ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2011 ძალადაკარგული 14.12.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№416
სარეგისტრაციო კოდი
120140000.08.002.016288
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110729023, 29/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №416

2011 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშები (დანართი №1);

ბ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის წესი (დანართი №2).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულება.

3.ეს ბრძანებულება ამოქმედდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების ამოქმედებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №1

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშები

veteranis mowmoba.jpg

 

 

 


დანართი№2

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის წესი

1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებზე გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

3. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების აღრიცხვიანობის მიზნით იქმნება ელექტრონული ბაზა, რომლის ადმინისტრირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა წარმოადგენს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და შეღავათების განხორციელების სავალდებულო პირობას.

5.ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემა დასტურდება მისი მიმღები პირის ხელმოწერით სპეციალურ ჟურნალში, რომელიც ინახება მოწმობის გამცემ დაწესებულებაში.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.12.2011.
როდის იქნა მიღებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.07.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №416. სარეგისტრაციო კოდი — 120140000.08.002.016288.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.12.2011-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №416, 28.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 120140000.08.002.016288 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1439426/