საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/292 ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ო. კელაპტრიშვილის სახელობის კავთისხევის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2006 ძალადაკარგული 25.09.2007
ნომერი
№3/292
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.028.009121
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 113, 25/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.121

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/292

2006 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება –                        ო. კელაპტრიშვილის სახელობის კავთისხევის სამუსიკოსკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. ო. კელაპტრიშვილის სახელობის კავთისხევის სამუსიკო სკოლის ბაზაზედაფუძნდესსაჯარო სამართლის იურიდიული პირი –სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ო. კელაპტრიშვილის სახელობის კავთისხევის სამუსიკო სკოლა

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ო. კელაპტრიშვილის სახელობის კავთისხევის სამუსიკო სკოლის თანდართული წესდება.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების –ო. კელაპტრიშვილის სახელობის კავთისხევის სამუსიკო სკოლის წესდება

    მუხლი 1.ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ო. კელაპტრიშვილის სახელობის კავთისხევის სამუსიკო სკოლა (შემდგომში – სამუსიკო სკოლა) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” და „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე, დაწყებით საფეხურზე.

2. სამუსიკო სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.

3. სამუსიკო სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებშიდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სამუსიკო სკოლა საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

5. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სამუსიკო სკოლის იურიდიული მისამართია – კასპის რ-ნი, სოფელი კავთისხევი.

    მუხლი 2.სამუსიკო სკოლის მიზნები, ამოცანები

1. სამუსიკო სკოლის მიზნებია:

ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება; სწავლების ხანგრძლივობა 6 წელი;

ბ) შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებებისგანვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობისშესწავლისათვის.

2. სამუსიკო სკოლის ამოცანებია:

ა) აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს;

ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებსეროვნული კულტურულიმემკვიდრეობა, ქართული დამსოფლიოსხელოვნების ნიმუშები;

გ) კონკურსების, ფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების საშუალებით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები;

დ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე და აქტიური და ინტელექტუალური მსმენელის აღზრდაზე.

    მუხლი 3. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია

1. სამუსიკო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემაგანისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე.

2. სამუსიკო სკოლაშიხორციელდება დაწყებითი საფორტეპიანო სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამა.

3. სამუსიკო სკოლაში მომდევნო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება ხდება საქართველოს კულტურის,ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,შესაბამისი პედაგოგიურიკადრებისადა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხ-ვევაში, წესდებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით.

4. სამუსიკო სკოლაშისწავლის უფლებით სარგებლობენ საქართველოსმოქალაქეთა შვილები;ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებიუცხო ქვეყნისმოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები აღნიშნულ სკოლებში მიიღებიან საერთო წესით.

5. სამუსიკო სკოლაშიმიღება თავისუფალია მოზარდთათვის 6 წლის ასაკიდან; იმ შემთხვევაში, თუსკოლაშისწავლისმსურველთარაოდენობააღემატება მისაღებ კონტინგენტს, სკოლაშიტარდებაშესარჩევიკონკურსი შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

6. ცალკეულ შემთხვევაში,გამონაკლისის სახით,დასაშვებია როგორც უფროსი, ასევე უმცროსიასაკის მოსწავლეთაჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

7. სამუსიკო სკოლაშიმისაღებკონტინგენტს განსაზღვრავს დამკვეთი.

8. სამუსიკო სკოლასუფლება აქვს განახორციელოს ფასიანი მომსახურება ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის (სწავლების შესაბამისი პროგრამებით).

9. სამუსიკო სკოლაშიმოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს:

ა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) კონკურსის შემთხვევაში – მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

10. სკოლაში შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა დახელშეკრულების პირობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით.

11. სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ინდივიდუალური,ჯგუფური გაკვეთილი და კლასგარეშე მუშაობა.

12. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – გაკვეთილზე გამოკითხვა და პერიოდული – ღია და დახურული კონცერტები, საკონტროლო გაკვეთილები, ჩათვლები დაგამოცდები.

13. სამუსიკო სკოლის დამთავრებისას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაიცემა შესაბამისი საფეხურის დასრულების დამადასტურებელი მოწმობა.

    მუხლი 4.სამუსიკო სკოლის სტრუქტურა და მართვა

1. სამუსიკო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი-სასწავლო და დამხმარე-სასწავლო სტრუქტურულიერთეულები.

2. სამუსიკო სკოლას მართავს ადმინისტრაცია(დირექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალტერი) და პედაგოგიური საბჭო.

3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკოლის ყველა პედაგოგი.

4. პედაგოგიური საბჭოს ხელმძღვანელობს სამუსიკო სკოლისდირექტორი.

5.პედაგოგიურისაბჭო:

ა)მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზექმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიცასრულებენ საბჭოსდავალებებსდა ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე;

ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;

გ) განიხილავსდირექტორისმიერშემუშავებულსასკოლოწლიურ სამუშაო გეგმას;

დ) შესაბამისისაგანმანათლებლოპროგრამებისსაფუძველზე შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;

ე) ისმენსდირექტორის, დირექტორის მოადგილის(ების),შესაბამისი სტრუქტურულიერთეულებისხელმძღვანელთა და სხვათაანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით;

ვ) იხილავს სამუსიკო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამებისგანხორციელების, სასკოლო სასწავლო გეგმებშიცვლილებებისშეტანისადა სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადწყვეტილებაფორმდება ოქმით, რომელსაცხელსაწერსდირექტორი დასაბჭოს მდივანი.

7.სამუსიკო სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის,ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკომენდაციით.

8. დირექტორად შეიძლება დაინიშნოსუმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და/ან შემოქმედებითიმუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

9. სამუსიკო სკოლის დირექტორი:

ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევსსამუსიკო სკოლის საერთოსაქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგსდა ხელფასის ფონდს;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამუსიკო სკოლას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავსსამუსიკო სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სამუსიკო სკოლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრებისმიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებსსკოლის თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან;

ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრომელთა წახალისებისადა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვისა და გარიცხვის საკითხს;

თ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტკიცებს სამუსიკო სკოლის შინაგანაწესს, წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

ი) ამტკიცებს სკოლისსტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან;

ლ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორცი-ელოს სხვა მოქმედებები;

10. დირექტორის მოადგილედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვსსასწავლო დარგში უმაღლესი სამუსიკო განათლება,შესაბამისი პედაგოგიური,შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

11. დირექტორის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე;

ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

    მუხლი 5. სამუსიკო სკოლის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი

1. სამუსიკო სკოლის პედაგოგად და კონცერტ-მაისტერადმუშაობის უფლება აქვსშესაბამისი სამუსიკო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობასდიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.

2. სამუსიკო სკოლის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები.

3. სამუსიკოსკოლის პედაგოგის, კონცერტმაისტერისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.

    მუხლი 6. სამუსიკო სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამუსიკო სკოლას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერგადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2 სამუსიკო სკოლის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილიმიზნობრივი სახსრები;

ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) კანონმდებლობით ნებართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სამუსიკო სკოლისმიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

4. სამუსიკო სკოლა ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.

5. სამუსიკო სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 7. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სამუსიკო სკოლას შეუძლია მხოლოდსაქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებებისახელოვნებოსკოლისქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.

4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

1. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც:

ა) ყოველისასწავლოწლისბოლოსიხილავსსამუსიკოსკოლისმიერწარმოდგენილ ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ;

ბ) გამოითხოვსმასალებსა და ინფორმაციასან ადგილზე შეისწავლის სკოლის საქმიანობას.

 

 მუხლი 9. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაციადა ლიკვიდაცია

1. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

 

 მუხლი 10. სამუსიკო სკოლის წესდებაში   ცვლილებების შეტანის წესი

სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.