საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის ბრძანება №10/37 დებულების „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარგეისტარციო კოდი 270.013.004.269
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის
ბრძანება №10/37
2000 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
დებულების „ ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა, სატყეო-სამეურნეო კომპლექსის წინაშე დღის წესრიგში დააყენა საკითხი სახელმწიფო ტყეების მართვის სისტემის სრულყოფის შესახებ.
თანამედროვე ურბანიზაცის პირობებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ეკისრება ტყეების როლს, როგორც სახალხო-სამეურნეო, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით, ამასთან პრაქტიკულად გართულდა მათი დაცვის მდგომარეობაც.
საქართველოს კანონში „ საქართველოს ტყის კოდექსის“ შესახებ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო ტყეებში ტყით სარგებლობის ორგანიზაციული სრულყოფის საკითხს, რომლის საფუძველზეც საჭირო შეიქნა საქართველოს ტყეებში ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის და მისი გაცემის წესის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგვცემს განხორციელდეს კონტროლი მომხმარებლის მიერ დამზადებული რესურსის ტყიდან გამოზიდვაზე, მისი დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირებაზე და პირველად გადამუშავებაზე. ასევე რესურსის რეალიზაციის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაზე და სხვა. აღნიშნული ხელს შეუწყობს ტყით არაორგანიზებული სარგებლობის და ტყის უკანონო ჭრების ზრდის ტენდენციის შემცირების ფაქტებს.
საქართველოს კანონის „საქართველოს ტყის კოდექსის შესახებ“ (მიღებულია 1999 წლის 22ივნისს, № 2124-IIს) ოცდამეშვიდე თავის ოთხმოცდამეცამეტე მუხლის მეოთხე პუნქტისა და 116-ე მუხლის დ. რ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული თანდართული დებულება „ ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის და მისი გაცემის წესის შესახებ“.
2. დაევალოს ტყეთ მოწყობისა და ტყით სარგებლობის სამმართველოს დებულების „ ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის და მისი გაცემის წესის შესახებ“ სარეგისტრაციოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენა.
გ. ჯაფარიძე
დებულება „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა
და მისი გაცემის წესის შესახებ“
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
1. დებულება „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ შემუშავებულია „საქართველოს ტყის კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 116-ე მუხლისდ. რ. ქვეპუნქტის საფუძველზე და წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს.
2.ამ დებულებით რეგულირდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ტყით სარგებლობისას ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის (შემდგომში– დოკუმენტი) გაცემის და გამოყენების წესი.
3. დოკუმენტი არის ხე-ტყის პროდუქციის საკუთრების დამადასტურებელი ერთადერთი და საკმარისი საბუთი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის კანონიერად დამზადებას და სხვა საბუთით მისი შეცვლა დაუშვებელია.
4. დოკუმენტის გარეშე ხე-ტყის პირველადი გადამუშავება და ხე-ტყისა და პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირება და რეალიზაცია აკრძალულია და ისჯება კანონით დადგენილი წესით. დოკუმენტი მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ პირს.
მუხლი 2. დებულებაში გამოყენებული ტერმინები
1. ხე-ტყე – ხის მოჭრის, სამანქანო გზამდე მორთრევისა და დახარისხების (დამზადების) შედეგად მიღებული საშეშე ან სამასალე მორი;
2. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), დაპობილი სათბობი შეშა, ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა;
3. ხე-ტყის უკანონო პროდუქცია – ხე-ტყე ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი, რომელსაც არ ახლავს ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. პირობითი მფლობელი – ხე-ტყის პროდუქციის მფლობელი, რომელსაც არ გააჩნია ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი და აცხადებს უფლებას აღნიშნული პროდუქციის ფლობაზე.
თავი II. დოკუმენტის გაცემის წესი
მუხლი 3. დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილი ორგანოები
1. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილი ორგანოებია:
ა) სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი ორგანოები;
ბ) დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი ორგანოები;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურები.
მუხლი 4. დოკუმენტის გამცემი ორგანოების უფლებამოსილება
1. დოკუმენტის გამცემი ორგანო უფლებამოსილია:
ა) გასცეს დოკუმენტი „ საქართველოს ტყის კოდექსით“ და ამ დებულებით განსაზღვრული წესით;
ბ) საჭიროების შემთხვევაში დაადგინოს შესაბამისობა ფაქტობრივად არსებულ ხე-ტყისა და/ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციასა და დოკუმენტით განსაზღვრულ მონაცემებს შორის;
გ) შეაჩეროს ან გააუქმოს დოკუმენტის მოქმედება და საჭიროების შემთხვევაში ამის შესახებ მიმართოს შესაბამის ორგანოებს მათი შესაძლო გამოყენების აღკვეთისათვის;
2. დოკუმენტის გამცემი ორგანო უფლებამოსილია განაცხადოს უარი დოკუმენტის გაცემაზე, თუ:
ა) არ არსებობს მე-6 მუხლით გათვალისწინებული ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფუძველი;
ბ) დარღვეულია ხე-ტყის დამზადების წესები;
გ) ტყით მოსარგებლეს შეჩერებული აქვს ტყით სარგებლობის უფლება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძვლები;
დ) დარღვეულია ტყით სარგებლობის ვადა.
