, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე პირები, რომლებსაც აქვთ საკმარისი მოტივაცია და უნარი გაუმკლავდნენ 0-6 წლამდე ასაკის აღსაზრდელთა მოთხოვნებს.

ე.1.2. აღმრზდელები უნდა იყვნენ რაოდენობრივად საკმარისი.

ე.1.3. დაწესებულებამ დამატებითი პერსონალის (ექიმი, აღმზრდელი) მიმაგრების გზით უნდა უზრუნველყოს იმ აღსაზრდელებზე მზრუნველობა, რომელთაც ავადმყოფობის გამო სჭირდება 24 საათიანი განსაკუთრებული და/ან სპეციფიკური მოვლა.

ე.1.4. თითოეული აღმზრდელი გადის პირველად აუცილებელ საგანმანათლებლო და პროფესიული ზრდის ტრენინგს, სამუშაოს დაწყებიდან 6 კვირის განმავლობაში და სრული კურსი უტარდება 6 თვის განმავლობაში.

ე.1.5. ყველა აღმზრდელს, წელიწადში მინიმუმ 6 ანაზღაურებადი სამუშაო დღის განმავლობაში, უტარდება ტრენინგი.

ვ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საბავშვო-სამზრუნველო დაწესებულებებში ზრუნვის სტანდარტები

 

სტანდარტი № ვ1 – აღმზრდელები

შედეგი

აღსაზრდელებზე ზრუნავენ კომპეტენტური, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი აღმზრდელები დღე-ღამის განმავლობაში.

სტანდარტი

ვ.1.1. აღმზრდელებს უნდა ჰქონდეთ გავლილი თვენახევრის ხანგრძლივობის ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელების მოვლის სფეროში;

ვ.1.2. აღმზრდელს უნდა შეეძლოს პრობლემური ქცევის იდენტიფიკაცია და მულტიდისციპლინარულ გუნდთან გადამისამართება.

ვ..1.3. მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში, აღმზრდელს უნდა შეეძლოს პრობლემური ქცევის (აგრესიული, თვითდამაზიანებელი და ა.შ.) მართვა.

ვ.1.4. აღმზრდელს უნდა შეეძლოს აღსაზრდელის აგრესიული ქცევის გამოვლენის პრევენცია.

ვ.1.5. ბავშვების განვითარების საკითხებში აღმზრდელები მოქმედებენ მულტიდისციპლინარული გუნდის გეგმისა და მითითებების შესაბამისად.

ვ.1.6. ყველა აღმზრდელს უტარდება ტრენინგი წელიწადში მინიმუმ 7 დღის განმავლობაში.

ვ.1.7. ყველა აღმზრდელს გავლილი უნდა ჰქონდეს ტრენინგი ექიმამდელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებში.

 

 

 

სტანდარტი № ვ2 – გარემო პირობები

შედეგი

აღსაზრდელები ცხოვრობენ კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში.

სტანდარტი

ვ.2.1. სამზრუნველო დაწესებულების კეთილმოწყობაში გათვალისწინებული უნდა იყოს აღსაზრდელთა და მულტიდისციპლინარული გუნდის რეკომენდაცია.

ვ.2.2. სამზრუნველო დაწესებულება უნდა იყოს ადაპტირებული აღსაზრდელის შეზღუდულ ფიზიკურ უნარებთან. აღსაზრდელი ადვილად უნდა უდგებოდეს როგორც შენობას, ასევე საცხოვრებელი შენობის ყველა ნაწილს, გარდა იმ ადგილებისა, რომლებთან მიახლოება აკრძალულია აღსაზრდელის უსაფრთხოების გამო.

ვ.2.3. სამზრუნველო დაწესებულების აბაზანა-ტუალეტიც უნდა იყოს ადაპტირებული ისე, რომ აღსაზრდელი მაქსიმალურად დამოუკიდებლად მოიხმარდეს მათ და იცავდეს პირად ჰიგიენას.

 

სტანდარტი № ვ3 – განათლება

შედეგი

აღსაზრდელთა განათლება ხორციელდება მაქსიმალური ხელშეწყობით, რადგანაც წარმოადგენს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების განმსაზღვრელ კომპონენტს.

სტანდარტი

ვ.3.1. სოციალური ინტეგრაციის, სასიცოცხლო უნარ-ჩვევების და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარების მიზნით, აღსაზრდელთა ჩართვას საგანმანათლებლო სისტემაში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით.

 

სტანდარტი № ვ4 – პირადი ჰიგიენა

შედეგი

პირადი ჰიგიენის საკითხებსა და აღსაზრდელთა თავის მოვლის უნარ-ჩვევების განვითარებას სათანადო ყურადღება ეთმობა.

სტანდარტი

ვ.4.1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელებს ეხმარება აღმზრდელი პირადი ჰიგიენის დაცვისათვის.

 

სტანდარტი № ვ5 – დამოუკიდებლობის განვითარება

შედეგი

აღსაზრდელები ემზადებიან დამოუკიდებელი ცხოვრების რეჟიმზე გადასვლისათვის.

სტანდარტი

ვ.5.1. აღსაზრდელის კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნავს აღმზრდელი მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად.

 

სტანდარტი № ვ6 – სოციალური კონტაქტები

შედეგი

აღსაზრდელებს აქვთ სრული მხარდაჭერა სოციალური ინტეგრაციისა და ოჯახის გამთლიანებაში.

სტანდარტი

ვ.6.1. ნებისმიერი შეზღუდვები კონტაქტზე აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით განიხილება სოციალურ მუშაკთან და მულტიდისციპლინარული გუნდის წევრებთან.

 

სტანდარტი № ვ7 – თავისუფალი დრო

შედეგი

ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებაში აღსაზრდელები ნაყოფიერად და უსაფრთხოდ ატარებენ თავისუფალ დროს.

სტანდარტი

ვ.7.1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელების თავისუფალ დროს გეგმავს აღმზრდელი და უზრუნველყოფს მის ჩართულობას აქტივობებში.

 

 

 

სტანდარტი № ვ8 – ემოციური და ქცევითი განვითარება

შედეგი

ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებაში შექმნილი გარემო ხელს უწყობს აღსაზრდელთა ემოციურ განვითარებას.

სტანდარტი

ვ.8.1. აღმზრდელების კომპეტენციის სფერო მოიცავს:

აღმზრდელების მიერ პრობლემური ქცევის იდენტიფიკაცია და შემდგომი რეაგირების მულტიდისციპლინარული გუნდისთვის გადამისამართება;

ვ.8.2. შეზღუდულობის შემთხვევაში, აღმზრდელის მიერ პრობლემური ქცევის (აგრესიული, თვითდამაზიანებელი და ა.შ.) მართვა.

 

სტანდარტი № ვ9 – მულტიდისციპლინარული გუნდი

შედეგი

აღსაზრდელის ბიო-ფსიქო-სოციალური უნარები სრულად არის რეალიზებული.

სტანდარტი

ვ.9.1. მულტიდისციპლინარული გუნდი იმ სპეციალისტებისაგან შემდგარი გუნდია, რომლის მიზანია მართოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელის ბიო-ფსიქო-სოციალური უნარების განვითარება, მისი ადაპტაცია გარემოსთან და აღსაზრდელის სოციალური ინტეგრაცია.

ვ.9.2. მულტიდისციპლინარული გუნდის შემადგენლობაში შედიან შემდეგი სპეციალისტები: ფსიქოლოგი, მასწავლებელი, ლოგოპედი, სერტიფიცირებული ექიმი სპეციალობით – ,,საოჯახო მედიცინა,“ ასეთის არარსებობის შემთხვევაში ექიმი სპეციალობით – ,,პედიატრია“, ან ,,შინაგანი სნეულებები“.

ვ.9.3. მულტიდისციპლინარული გუნდის შემადგენლობა განისაზღვრება ყოველი აღსაზრდელის საჭიროების მიხედვით და იცვლება ბავშვის საჭიროებათა ცვლილების შესაბამისად.

