ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 19.07.2011
ძალის დაკარგვა 05.08.2014
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110726003, 29/07/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.25in 1.0in 40.5pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2011 წლის 19 ივლისი
დ. ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. განხორციელდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის რეორგანიზაცია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურად, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო ნუსხის და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ცვლილებების გარეშე.
2. დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1).
3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.ენდელაძე
დანართი № 1
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის
სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ _ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახანძრო დაცვის ზედამხედველობის განხორციელება, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები
სამსახური დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოებას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო სამუშაოებში;
გ) ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;
დ) აკონტროლებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებას, ატარებს ამ ობიექტების სახანძრო ტექნიკურ გამოკვლევებს და შემოწმებებს;
ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაციის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევას ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;
ვ) აკონტროლებს ხანძრის და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოშობილი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციას და მისი განხორციელების წესის შესრულებას. უზრუნველყოფს ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას;
ზ) ორგანიზაციას უწევს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;
თ) აანალიზებს ხანძრებზე და საგანგებო სიტუაციების სხვა შემთხვევების დროს სამსახურის მუშაობას. ამზადებს წინადადებებსა და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისთვის;
ი) ახორცილებს ხანძრის ჩაქრობაში და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიულ მართვას;
კ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენისას შეიმუშავებს და წარმოადგენს სამსახურისთვის საჭირო სახსრების ხარჯთაღრიცხვის პროექტს, ამზადებს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა საჭირო რიცხოვნობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად;
ლ) აკონტროლებს სამსახურში სახანძრო ტექნიკის და ტექნიკური შეიარაღების ექსპლოატაციის მდგომარეობას;
მ) სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან;
ნ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით ადგენს მოსალოდნელი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად მომხდარი შედეგების სალიკვიდაციო და მოსახლეობის საშიში ზონიდან საევაკუაციო გეგმების პროექტებს, რომელსაც წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოსამსახურეებისგან, რომლებსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონოთ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსი სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეთა მხრიდან ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის შესახებ;
ი) გამგებლის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ლ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
2. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებელთან შეთანხმებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე.
მუხლი 5🔗. სამსახურის მოსამსახურეთა უფლებები და ვალდებულებები
1. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ვალდებულებები;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) იზრუნონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
მუხლი 6🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.