მუხლი 5. დოკუმენტის მოქმედების ვადა
1. დოკუმენტის მოქმედების ვადა იწყება მისი გაცემის დღიდან, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და ძალაშია მისი შეჩერებამდე ან გაუქმებამდე.
მუხლი 6. დოკუმენტის გაცემის საფუძვლები
1. დოკუმენტის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) ტყით სარგებლობის ლიცენზია;
ბ) ტყით სარგებლობის ბილეთი;
გ) განკარგულება ინდივიდუალური პირის მიერ ხე-ტყის დამზადებაზე;
დ) განცხადება დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
ე) განკარგულება ჩამორთმეული (სეკვესტრირებული) ხე-ტყისა და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის რეალიზაციაზე.
ვ) ამ დებულების მე-10 მუხლის ბ) პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
მუხლი7. დოკუმენტის გაცემა
1. დოკუმენტი გაიცემა უშუალოდ ტყით მოსარგებლეზე ან მის მიერ ნდობით აღჭურვილ პირზე, ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისას, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევისა.
2. დოკუმენტი გაიცემა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ხე-ტყის დატვირთვისთანავე და მისი გაცემა წარმოადგენს აუცილებელ პირობას ტყით მოსარგებლესა და ადგილობრივი სატყეო ორგანოს შორის ფაქტობრივად ხე-ტყის მიღება–ჩაბარებისას.
3. დოკუმენტი იწერება სამ ცალად, საიდანაც პირველი პირი გაიცემა ტყით მოსარგებლეზე, დანარჩენი ორი კი რჩება დოკუმენტის გამცემ ორგანოში.
მუხლი 8. დოკუმენტის დაკარგვა ან დაზიანება
1. დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დოკუმენტის მფლობელი ან მისი მინდობილობით აღჭურვილი პირი მიმართავს დოკუმენტის გამცემ ორგანოს წერილობითი განცხადებით დოკუმენტის „ დუბლიკატის“ გაცემის თაობაზე.
2. დოკუმენტის გამცემი ორგანო სამი დღის ვადაში გასცემს დოკუმენტის დუბლიკატს, რომელსაც ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება აღნიშვნა „ დუბლიკატი“.
3. დოკუმენტის დუბლიკატს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც დოკუმენტის დედანს.
თავი III. დოკუმენტის მოქმედების შეჩერება ან/და შეწყვეტა (გაუქმება)
მუხლი 9. დოკუმენტის მოქმედების შეჩერება
1. დოკუმენტის მოქმედების შეჩერების საფუძველს წარმოადგენს ხე-ტყისა და/ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის ფაქტობრივ და დოკუმენტში აღნიშნულ მონაცემებს შორის შესაბამისობის დადგენის აუცილებლობა.
2. დოკუმენტის მოქმედების შეჩერება უქმდება თუ დადგინდა შესაბამისობა ფაქტობრივ ხე-ტყესა და დოკუმენტის მონაცემებს შორის.
მუხლი 10. დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტა (გაუქმება)
1. დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტა (გაუქმება) ხდება, თუ:
ა) დოკუმენტი გაცემულია ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევით;
ბ) ხე-ტყის ტრანსპორტირება ტყიდან ვერ მოხერხდა დოკუმენტით განსაზღვრულ დღეს;
გ) თუ ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არ ხერხდება ფაქტობრივი ხე-ტყის ოდენობის ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანა.
2. გაუქმებული დოკუმენტი ინახება დოკუმენტის გამცემ ორგანოში 3(სამი) წლის განმავლობაში.
თავი IV. დოკუმენტის ფორმა და შევსების წესი
მუხლი 11. დოკუმენტის ფორმა
1. დოკუმენტის პირველ გვერდს გააჩნია შემდეგი სახის ფორმა:
დამტკიცებულია საქართველოს სატყეო
მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის
თავმჯდომარის №ბრძანებით,
რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს
იუსტიციის სამინისტროში
№„ –––––“ –––––––––––––– 2000 წ
ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი
დოკუმენტი
სერია00 № 000000
1. გაცემის თარიღი „ –––––––“ –––––––––––––––– 2000 წ.
2. დოკუმენტის გამცემი ორგანო ––––––––––––––––––––––––––––––––––
(სატყეო მეურნეობის დასახელება)
3. სატყეო უბანი ––––––––––––––––––––––– კვარტალი № –––––––––––––
4. ტყით მოსარგებლე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება
5. მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ტყით მოსარგებლის რეგისტრაციის ადგილი (ქალაქი, რაიონი),მისამართი
6. ტყის ჭრის საფუძველი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ლიცენზიის ან ტყით სარგებლობის ბილეთის №, განკარგულება ან განცხადება
7. ტყის ჭრის სახე ან/და ჩამორთმეული ხე-ტყე –––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მთავარი, მოვლითი, სპეციალური, ჩამორთმეული
8. სატრანსპორტო საშუალების მარკა ––––––––––––– სახ. № –––––––––––––
| სახეობა (ჯიში) | სორტიმენტი (ხე-ტყე ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქცია) | მოცულობა (კუბ.მეტრი) | ერთეულის ფასი (ლარებში) | თანხა სულ (ლარებში) |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
| სულ |
|
|
|
|
გადახდილია თანხა
საგადასახადო დავალებით № ––––––––––––– „ ––––“––––––––– 200წ.
