საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.07.2006 ძალადაკარგული 28.12.2007
ნომერი
№836
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.034.008853
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 91, 10/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.034.008.853

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №836

2006 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების 82 მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა (სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირები) წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №1).

2. წოდებრივი სარგოების განაკვეთების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

ი. მერაბიშვილი

დანართი №1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები

სამხედრო ან სპეციალური წოდება

წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები (ლარებში)

1.

გენერალ-პოლკოვნიკი

100

2.

გენერალ-ლეიტენანტი

90

3.

გენერალ-მაიორი

80

4.

ბრიგადის გენერალი

70

5.

პოლკოვნიკი

60

6.

ვიცე-პოლკოვნიკი

50

7.

მაიორი

40

8.

კაპიტანი

30

9.

უფროსი ლეიტენანტი

25

10.

ლეიტენანტი

20

11.

უმცროსი ლეიტენანტი

15

12.

სერჟანტ-ლეიტენანტი

10

13.

მთავარი სერჟანტი

9

14.

ბრიგადის სერჟანტი

8

15.

ბატალიონის სერჟანტი

7

16.

მასტერ-სერჟანტი

6

17.

უფროსი სერჟანტი

5

18.

სერჟანტი

4

19.

უმცროსი სერჟანტი

3

20.

კაპრალი, პოლიციის რიგითი

2