საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №60/ა ,,საქართველოს ნავსადგურებში გემებზე სავოჩმანო (სამორიგეო) მომსახურების განაკვეთების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.12.2005 ძალადაკარგული 30.07.2007
ნომერი
№60/ა
სარეგისტრაციო კოდი
310020000.28.020.007903
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 142, 08/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.28.020.007.903

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის

ბრძანება №60/ა

2005 წლის 2 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ნავსადგურებში გემებზე სავოჩმანო (სამორიგეო) მომსახურების განაკვეთების შესახებ

„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის №51 ბრძანებით დამტკიცებული „ნავსადგურების, გემებისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის სისტემის შესახებ” დებულების შესაბამისად, საქართველოს ნავსადგურებში გემების და სხვა საზღვაო ობიექტების დაცვას განახორციელებს ნავსადგურის სავოჩმანო (სამორიგეო) სამსახური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. დადგინდეს საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემებისათვის სავოჩმანო (სამორიგეო) მომსახურების შემდეგი განაკვეთები:

ა) გენერალური ტვირთის გემების  ტარიფი – 0,03 აშშ დოლარი;

ბ) ტანკერებისათვის და ბალკერებისათვის ტარიფი – 0,008 აშშ დოლარი;

გ) სამგზავრო და საბორნე გემებისათვის ტარიფი – 0,013 აშშ დოლარი.

2. მომსახურების ტარიფის გადახდა გემების მომსახურებისათვის ამოიღება გემის საერთო ტევადობიდან (საერთო სარეგისტრო ტონაჟი) ისე, როგორც ეს აღნიშნულია გემების საერთაშორისო განზომილებათა მოწმობაში, და გაცემულია 1969 წლის „ხომალდების გაზომვის შესახებ” საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად (წესი 2, პუნქტი 4 და დანართი I, წესი 1 და წესი 3) შესაბამისი შესწორებებით.

3. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

შენიშვნა: ანგარიშსწორება იწარმოებს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური საბანკო კურსის შესაბამისად.

რ. ბერიძე