„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.08.2005 ბოლო ცვლილება 13.05.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№135
სარეგისტრაციო კოდი
360.090.000.10.003.000.269
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 12/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №135

2005 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

`ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

დებულება

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო

 1. დებულება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვების და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე.

2. დებულების მიზანია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანამდე ამ სფეროში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანებართვო და სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების დადგენა.

    მუხლი 2. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები

  ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 3. ლიცენზიების მისაღებად წარსადგენი საბუთები

 1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასკვნები (სანიტარიული პასპორტი და შრომის ინსპექციის დასკვნა).

    მუხლი 4. ნებართვის გაცემის წესი

სამინისტრო ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. ლიცენზიის გაცემის წესი

სამინისტრო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. ნებართვისა და ლიცენზიის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი და უარის თქმის საფუძვლები

  ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და მათ გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 7. ნებართვისა და ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები

ნებართვისა და ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 და 29-ე მუხლებით.

    მუხლი 8. სანებართვო და სალიცენზიო მოწმობის ფორმა

სანებართვო და სალიცენზიო შემოწმების ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

    მუხლი 9. სანებართვო და სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

ნებართვის ან ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო ან სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენაბა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და 31-ე მუხლებით განსაზღვრული დებულებები.

    მუხლი 10. ნებართვის და ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა

1. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, ექვსი თვის ვადით.

    მუხლი 11. სანებართვო და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი

1. ამ დებულებით განსაზღვრული ნებართვებისა და ლიცენზიების მფლობელთა მიერ სანებართვო და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. სანებართვო და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის და ლიცენზიის გაუქმების წესი განისაზღვრება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით.