ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2014 წლის 30 ივლისი დ. ადიგენი |
|
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოებას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო სამუშაოებში;
გ) ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;
დ) აკონტროლებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებას, ატარებს ამ ობიექტების სახანძრო ტექნიკურ გამოკვლევებს და შემოწმებებს;
ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაციის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევას ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;
ვ) აკონტროლებს ხანძრის და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოშობილი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციას და მისი განხორციელების წესის შესრულებას. უზრუნველყოფს ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას;
ზ) რგანიზაციას უწევს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;
თ) აანალიზებს ხანძრებზე და საგანგებო სიტუაციების სხვა შემთხვევების დროს სამსახურის მუშაობას. ამზადებს წინადადებებსა და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისთვის;
ი) ახორცილებს ხანძრის ჩაქრობაში და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიულ მართვას;
კ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენისას შეიმუშავებს და წარმოადგენს სამსახურისთვის საჭირო სახსრების ხარჯთაღრიცხვის პროექტს, ამზადებს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა საჭირო რიცხოვნობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად;
ლ) აკონტროლებს სამსახურში სახანძრო ტექნიკის და ტექნიკური შეიარაღების ექსპლოატაციის მდგომარეობას;
მ) სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან;
ნ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით ადგენს მოსალოდნელი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად მომხდარიშედეგების სალიკვიდაციო და მოსახლეობის საშიში ზონიდან საევაკუაციო გეგმების პროექტებს, რომელსაც წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.01.2015.
- როდის იქნა მიღებული „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.07.2014. მიმღები ორგანო — ადიგენის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.137.016123.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.01.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.01.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №32, 30.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016123 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2429995/