„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2719
სარეგისტრაციო კოდი
040.000.000.05.001.003.918
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 24/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.“.

2. 1139-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შეტანილი განცხადების შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახური აუწყებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მეუღლეს ან ქმედუუნარო მეუღლის მეურვეს. უწყებაში უნდა განისაზღვროს იმის თაობაზე პასუხის შეტყობინების ვადა, არის თუ არა დავა ბავშვების შესახებ, მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფაზე ან იმ შრომისუუნარო მეუღლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინებაზე, რომელიც დახმარებას საჭიროებს. პასუხის შეტყობინების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.“.

3. 1359-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი, თუ მოანდერძე პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2719–Iს