⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.03.2007)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1032 „სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიებისა) გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციისა და „სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიებისა) გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ფორმის“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.08.2006
ძალის დაკარგვა 13.03.2007
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №1032
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.009142
გამოქვეყნების წყარო სსმ, 114, 29/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,029 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.08.2006 მიღება
13.03.2007 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1032 „სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიებისა) გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციისა და „სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიებისა) გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ფორმის“ დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadMtavr;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .5in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.009.142 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1032 2006 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი „სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიებისა) გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციისა და „სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიებისა) გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ფორმის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე, 280-ე მუხლის აღსრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული რედაქციით: ა) ინსტრუქცია „სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიებისა) გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ (დანართი №1); ბ) „სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიებისა) გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ფორმა“ (დანართი №2). 2. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზებისათვის ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №894 ბრძანება „სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“. 3. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზებისათვის ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე „სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №894 ბრძანებით ისარგებლონ მხოლოდ ლატარიების ორგანიზატორებმა. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ალექსიშვილი დანართი №1 ინსტრუქცია სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიებისა) გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი წესი დეკლარაცია წამახალისებელი გათამაშების, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი პირების მიერ შესაბამის საგადასახადო ორგანოებს წარედგინება ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, ფიზიკური პირები, თუ მათ დეკლარაციის შევსების დღისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული არ აქვთ საიდენტიფიკაციო ნომერი, მიუთითებენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ფიქსირებულ პირად ნომერს. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი წარმოადგენს მის საიდენტიფიკაციო ნომერს. ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები, რომლებსაც დეკლარაციის შევსების დღისათვის მინიჭებული არ აქვთ საიდენტიფიკაციო ნომერი, ვალდებულნი არიან დადგნენ საგადასახადო აღრიცხვაზე საგადასახადო ორგანოში, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების (მათ შორის მიმდინარე გადასახდელების) ან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადამდე არანაკლებ 10 დღით ადრე).     მუხლი 2🔗. დეკლარაციის I ნაწილის შევსების წესი 1. სტრიქონში „დეკლარაციის სახე“ ჩაიწერება ციფრი „1“, თუ დეკლარაცია გასული საგადასახადო პერიოდისაა, ხოლო ციფრი „2“ – თუ შესწორებული (დაზუსტებული) დეკლარაციაა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წილადის შემდეგ უჯრაში ჩაიწერება შესაბამისი საგადასახადო პერიოდის დეკლარაციის ნომერი, რომლის დაზუსტებაც ხდება. მაგალითად, თუ დეკლარაცია წარმოადგენს მაისის თვის დაზუსტებულ დეკლარაციას, ჩანაწერს ექნება სახე 2/5, სადაც 2 ნიშნავს, რომ დეკლარაცია არის არა პირველადი, არამედ დაზუსტებული, ხოლო 5 ნიშნავს, რომ აღნიშნული დეკლარაციით ხორციელდება მეხუთე – მაისის თვის შესწორება. 2. სტრიქონში „საანგარიშო თვე“ იწერება იმ თვის რიგითი ნომერი ციფრებით (01-დან 12-მდე) და თვე – სიტყვიერად, რომლის დეკლარაციასაც იგი წარმოადგენს. 3. სტრიქონზე „საგადასახადო ორგანოს დასახელება“ – მიეთითება ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკლარაცია. 4. სტრიქონზე „საწარმოს დასახელება“ მიეთითება გადამხდელის სრული დასახელება მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით. დასახელებაში ლათინური ტრანსკრიფციის არსებობისას იგი ასევე აღინიშნება. ინდ. მეწარმის შემთხვევაში მიეთითება მისი სახელი და გვარი სრულად (შემოკლების გარეშე), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. 5. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადამხდელის ან მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. ამასთან, მიეთითება სახელი და გვარი სრულად და ხელმოწერის თარიღი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. 6. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარმოდგენა ხდება საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობა, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის მიერ – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დადასტურებული მინდობილობა.     მუხლი 3🔗. დეკლარაციის II ნაწილის შევსების წესი II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ. იგი მოიცავს მონაცემებს დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ, კერძოდ: ა) დეკლარაციის წარმოდგენის ფორმას – ფოსტითაა გამოგზავნილი, თუ წარმოდგენილია პირადად; ბ) გვერდების და დანართების რაოდენობას; გ) წარმოდგენის თარიღს; დ) საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერს; ე) საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სახელსა და გვარს, რომელმაც მიიღო დეკლარაცია, დასტურდება მისი ხელმოწერით.     მუხლი 4🔗. დეკლარაციის III ნაწილის შევსების წესი 1. პირველ სვეტში შეიტანება წამახალისებელი გათამაშებისა და/ან სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ წამახალისებელი გათამაშების მომწყობი პირი ერთდროულად ორგანიზებას უკეთებს რამდენიმე გათამაშებას, დეკლარაციაში უნდა აისახოს თოთოეული წამახალისებელი გათამაშება ცალ-ცალკე. 2. მე-2 სვეტში ანალოგიური წესით შეიტანება მხოლოდ წამახალისებელი გათამაშების (გათამაშებების), საპრიზო ფონდების ოდენობა (ლარებში). 3. მე-3 სვეტში შეიტანება წამახალისებელი გათამაშების (გათამაშებების) პერიოდის დასასრული. 4. მე-4 სვეტში ჩანაწერს აკეთებს მხოლოდ წამახალისებელი თამაშების მომწყობი პირი. მასში შეიტანება მონაცემები საანგარიშო თვეში გათამაშებული საპრიზო ფონდის შესახებ. 5. მე-5 სვეტს ავსებს მხოლოდ წამახალისებელი გათამაშების მომწყობი და უთითებს გაუთამაშებელი საპრიზო ფონდის დარჩენილ თანხას. 6. მე-6 სვეტში შეიტანება წამახალისებელ გათამაშებაზე და/ან სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დადგენილი განაკვეთი. 7. მე-7 სვეტში შეიტანება გადასახადის თანხა (ოდენობა) ლარებში. წამახალისებელი გათამაშების შემთხვევაში იგი განისაზღვრება საანგარიშო თვეში გათამაშებული საპრიზო ფონდის (თანხის) გამრავლებით გადასახადის განაკვეთზე. (სვ.4Xსვ.6) ამასთან, ბოლო საანგარიშო თვეში გადასახადის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულების (თანხის) გამრავლებით გადასახადის განაკვეთზე (სვ.4+სვ.5)Xსვ.6.