ვ.9.4 მულტიდისციპლინარული გუნდის პირველად შემადგენლობას არჩევს სოციალური მუშაკი აღსაზრდელის საჭიროებების პირველადი შეფასების საფუძველზე, შემდეგ კი გუნდის არსებული წევრებიც.

ვ.9.5. გუნდის წევრები აღსაზრდელის შეფასების საფუძველზე სოციალურ მუშაკთან, აღმზრდელთან და მშობელთან ერთად ადგენენ ბავშვის განვითარების ინდივიდუალურ გეგმას, რომელსაც ახორციელებს აღმზრდელი. განვითარების ინდივიდუალური გეგმა ითვალისწინებს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალური უნარების განვითარებისკენ.

ვ.9.6. გუნდის წევრები წელიწადში მინიმუმ ორჯერ ახდენენ განვითარების ინდივიდუალური გეგმის გადასინჯვას და მის შესწორებას აღსაზრდელის საჭიროებების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში გუნდის წევრები გაზრდიან შეხვედრების სიხშირეს.

ვ.9.7. გუნდის წევრები ჩართულნი არიან განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების პროცესში.

ვ.9.8 გარდა ამისა, მულტიდისციპლინარული გუნდი მონაწილეობას ღებულობს სააღმზრდელო დაწესებულების გარემოს მოწყობაში რჩევების სახით.

ვ.9.9. აღსაზრდელებისთვის ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების შესაბამისი ყოველდღიური მოქმედებების ახსნა-განმარტებაში.

ვ.9.10. აღსაზრდელების პრობლემური ქცევის იდენტიფიკაციასა და მართვაში.

ვ.9.11. აღსაზრდელის დამოუკიდებლობის გრძნობის ჩამოყალიბებასა და გადაწყეტილების მიღების უნარის განვითარებაში.

ვ.9.12. აღსაზრდელის კომუნიკაციური უნარების განვითარებაში.

 

 

დანართი №2

ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი ოჯახის დამხმარე მომსახურებისათვის

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ოჯახის დამხმარე მომსახურება

ოჯახის დამხმარე მომსახურება მიზნად ისახავს ოჯახის დახმარებას და შექმნილია ოჯახებისათვის, რომლებშიც არიან 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და რომელთაც არ შეუძლიათ უზრუნველყონ ბავშვთა ნორმალური ემოციური, ფიზიკური, შემეცნებითი და სოციალური განვითარება. ოჯახის დამხმარე მომსახურების სამიზნე ჯგუფებში შედიან ღარიბი და სოციალურად დაუცველი ბავშვები/ოჯახები. ოჯახის დამხმარე მომსახურების მთავარი ამოცანაა მშობლების მიერ ბავშვთა მიტოვების პრევენცია.

თავი II. ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი ოჯახის დამხმარე მომსახურების სტანდარტები

 

სტანდარტი 1 – ინდივიდუალური მომსახურების გეგმა

1.1. მომხმარებლის მომსახურებაში ჩართვის შემდეგ მომსახურების მიმწოდებელმა მომხმარებელთან ერთად უნდა შეიმუშაოს ინდივიდუალური მომსახურების გეგმა (შემდეგში – გეგმა).

1.2. მომსახურების გეგმა ითვალისწინებს მომხმარებელთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, ძლიერ მხარეებსა და რესურსებს.

1.3. გეგმა მოიცავს ნათელ აღწერას სულ მცირე, შემდეგისა:

ა) რა სახის დახმარება გაეწევა მომხმარებელს;

ბ) როგორ მოხდება დახმარების გაწევა;

გ) მომსახურების მიწოდების გრაფიკს/განრიგს;

დ) მომსახურების მიწოდების მოსალოდნელ შედეგებს;

ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დასახელებული, გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის სახელსა და ფუნქციას;

ვ) მომხმარებლის ვალდებულებას, მოიქცეს გეგმის შესაბამისად.

