საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/284 ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – წყალტუბოს სამხატვრო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2006 ძალადაკარგული 25.09.2007
ნომერი
№3/284
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.028.009130
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 112, 27/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.130

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/284

2006 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – წყალტუბოს სამხატვრო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ვბრძა­ნებ:

1. წყალტუბოს სამხატვრო სკოლის ბაზაზე დაფუძ­ნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკო­ლის­გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლე­­ბა – წყალტუბოს სამხატვრო სკოლა.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – წყალტუბოს სამხატვრო სკოლის თანდართული წესდება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – წყალტუბოს სამხატვრო სკოლის წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –წყალტუბოს სამხატვრო სკოლა (შემდგომში – სამხატ­ვრო სკოლა) არის „საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესა­ხებ“ საქარ­თველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებ­ლო დაწესე­ბულება, რომელიც ახორციელებს სახე­ლოვნებო საგანმა­ნათ­ლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმა­ნათლებლო პროგრამების გარეშე, დაწყებით საფეხურზე.

2. სამხატვრო სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონ­­მდებ­ლო­ბისა და ამ წესდების საფუძველზე.

3. სამხატვრო სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სამხატვრო სკოლა საკუთარი სახელით ახორ­ციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

5. სამხატვრო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სამხატვრო სკოლის იურიდიული მისამართია – წყალტუბო, ავალიანის ქ. №3.

    მუხლი 2. სამხატვრო სკოლის მიზნები, ამოცანები

1. სამხატვრო სკოლის მიზნებია:

ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამხატვრო განათლება; სწავლების ხანგრძლივობა ­­6 წელი;

ბ) ხელოვნებასთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნით ხელი შეუწყოს პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას, კულ­ტუ­რული მემკვიდრეობის შესწავლას და ამ გზით მის შენარჩუნებას, გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას, გამომსახველობით საშუალე­ბათა ტექნიკის განვითარებას.

2. სამხატვრო სკოლის ამოცანებია:

ა) აზიაროს მოსწავლეები ხელოვნების საფუძვლებს;

ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები;

გ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე;

დ) გამოუმუშაოს მოსწავლეებს სამყაროს მხატვრუ­ლი აღქმის საკუთარი ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევები პრაქტიკული მხატვრული აქტივობების განვითარებით.

    მუხლი 3. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია

1. სამხატვრო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგა­ნიზა­ცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრა­მების საფუძველზე.

2. სამხატვრო სკოლაში მომდევნო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველო­ბის ორგანოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში, წესდებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით.

3. სამხატვრო სკოლაში სწავლის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეთა შვილები 12 წლის ასაკიდან; ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები აღნიშნულ სკოლებში მიიღებიან საერთო წესით.

4. ცალკეულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, დასაშ­ვე­ბია როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

5. სამხატვრო სკოლაში მისაღებ კონტინგენტს, განსაზღვრავს დამკვეთი.

6. სამხატვრო უფლება აქვს გამახორციელოს ფა­სიანი მომსახურება ნებისმიერი ასაკის მსურველ­თათვის (სწავლების შესაბამისი პროგრამებით).

7. სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით.

8. სამხატვრო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგა­ნიზების ძირითადი ფორმებია: ჯგუფური გაკვეთილი და კლასგარეშე მუშაობა.

9. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – საკლასო და სასკოლო გამოფენები, შიდა კონკურსები და გამოცდები.

10. სამხატვრო სკოლის დასრულებისას საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაიცემა შესაბამისი საფეხურის დასრულების დამადასტურებელი მოწმობა.

    მუხლი 4. სამხატვრო სკოლის სტრუქტურა და მართვა

1. სამხატვრო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი-სასწავლო და დამხმარე-სასწავლო სტრუქ­ტუ­რული ერთეულები.

2. სამხატვრო სკოლას მართავს ადმინისტრაცია (დი­რექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალ­ტერი) და პედაგოგიური საბჭო.

3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკო­ლის ყველა პედაგოგი.

4 პედაგოგიური საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატ­ვრო სკოლის დირექტორი.

5. პედაგოგიური საბჭო:

ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე;

ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლა­მენტს;

გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასკოლო წლიურ სამუშაო გეგმას;

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;

ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელ­მძღვა­ნელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგან­მანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით;

ვ) იხილავს სამხატვრო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასკოლო სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქ­მედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადაწყვეტილება ფორ­მდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და საბჭოს მდივანი.

7. სამხატვრო სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკომენ­და­ციით.

8. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სამხატვრო (სახელოვნებათმცოდნეო) განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და/ან შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

9. სამხატვრო სკოლის დირექტორი:

ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სამხატვრო სკოლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამხატვრო სკოლის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამხატვრო სკოლას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სამხატვრო სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სამხატვრო სკოლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკო­ლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კოდექ­სით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრუ­ლებებს სკოლის თანამშრომლებსა და საჭიროე­ბისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან;

ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრო­მელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხის­მგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირ­თვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივი­დუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვისა და გარიც­ხვის საკითხს;

თ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტკიცებს სამხატვრო სკოლის შინაგანაწესს, წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

ი) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეულების სამუ­შაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სამხატვრო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან;

ლ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამო­ცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორ­ციელოს სხვა მოქმედებები.

10. დირექტორის მოადგილედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს სასწავლო დარგში უმაღლესი სამუსიკო განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქ­მე­დებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავ­ლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

11. დირექტორის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პრო­ცესზე;

ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

    მუხლი 5. სამხატვრო სკოლის პედაგოგი და სასწავლო-დამხმარე პერსონალი

1. სამხატვრო სკოლის პედაგოგად მუშაობის უფლება აქვს სამხატვრო სკოლის პროფილის შესაბამისი განათ­ლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს პედაგოგიურ საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.

2. სამხატვრო სკოლის სასწავლო-დამხმარე პერსო­ნალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სამხატვრო სკოლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები.

3. სამხატვრო სკოლის პედაგოგისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზ­ღვრება შინაგანაწესით.

4. სამხატვრო სკოლაში ჯგუფური მეცადინეო­ბისათვის შეიძლება დანიშნოს კლასის ხელმძღვანელი (დამრიგებელი), რომლის ფუნქციები განისაზღვრება შინაგანაწესით.

    მუხლი 6. სამხატვრო სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნ­ქციების განსახორციელებლად სამუსიკო სკოლას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება, საქართვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 2. სამხატვრო სკოლის სკოლის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები;

ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებუ­ლი შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემო­სავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სამხატვრო სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკო­ლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვე­ბელია.

4. სამხატვრო სკოლა ვალდებულია კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.

5.  სამხატვრო სკოლის წლიურ ბალანსს ამოწ­მებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდე­ბელი აუდიტორი.

    მუხლი 7. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სამხატვრო სკოლას შეუძლა მხოლოდ საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამი­ნისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სამხატვრო სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.

4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივ­რდეს სასამართლოში.

    მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

1. სამხატვრო სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექ­ტუ­რობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანო­ბის ზედამხედველობას.

2. სამხატვრო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორ­­ციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც:

ა) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იხილავს სამხატვრო სკოლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ;

ბ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის საქმიანობას.

    მუხლი 9. სამხატვრო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სამხატვრო სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტრო.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 10. სამხატვრო სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

სამხატვრო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით.