„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3539
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110712012, 12/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების ს ამსახურის უფროსის

ბრძანება №3539

2011 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“შემოსავლების სამსახურის უფროსის2011წლის2ივნისის№2742ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის63-ე მუხლის და„საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ფინანსთა მინისტრის2011წლის23მაისის№303ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3მუხლის მე-2პუნქტის„უ“ქვეპუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“შემოსავლების სამსახურის უფროსის2011წლის2ივნისის№2742ბრძანებით დამტკიცებული„საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის მომსახურების   დეპარტამენტის დებულების“ (დანართი№9):

ა) მე-5მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის„ო1“ქვეპუნქტი:

„ო1) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას და ნებართვის გაუქმებას. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას;“;

ბ) მე-9მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის„ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვა (გარდა სსიპ –საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა), საგადასახადო აღრიცხვის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;“;

ბ.ბ) მე-3პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის„ტ1“ქვეპუნქტი:

„ტ1) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;“;

ბ.გ) მე-4პუნქტის„ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვა (გარდა სსიპ –საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა), საგადასახადო აღრიცხვაში ცვლილებების შეტანა და გადასახადის გადამხდელებზე რეგისტრაციისათვის აუცილებელი სარეგისტრაციო ფორმების გაცემა;“;

ბ.დ) მე-4პუნქტის„ტ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) გადასახადის გადამხდელზე მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება;“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“შემოსავლების სამსახურის უფროსის2011წლის2ივნისის№2742ბრძანებით დამტკიცებული„საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის გაფორმების  დეპარტამენტის დებულების“ (დანართი№11) მე-5მუხლის პირველი პუნქტის„ი“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“შემოსავლების სამსახურის უფროსის2011წლის2ივნისის№2742ბრძანებით დამტკიცებული„საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი№12):

ა) მე-5მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის„ყ1“ქვეპუნქტი:

„ყ1) თავისუფალი ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;“;

ბ) მე-11მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის„ვ1“ქვეპუნქტი:

„ვ1) თავისუფალი ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;“.

4. შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის მიერ2011წლის30ივნისამდე დაწყებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულება და გადაწყვეტილების მიღება განახორციელოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა.

5. ბრძანება ამოქმედდეს2011წლის30ივნისიდან.

სამსახურის უფროსი                             ჯ. ებანოიძე