1.4. თითოეული მომხმარებლის პირადი გეგმა გადაისინჯება პერიოდულად, მომხმარებელთან ერთად შეთანხმებული განრიგის და მომხმარებლის მიერ დასახელებულ ადამიან(ებ)თან ერთად – მომხმარებლის გადაწყვეტილებიდან ან ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე – დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.

 

სტანდარტი 2 – მომხმარებლის უსაფრთხოება და უშიშროება

2.1. მიმწოდებელი უზრუნველყოფს, რომ გარემო, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება, მომხმარებელთათვის უსაფრთხო და დაცულია. მიმწოდებელი ატარებს შესაბამის ღონისძიებებს, რათა მომსახურების მიწოდების ადგილებში თავიდან იქნეს აცილებული უბედური შემთხვევა და/ან ზიანი არ მიადგეს მომხმარებელთა ჯანმრთელობას.

2.2. შენობაში, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება უნდა იყოს ტელეფონი, რომლითაც მომხმარებელს შეეძლება სარგებლობა ნებისმიერ დროს.

2.3. მომსახურების მიწოდების ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული საკონტაქტო ინფორმაცია საგანგებო შემთხვევებისათვის. ამ ინფორმაციაში უნდა შედიოდეს სულ მცირე შემდეგი ადგილობრივი ტელეფონის ნომრები: პოლიციის ცხელი ხაზის, სახანძროს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების.

2.4. იმ ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდება მომსახურების მიწოდება, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს მოქმედი წესების შესაბამისად.

2.5. მომსახურების მიწოდებისას შენობაში გამოყოფილი უნდა იყოს მომხმარებლების პირადი ნივთების შენახვისათვის განკუთვნილი დაცული ადგილი, ან თუ ასეთი ადგილი არ არსებობს, მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია ამის შესახებ.

2.6. მიმწოდებელი აკონტროლებს უცხო პირთა შესვლას მომსახურების მიწოდების ტერიტორიაზე სამუშაო საათებში.

2.7. ბავშვი, პოტენციურად სახიფათო ნივთებთან, როგორიც არის ღუმელი, გამათბობელი, ბასრი იარაღი და ჭურჭელი, პოტენციურად სახიფათო ტექნიკა, ქიმიური ნივთიერებები, გაზისა და ელექტრომოწყობილობები, დაიშვება მხოლოდ მოზრდილის ზედამხედველობის ქვეშ.

2.8. ორგანიზებული ექსკურსიების დროს ბავშვები მუდმივად ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.

2.9. თუ მიმწოდებელს ეჭვი გაუჩნდა ან მიიღო განცხადება ბავშვზე ძალადობის შესახებ, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პოლიციასა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით. ნებისმიერი მსგავსი ეჭვი ან განცხადება კონფიდენციალურია.

2.10. ყველა განცხადება და ძალადობის ფაქტი, ასევე საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები მიმწოდებლის მიერ წერილობით ფიქსირდება. ეს დოკუმენტები კონფიდენციალურია.

 

სტანდარტი 3 – პირადი მონაცემების დაცვა, კონფიდენციალურობა და პირადი ცხოვრება

3.1. მიმწოდებელმა უნდა შექმნას პირობები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებლის პირადი მონაცემების კონფიდენციალობა.

3.2. მომსახურების მიწოდების გარემო და მიწოდების სტილი უნდა უზრუნველყოფდეს მომხმარებელთა პირადი ცხოვრების, მათ შორის წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენციის, სატელეფონო და პირადი საუბრების, დაცვას.

3.3. მიმწოდებელმა უნდა შეინახოს მომხმარებლის ყველა ინფორმაცია.

3.4. ინფორმაცია უნდა ინახებოდეს საიდუმლოდ და უსაფრთხოდ ისეთ ადგილას, რომელიც საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ არის.

3.5. მიმწოდებლის მიერ შენახული პირადი ინფორმაცია ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი უფლებამოსილი ორგანოებისათვის.

3.6. მომსახურების მომხმარებლის პირადი ინფორმაციის საჯაროდ განხილვა მომსახურების მიწოდების არეალში დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების მიწოდების ნაწილია (შემთხვევის შესახებ კონფერენცია, ჯგუფური კონსულტაციები ან მსგავსი აქტივობა).

3.7. თუ მომსახურება მოიცავს ინდივიდუალურ კონსულტაციებს, მიმწოდებელს აქვს შესაბამისი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვას.

სტანდარტი 4 – ქცევის მართვა

4.1. მიმწოდებელს შემუშავებული უნდა ჰქონდეს ქცევის კონკრეტული წესები, რომლებიც ხელს უწ-ყობს მომხმარებლის კეთილდღეობასა და განვითარებას.

4.2. ყველა მომხმარებელი და ადამიანი, რომელიც მონაწილეობს მომსახურების მიწოდებაში, უნდა იცნობდეს მიმწოდებლის წესებს.

4.3. მომხმარებელთა ქცევაზე რეაგირება უნდა შეესაბამებოდეს მომხმარებლის ასაკს და ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების დონეს.

4.4. ფიზიკური დასჯისა და მუქარის გამოყენება მომხმარებელთა წინააღმდეგ დაუშვებელია.

4.5. დაუშვებელია მომხმარებლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა (მაგალითად: შენჯღრევა, ხელის კვრა, სილის გაწვნა და ცემა, იზოლირებულ ოთახში მომხმარებლის ჩაკეტვა, საკვების არმიცემა და სამედიცინო დახმარების არგაწევა, ყვირილი, დაშინება, დამცირება).

4.6. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს წერილობით და ინციდენტის შესახებ ინფორმირებული უნდა იყვნენ იმავე დღეს მშობლები/მზრუნველები/მეურვეები, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მომსახურების ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

სტანდარტი 5 – პირველადი სამედიცინო დახმარება და მედიკამენტები

5.1. მიმწოდებელი ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფექციური და-ავადებების გავრცელება, ხოლო მომხმარებლის ავად გახდომის შემთხვევაში შესაბამისად იმოქმედოს.

5.2. ინფექციურ დაავადებათა კონტროლის შესახებ უნდა არსებობდეს სპეციალურად შემუშავებული კონკრეტული სტრატეგია, რომელიც გააზრებული და დაცული იქნება მომსახურე პერსონალის მიერ და ცნობილი – მომხმარებლისათვის.

5.3. მომსახურების მიწოდების ტერიტორიაზე, ხელმისაწვდომ ადგილას, მაგრამ ბავშვებისაგან მოცილებით, უნდა ჰქონდეთ სულ მცირე შემდეგი პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები.

5.4. თუ მომხმარებელთა შორის არიან მცირეწლოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მომსახურების ტერიტორიაზე უნდა იყოს სულ მცირე ერთი მოზრდილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.

5.5. თუ მიმწოდებელს აქვს მედიკამენტთა გარკვეული მარაგი, ის უნდა ინახებოდეს ხელმისაწვდომ ადგილას, მაგრამ ბავშვებისაგან მოცილებით.

5.6. მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს უახლოესი სამედიცინო სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია მომსახურების ადგილმდებარეობისა და მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მიმწოდებელს ასევე უნდა ჰქონდეს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პირადი ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს.

5.7. მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, უბედური შემთხვევის ან სხვა ფიზიკური დისკომფორტის დროს მიმწოდებელმა დაუყონებლივ უნდა მიიღოს სათანადო ზომები სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისა და ჰოსპიტალიზაციის ჩათვლით.

5.8. ყველა პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მომსახურების მიწოდებაში, ვალდებულია გაიაროს პერიოდული სამედიცინო შემოწმება.

5.9. მომსახურების მიწოდების შენობაში გამოყოფილია იზოლირებული ოთახი იმ ავადმყოფები-სათვის, რომელთაც აქვთ ინფექციური ან სხვა ისეთი დაავადებები, რომლებიც კონკრეტული მომხმარებლის სხვა მომხმარებლებისაგან განცალკევებას საჭიროებს.

 

სტანდარტი 6 – კვება

6.1. მიმწოდებელი უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებისათვის განკუთვნილი საკვები და სასმელი სათანადოდ მომზადებულია, ნოყიერია და აკმაყოფილებს მომხმარებლის სპეციალური კვებისა და ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს, მათ შორის ჩვილების, მცირეწლოვანი ბავშვებისა და ორსული ან მეძუძური დედების განსაკუთრებულ საჭიროებებს.

6.2. მიმწოდებელს არ აქვს უფლება, ძალით კვებოს მომხმარებელი ან გამოიყენოს სხვა იძულები-თი მეთოდი, თუ ეს არ არის ექიმის მითითებით განპირობებული.

6.3. მომხმარებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და საკმარისი სასმელი წყლით დღე-ღამის განმავლობაში.

6.4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ მიწოდებული საკვები აკმაყოფილებს ჯანმრთელობისა და კვების დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს.

6.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ მიწოდებული საკვები და წყალი აკმაყოფილებს დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და სტანდარტებს,

სტანდარტი 7 – სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები

7.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების ტერიტორიაზე ჰიგიენური ნორმების დაცვა. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მომხმარებელი და ყველა ის პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მომსახურების მიწოდებაში, იცნობს და იცავს პირადი ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებს.

7.2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ტერიტორიაზე დაცული იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

7.3. თუ მომსახურება გულისხმობს მომხმარებელთა დასვენების/ძილისათვის გამოყოფილ დროს, თი-თოეულ მომხმარებელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სუფთა თეთრეული და პირსახოცი.

7.4. თუ მომსახურება ითვალისწინებს საკვებით უზრუნველყოფას, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო, ჰიგიენური პირობები ნედლეულის შესანახად, საკვების მოსამზადებლად და გასანაწილებლად – დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების შესაბამისად. კონტროლი კვების ბლოკში ჰიგიენური მოთხოვნების დაცვაზე ხორციელდება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ.

7.5. ყოველ 12 მომხმარებელზე უნდა მოდიოდეს არანაკლებ ორი უნიტაზი და ორი ხელის საბანი ნიჟარა, ხოლო სამ წლამდე ასაკის ყოველ 6 ბავშვზე – არანაკლებ 1 საბავშვო უნიტაზი ან ღამის ქოთანი.

 

სტანდარტი 8 – ფიზიკური გარემო

8.1. მომსახურების მიწოდებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობა, გარეგნული მხარე და ფართობი უნდა იყოს მიზნის შესაბამისი და უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებელთა საჭიროებებს.

8.2. მომსახურების მიწოდებისათვის განკუთვნილი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) უნდა იყოს ადვილად მისადგომი/ხელმისაწვდომი;

ბ) უნდა იყოს სუფთა;

გ) უნდა იყოს ნათელი (ბუნებრივი განათებით სათანადოდ უზრუნველყოფილი);

დ) კარგად უნდა ნიავდებოდეს;

ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ტემპერატურა, არანაკლებ 18 გრადუსისა;

ვ) უნდა იყოს თავისუფალი ტოქსიკური ნივთიერებებისაგან;

ზ) უნდა იყოს გარემონტებული და აღჭურვილი.

8.3. ოთახები, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება, სამუშაო საათებში მიზნობრივად (მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნით) უნდა იყოს გამოყენებული.

8.4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნაგებობა, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება, აკმაყოფილებდეს დაგეგმარებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

8.5. გაზის, ელექტროენერგიის, ცხელი წყლის გაყვანა და გათბობის სისტემების დამონტაჟება მომსახურების მიწოდების ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი უსაფრთხოების წესების დაცვით.

