„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №127
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.025.016033
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110727004, 01/08/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.07.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 50.45pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №127
2011 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე
„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №135 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი’’.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
დანართი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოების პირობების დადგენის, ამ პირობების საფუძველზე დოკუმენტაციის შედგენისა და შესაბამის ორგანოსთან შეთანხმების პროცედურებს.
2. ეს წესი ვრცელდება შემდეგ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობებზე:
ა) ბირთვული და რადიაციული ობიექტების ექსპლუატაცია;
ბ) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და რადიოაქტიური ნარჩენების მოძიება, გაუვნებლება (რადიოაქტიურად დაბინძურებული ტერიტორიის გასუფთავების ჩათვლით), გადამუშავება, შენახვა;
გ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება;
დ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი, დეტექტირების/ექსპერტიზის სამუშაოების განხორციელება;
ე) მაიონებელი გამოსხივების იმ მაგენერირებელი მოწყობილობების სამედიცინო მიზნით გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს რადიოაქტიურ წყაროებს ან/და ბირთვულ მასალებს;
ვ) მაიონებელი გამოსხივების იმ მაგენერირებელი მოწყობილობების სამრეწველო მიზნით გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს რადიოაქტიურ წყაროებს ან/და ბირთვულ მასალებს;
ზ) ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სამრეწველო მიზნით გამოყენება;
თ) რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო მიზნით გამოყენება;
ი) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებების ან რადიოაქტიური ნარჩენების შეძენა.
კ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებების, რადიოაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიოაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ექსპორტი, იმპორტი ან ტრანზიტი.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების შეთანხმება – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ადასტურებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უსაფრთხოების პირობების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, რის საფუძველზეც შესაძლებელია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება;
ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი (ოპერატორი) – „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ტერმინებს.
მუხლი 3🔗. ოპერატორის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების შეთანხმება
1. ოპერატორი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების შეთანხმების მიზნით სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. განცხადების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.
2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ საქმიანობის რომელი სახის შეთანხმებას მოითხოვს ოპერატორი.
3. განცხადებას ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა-თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასევე უნდა დაერთოს:
ა) იმ ადგილის მისამართი და აღწერა, სადაც უნდა განხორციელდეს საქმიანობა;
ბ) საქმიანობის კონკრეტული სახის აღწერა, რომელზედაც მოითხოვება შეთანხმება;
გ) ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის (რადიაციული დაცვის ოფიცრის) დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები;
დ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მომუშავე პერსონალის შესახებ მონაცემები, რომლებიც შეიცავს მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ საბუთებს და დასკვნებს პერსონალის სამედიცინო შემოწმების თაობაზე;
ე) მონაცემები საქმიანობისათვის გამოსაყენებელი გამზომი რადიაციული ხელსაწყოების და მათი კალიბრების შესახებ;
ვ) ბირთვული (რადიაციული) ავარიის სალიკვიდაციო გეგმა;
ზ) მონაცემები ფიზიკური დაცვის შესახებ.
4. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
ა) ობიექტის სქემა-ნახაზი, ტერიტორიის დახასიათება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით;
ბ) მონაცემები საქმიანობაში გამოსაყენებელი რადიოაქტიური წყაროების შესახებ და/ან მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შესახებ;
გ) ობიექტის შესაძლო რეკონსტრუქციის სავარაუდო გეგმა-გრაფიკი (ობიექტის ექსპლუატაციიდან გამოყვანის ტექნოლოგიური ეტაპების გათვალისწინებით), რადიაციულ დაცვაზე ნეგატიური ზეგავლენის არქონის დასაბუთებით;
დ) მონიტორინგის პროგრამა (სამუშაო ადგილების და ინდივიდუალური მონიტორინგი, დოზების აღრიცხვა და შეფასება).
5. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
ა) იმ შენობა-ნაგებობათა გეგმა (ან ადგილის აღწერა), სადაც უნდა განხორციელდეს საქმიანობა;
ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელიც შეიცავს სამუშაო ადგილის და ინდივიდუალური მონიტორინგის პროგრამას (ჩაწერის, გამოკვლევის და ზღვრული დოზების გათვალისწინებით), ასევე აღწერს რადიაციული დაცვისათვის გამოყენებულ საშუალებებს და ახორციელებს სამუშაო ადგილის დაყოფა-კლასიფიკაციას შესაბამისი ზონების მიხედვით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით;
გ) საქმიანობის განხორციელების დროს წარმოქმნილ რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის წესები (გადამუშავება, შენახვა);
დ) საქმიანობის ფარგლებში რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების აღწერა.
6. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
ა) გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების რადიოაქტიური ტვირთის გადაზიდვის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერა;
ბ) გამოსაყენებელი სატრანსპორტო კონტეინერის რადიაციული უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის აღწერა;
გ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელიც აღწერს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების განხორციელების გზებს, პერსონალის მიერ მიღებული დოზების მონიტორინგს, მისი კვალიფიკაციის მითითებით.
7. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
ა) მონაცემები გამოსაყენებელი საკვლევი ან/და მადეტექტირებელი აპარატის შესახებ (განთავსება, მწარმოებელი, გამოშვების თარიღი, მუშაობის პრინციპი);
ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელიც აღწერს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების განხორციელების გზებს, პერსონალის მიერ მიღებული დოზების მონიტორინგს, ახორციელებს სამუშაო ადგილის დაყოფა-კლასიფიკაციას შესაბამისი ზონების მიხედვით;
გ) მონაცემები საქმიანობაში გამოსაყენებელი რადიოაქტიური წყაროების შესახებ;
დ) მონაცემები საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შესახებ.
8. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
ა) მონაცემები საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შესახებ;
ბ) რენტგენის კაბინეტის (დანადგარის) ტექნიკური პასპორტი, რომელსაც ერთვის კაბინეტის (განყოფილების) სქემა-ნახაზი;
გ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელიც აფუძნებს შესაბამის ზონებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით და შეიცავს სამუშაო ადგილის და ინდივიდუალური მონიტორინგის პროგრამას.
9. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
ა) მონაცემები საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შესახებ;
ბ) სამუშაო წესები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით;
გ) მონიტორინგის პროგრამა (სამუშაო ადგილების და ინდივიდუალური მონიტორინგი, დოზების აღრიცხვა და შეფასება).
10. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
ა) მონაცემები საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების წყაროების შესახებ;
ბ) ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის აღწერა (სქემა-ნახაზი, რადიოაქტიური წყაროს განთავსება); ეკრანირების, დამცავი მოწყობილობების, სამუშაო ადგილების და პერსონალის დაცვის უზრუნველყოფის აღწერა; საკონტროლო და დაკვირვების ზონების დადგენა;
გ) მონიტორინგის პროგრამა (სამუშაო ადგილების და ინდივიდუალური მონიტორინგი, დოზების აღრიცხვა და შეფასება);
დ) რადიოაქტიურ წყაროებთან უსაფრთხო მუშაობის ინსტრუქცია;
ე) საქმიანობასთან დაკავშირებული რადიოაქტიური წყაროების ტრანსპორტირების აღწერა;
ვ) საქმიანობასთან დაკავშირებული რადიოაქტიური წყაროების ადგილზე შენახვის აღწერა.
11. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
ა) მონაცემები საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების წყაროების შესახებ: რადიონუკლიდის სახე; რადიონუკლიდის აქტივობა; რადიოაქტიური წყაროს ფორმა;
ბ) მონაცემები მკურნალობის ან/და დიაგნოსტიკის მიზნით გამოსაყენებელი რადიონუკლიდის ოდენობის და პაციენტთა და სხვა პირთა რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ;
გ) მონიტორინგის პროგრამა (სამუშაო ადგილების და ინდივიდუალური მონიტორინგი, დოზების აღრიცხვა და შეფასება);
დ) საქმიანობასთან დაკავშირებული რადიოაქტიური წყაროების ტრანსპორტირების აღწერა;
ე) საქმიანობასთან დაკავშირებული რადიოაქტიური წყაროების ადგილზე შენახვის აღწერა;
ვ) მონაცემები ღია რადიონუკლიდების გარემოში გაშვების (გაფრქვევის) რაოდენობის, აქტივობის და სახეობის შესახებ;
ზ) გარემოში გაშვებული (გაფრქვეული) ღია რადიონუკლიდებით გამოწვეული მოსახლეობის დასხივების შეფასება;
თ) რადიოაქტიურ წყაროებთან უსაფრთხო მუშაობის ინსტრუქცია.
12. განცხადებას ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასევე უნდა დაერთოს:
ა) გადამცემის და მიმღების მიერ შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები;
ბ) მონაცემები ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის შესახებ: რადიონუკლიდის სახე, მისი სერიული ნომრის მითითებით; რადიონუკლიდის აქტივობა (როგორც საპასპორტო მონაცემების თანახმად, ისე საბუთების წარმოდგენის დღისათვის); რადიოაქტიური წყაროს ფორმა (თხევადი, აირობრივი, მყარი, დახურული, ღია); რადიოაქტიური წყაროს გამოყენების სახის აღწერა;
გ) ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის გადამზიდველის შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის ასლი;
დ) შესასყიდი (მისაღები) ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის მომავალი განთავსების აღწერა.
13. განცხადებას ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასევე უნდა დაერთოს:
ა) საქართველოში ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის მიმღების ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის ასლი;
ბ) მონაცემები ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის შესახებ: რადიონუკლიდის სახე, მისი სერიული ნომრის მითითებით; რადიონუკლიდის აქტივობა (როგორც საპასპორტო მონაცემების თანახმად, ისე საბუთების წარმოდგენის დღისათვის); რადიოაქტიური წყაროს ფორმა (თხევადი, აირობრივი, მყარი, დახურული, ღია); რადიოაქტიური წყაროს გამოყენების სახის აღწერა;
გ) ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის გადამზიდველის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის ასლი.
14. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით ოპერატორის მიერ წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების შეთანხმების გასაცემად ხორციელდება ოპერატორის ინსპექტირება (კონტროლი).
მუხლი 4🔗. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების შეთანხმების მიღების წესი და სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების შეთანხმების თაობაზე ოპერატორის მიერ განცხადების მიღებიდან 25 სამუშაო დღის ვადაში გამოიცემა სათანადო ადმინისტრაციული აქტი, რომელიც წარმოადგენს ოპერატორის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების საფუძველს.
2. სამინისტროს მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების შეთანხმება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორი სრულად დააკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. სამინისტროს მიერ ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა-თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეთანხმება გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, ხოლო ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – 3 თვის ვადით ერთჯერადი ქმედებისათვის.
4. ოპერატორის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო.
5. თუ ოპერატორის მიერ განხორციელებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამინისტრო ოპერატორს უგზავნის სარეკომენდაციო ხასიათის წერილს დარღვევის გამოსწორების მიზნით, რის შემდეგაც აღნიშნული დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ოპერატორს. სამინისტრო, უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასევე უფლებამოსილია ოპერატორის მიერ დარღვევის გამოსწორებამდე შეაჩეროს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების შეთანხმების მოქმედება.