საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1859
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 3, 17/01/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 962 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტებით დადგენილ, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიითა და ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან ან ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების ნებართვით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, –“.

2. 963 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 963. ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის უნებართვოდ წარმოება

ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის წარმოება საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე.“.

3. 2293 მუხლს და 239-ე მუხლის 36-ე ნაწილს სიტყვების „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 დეკემბერი.

№1859–რ ს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2002.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.12.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1859. სარეგისტრაციო კოდი — 020.000.000.05.001.001.179.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“, №1859, 25.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.179 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14308/