საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/291 ,, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2006 ძალადაკარგული 25.09.2007
ნომერი
№3/291
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.028.009132
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 113, 25/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.132

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/291

2006 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სამუსიკოსკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის          მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. ბოლნისის სამუსიკო სკოლის ბაზაზედაფუძნდესსაჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სამუსიკო სკოლა.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სამუსიკო სკოლის თანდართული წესდება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების –ბოლნისის სამუსიკოსკოლის წესდება

 მუხლი 1.ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სამუსიკო სკოლა (შემდგომში – სამუსიკო სკოლა) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე დაწყებით საფეხურზე.

2. სამუსიკო სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისადა ამ წესდების საფუძველზე.

3. სამუსიკო სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებშიდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სამუსიკო სკოლა საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

5. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სამუსიკო სკოლის იურიდიული მისამართია – ბოლნისის რაიონი, სულხან-საბა ორბელიანის №114.

 მუხლი 2.სამუსიკო სკოლის მიზნები, ამოცანები

1. სამუსიკო სკოლის მიზნებია:

ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება; სწავლების ხანგრძლივობა 6 წელი;

ბ) შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებებისგანვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობისშესწავლისათვის.

2. სამუსიკო სკოლის ამოცანებია:

ა) აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს;

ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებსეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები;

გ) კონკურსების, ფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების საშუალებით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები;

დ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე და აქტიური და ინტელექტუალური მსმენელის აღზრდაზე.

    მუხლი 3. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია

1. სამუსიკო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემაგანისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე.

2. სამუსიკო სკოლაშიხორციელდება დაწყებითი საფორტეპიანო სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამა.

3. სამუსიკო სკოლაშიმომდევნო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,შესაბამისი პედაგოგიურიკადრებისადამატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხ-ვევაში, წესდებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით.

4. სამუსიკო სკოლაშისწავლის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეთა შვილები;ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებიუცხო ქვეყნისმოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები აღნიშნულ სკოლებში მიიღებიან საერთო წესით.

5. სამუსიკო სკოლაშიმიღება თავისუფალია მოზარდთათვის 6 წლის ასაკიდან; იმ შემთხვევაში, თუსკოლაშისწავლისმსურველთარაოდენობააღემატება მისაღებ კონტინგენტს, სკოლაშიტარდებაშესარჩევიკონკურსი შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

6. ცალკეულ შემთხვევაში,გამონაკლისის სახით,დასაშვებია როგორც უფროსი, ასევე უმცროსიასაკის მოსწავლეთაჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

7. სამუსიკო სკოლაშიმისაღებკონტინგენტს განსაზღვრავს დამკვეთი.

8. სამუსიკო სკოლასუფლება აქვს განახორციელოს ფასიანი მომსახურება ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის (სწავლების შესაბამისი პროგრამებით).

9. სამუსიკო სკოლაშიმოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს:

ა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) კონკურსის შემთხვევაში – მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

10. სკოლაში შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით.

11. სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ინდივიდუალური,ჯგუფური გაკვეთილი და კლასგარეშე მუშაობა.

12. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – გაკვეთილზე გამოკითხვა და პერიოდული – ღია და დახურული კონცერტები, საკონტროლო გაკვეთილები, ჩათვლები დაგამოცდები.

13. სამუსიკო სკოლის დამთავრებისას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაიცემა შესაბამისი საფეხურის დასრულების დამადასტურებელი მოწმობა.

    მუხლი 4.სამუსიკო სკოლის სტრუქტურა და   მართვა

1. სამუსიკო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი-სასწავლო და დამხმარე-სასწავლო სტრუქტურული ერთეულები.

2. სამუსიკო სკოლას მართავს ადმინისტრაცია(დირექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალტერი) და პედაგოგიური საბჭო.

3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკოლის ყველა პედაგოგი.

4. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს სამუსიკო სკოლისდირექტორი.

5.პედაგოგიურისაბჭო:

ა)მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზექმნისსამუშაო ჯგუფებს, რომლებიცასრულებენსაბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე;

ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;

გ) განიხილავსდირექტორისმიერშემუშავებულსასკოლოწლიურ სამუშაო გეგმას;

დ) შესაბამისისაგანმანათლებლოპროგრამებისსაფუძველზე შეიმუშავებსსასკოლო სასწავლო გეგმებს;

ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ების), შესაბამისი სტრუქტურულიერთეულების ხელმძღვანელთადა სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით;

ვ) იხილავს სამუსიკო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასკოლო სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავში-რებულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადწყვეტილებაფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერსდირექტორი დასაბჭოს მდივანი.

7.სამუსიკო სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკომენდაციით.

8. დირექტორად შეიძლება დაინიშნოსუმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და/ან შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

9. სამუსიკო სკოლის დირექტორი:

ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევსსამუსიკო სკოლის საერთოსაქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა დაეფექტურობაზე;

ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგსდა ხელფასის ფონდს;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამუსიკო სკოლას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავსსამუსიკო სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სამუსიკო სკოლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრებისმიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებსსკოლის თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან;

ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრომელთა წახალისებისადა დისციპლინური პასუხისმგებლობისშესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, წყვეტსმოსწავლეებისსკოლაში ჩარიცხვისა და გარიცხვის საკითხს;

თ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტკიცებს სამუსიკო სკოლის შინაგანაწესს, წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

ი) ამტკიცებს სკოლისსტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან;

ლ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები;

10. დირექტორის მოადგილედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვსსასწავლო დარგში უმაღლესი სამუსიკო განათლება,შესაბამისი პედაგოგიური,შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

11. დირექტორის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე;

ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

    მუხლი 5. სამუსიკო სკოლის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო -დამხმარე პერსონალი

1. სამუსიკო სკოლის პედაგოგად და კონცერტ-მაისტერადმუშაობის უფლება აქვს შესაბამისი სამუსიკო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობასდიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.

2. სამუსიკო სკოლის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები.

3. სამუსიკო სკოლის პედაგოგის, კონცერტ-მაისტერისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.

    მუხლი 6. სამუსიკო სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამუსიკო სკოლას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერგადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამუსიკო სკოლის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილიმიზნობრივი სახსრები;

ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) კანონმდებლობით ნებართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სამუსიკო სკოლისმიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

4. სამუსიკო სკოლა ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.

5. სამუსიკო სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 7. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სამუსიკო სკოლას შეუძლია მხოლოდსაქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებებისახელოვნებოსკოლისქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.

4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

1. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც:

ა) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იხილავს სამუსიკო სკოლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ;

ბ)გამოითხოვსმასალებსა და ინფორმაციასან ადგილზე შეისწავლის სკოლის საქმიანობას.

    მუხლი 9. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 10. სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.