 

სტანდარტი 9 – განათლება, რეკრეაცია და დასვენება

9.1. მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს მომხმარებლისათვის შეთავაზებული აქტივობების გეგმა, რომელიც შეესატყვისება მომსახურების ბუნებასა ინდივიდუალური მომსახურების გეგმას და შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

9.2. თუ მომსახურება გულისხმობს ბავშვებზე ზრუნვას, მიმწოდებელი ვალდებულია დაგეგმოს მთელი წყება აქტივობებისა და თამაშობების შესაძლებლობებისა. ამისათვის, მომსახურების გამწევი აღჭურვილი უნდა იყოს ბავშვების ასაკისა და ინტერესის შესაბამისი რესურსებით.

9.3. აქტიურ და მშვიდ თამაშობებს, ასევე შენობის გარეთ და შენობის შიგნით თამაშობებს შორის სათანადო ბალანსი უნდა იქნეს დაცული.

9.4. თუ ამინდი ამის საშუალებას იძლევა, ბავშვების (ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა ჩათვლით) ჰაერზე გაყვანა დღის განმავლობაში სავალდებულოა.

9.5. თუ მომსახურება გულისხმობს ბავშვებზე ზრუნვას, მომწოდებელს შემუშავებული უნდა ჰქონდეს სპეციალური პროგრამა მათი სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, სადაც შედის საგნები: საშინაო მეურნეობა, ჯანსაღი ცხოვრების სტილი, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება, და ა.შ. ასევე, მომწოდებელი ვალდებულია დაეხმაროს ბავშვებს საშინაო დავალების მომზადებაში.

 

სტანდარტი 10 – პერსონალის რიცხოვნობა

10.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვზე ზრუნვის განმახორციელებელ მომსახურებაში ბავშვი-მოზრდილის მინიმალური თანაფარდობა არ იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ეს ქვემოთ არის მოცემული:

 

ბავშვთა კატეგორია

ბავშვი-მოზრდილის კოეფიციენტი (თანაფარდობა)

ჯგუფის მაქსიმალური სიდიდე

დღისით

ღამით

ექსკურსიებზე

0 -დან 1-წლამდე ასაკის ბავშვები

მკვეთად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობით

3:1

4:1

1:1

6

1-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვები მნიშვნელოვნად და ზომიერად გამო-ხატული შეზღუდული შესაძლებლო-ბებით

4:1

5:1

2:1

8

3-დან 6-წლამდე

5:1

6:1

4:1

8

6-დან 9-წლამდე

8:1

10:1

6:1

12

9-დან 12-წლამდე

10:1

15:1

6:1

18

12-დან 16-წლამდე

10:1

15:1

6:1

24

 

სტანდარტი 11 – უკუკავშირი და გაპროტესტების პროცედურები

11.1. მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს პროტესტის გამოხატვის მარტივი და ნათლად ჩამოყალიბებული პროცედურა, რომელიც ცნობილი იქნება ყველა მომხმარებლისა და ნებისმიერი იმ ადამიანისათვის, რომელიც უშუალოდაა ჩართული მომსახურების მიწოდებაში. ამ პროცედურებს იცავს როგორც მომხმარებელი, ისე მიმწოდებელი.

11.2. მიმწოდებელი ქმნის შესაბამის პირობებს იმისათვის, რომ მომხმარებელს შეეძლოს მომსახურების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ ანონიმური უკუკავშირის მიწოდება. მაგალითად, არსებობს კითხვარი, უკუკავშირის ჟურნალი ან ყუთი ანონიმური კომენტარებისთვის.

11.3. მომხმარებლის კომენტარები რეგულარულად განიხილება, სულ მცირე, კვარტალში ერთხელ.

11.4. მიმწოდებელს შემუშავებული აქვს გაპროტესტების პროცედურა, რომელშიც განსაზღვრულია გაპროტესტების ეტაპები, პიროვნება, ვისაც მომხმარებელმა უნდა მიმართოს პროტესტით და მისი განხილვის პროცესი.

11.5. პროტესტში დასმული საკითხის მოგვარებას სათანადო დრო უნდა დაეთმოს, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს ერთ თვეს.

11.6. მიმწოდებელი აწარმოებს პროტესტის ყველა შემთხვევის აღრიცხვას.