„იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №431 |
|
2020 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი |
|
მუხლი 2
1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, ლიცენზიის მაძიებელი კომისიას წარუდგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას და ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.
2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, ლიცენზიის მაძიებელი კომისიას წარუდგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას და ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.
3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, ნებართვის მაძიებელი კომისიას წარუდგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.
4. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის მიღების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ან მისი უფლებამონაცვლე კომისიას წარუდგენს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.
5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი კომისიას წარუდგენს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებითა და ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.
6. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 93 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი კომისიას წარუდგენს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.
7. ლიცენზიის ან/და ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიას დამატებით წარუდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მუხლი 3. კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების პროცედურები (მათ შორის: რეკომენდაციის გაცემისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები), ასევე რეკომენდაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 4. რეკომენდაციის გაცემისას, აგრეთვე რეკომენდაციის გაცემაზე უარის თქმის, მისი შეჩერების ანდა გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ვრცელდება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები.
მუხლი 5. უწყებათაშორისი კოორდინაცია ხორციელდება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლით დადგენილი წესით.