„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№287
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016448
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110725023, 25/07/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №287

2011 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად და „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (სსმ, ვებგვერდი, 110706020, 06/07/2011 წ.) მე‑5 მუხლის საფუძველზე:

მუხლი 1. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი გადაეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

2. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისათვის „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადასაცემად.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში მუშაობის გაგრძელებაზე უარის თქმის ან შტატის ან/და თანამდებობის გაუქმების გამო სამსახურიდან გასათავისუფლებელ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებთან სამსახურებრივ ურთიერთობათა შეწყვეტის უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ განახორციელოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვეტერანის სტატუსის მაძიებელ პირთა განაცხადების მიღება (ანკეტირება), ვეტერანთა უფლებების დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.07.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების თაობაზე?
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების თაობაზე მიღებულია 20.07.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №287. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.016448.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების თაობაზე, №287, 20.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016448 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1430368/