„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების ს ამსახურის უფროსის
ბრძანება №4786
2011 წლის 21 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. პორტალი „თბილისის აეროპორტის“ ექსპერტიზის განყოფილება
პორტალი „თბილისის აეროპორტის“ ექსპერტიზის განყოფილება ახორციელებს:
ა) პორტალში საქონლის გაფორმებისას ან/და სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სასაქონლო ექსპერტიზას საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის ან/და საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით;
ბ) სასაქონლო დეკლარაციისათვის წითელი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში, გაფორმების დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კონტროლის ზონებში განთავსებული საქონლის დათვალიერებას შესაბამისი აქტის გაფორმებით;
გ) დაინტერესებული პირის მოთხოვნით სასაქონლო ექსპერტიზას, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კონტროლის ზონებში განთავსებული საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრის მიზნით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 22 ივლისიდან.
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლ. გოთუა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.07.2011.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 21.07.2011. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №4786. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016005.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №4786, 21.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016005 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1428957/