ნაღდი ანგარიშსწორებით –––––– ლარი –––– თეთრი მივიღე –––––––––––––––
ხელმოწერა
დოკუმენტი გასცა –––––––––––––––––––––––––– მიიღო ––––––––––––––––––
(თანამდებობა, გვარი, ხელმოწერა) ხელმოწერა
ბ. ა.
* სატრანსპორტო ზედნადები გაიცემა სატყეოს უფროსის (თანაშემწის, ტყისმცველის) მიერ სამ ცალად ხე-ტყის ტყიდან გატანის დღეს.
ორიგინალი – მომხმარებელს, ასლები – სატყეო მეურნეობას და სატყეოს.
მუხლი12. დოკუმენტის შევსების წესი
1. დოკუმენტის ფორმა იბეჭდება სტამბური წესით და ექვემდებარება მკაცრ აღრიცხვას.
2. დოკუმენტი ივსება ქართულ ენაზე, გარკვევით, მელნიანი ან ბურთულიანი კალმით და სავალდებულოა ყველა მონაცემის შევსება. ნებისმიერი მონაცემის გადასწორება დასტურდება შესაბამისი ხელმოწერით;
3. დოკუმენტში აღნიშნული მონაცემების რეალობაზე პამუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტის გამცემ პირს.
თავი V. დოკუმენტის მოქმედება ხე-ტყის მოხმარებისათვის
მუხლი 13. ხე-ტყის მოხმარების პირობები
1. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც აწარმოებენ ხე-ტყის რეალიზაციას ან მის პირველად გადამუშავებას, ვალდებულნი არიან:
ა) არ მიიღონ ხე-ტყე დოკუმენტის გარეშე;
ბ) გადამუშავებულ ან რეალიზებულ ხე-ტყეზე მოახდინონ შესაბამისი აღნიშვნა დოკუმენტში.
2. ხე-ტყე, რომელსაც არ ახლავს ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ის ოდენობა, რომელიც მეტია დოკუმენტში აღნიშნულ მოცულობაზე, ითვლება უკანონო პროდუქციად და ექვემდებარება ჩამორთმევას (სეკვესტრირებას), იგი გადაეცემა უახლოეს სატყეო მეურნეობას.
3. ხე-ტყე უბრუნდება პირობით მფლობელს, თუ მან სამი დღის ვადაში წარმოადგინა დოკუმენტი, ამასთან აანაზღაურებს ხე-ტყის შენახვაზე გაწეულ ხარჯებს.
4. ხე-ტყე ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტი, რომელიც განთავსებულია იურიდიული, ფიზიკური პირის ან სხვა ტერიტორიაზე და არავინ გამოთქვამს მასზე კუთვნილებას, შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით გადაეცემა უახლოეს სატყეო მეურნეობას და მასზე ორი კვირის განმავლობაში სათანადო დოკუმენტის წარმოდგენით მესაკუთრეობაზე პრეტენზიის არარსებობის შემთხვევაში იგი ექვემდებარება ჩამორთმევას (სეკვესტრირებას) და რეალიზაციას.
თავი VI. დოკუმენტის აღრიცხვა
მუხლი 14. დოკუმენტის აღრიცხვის მოთხოვნები
1. დოკუმენტი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და მისი გაყალბება ისჯება კანონით.
2. დოკუმენტის მიღების, გაცემისა და ხარჯვის რეგისტრაცია წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ ჟურნალში, გამცემი და მიმღები ორგანოს ბუღალტერიაში.
3. სატყეო მეურნეობისა და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების სახელმწიფო დეპარტამენტების ტერიტორიული ორგანოებისა და თვითმმართველობისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი სამსახურების მიერ სატყეოს უფროსებზე დოკუმენტი გაიცემა შესაბამის ჟურნალში ხელის მოწერით.
4. ტყით მოსარგებლეზე გაცემული დოკუმენტების ასლები რეესტრთან ერთად (ასევე გაფუჭებული ან გაუქმებული) ბარდება გამცემი ორგანოსბუღალტერიას შესაბამის ჟურნალში სათანადო აღნიშვნით, ყოველ ათ დღეში ერთხელ.
თავი VII. წარმოშობილი დავები
მუხლი 15. დოკუმენტის გაცემის ან დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტის დროს წარმოშობილი დავები
1. დოკუმენტის გაცემის ან დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტის დროს წარმოშობილი დავები გასაჩივრდება სასამართლოში დადგენილი წესით.
თავი VIII. გარდამავალი დებულებები
მუხლი 16. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი
1. ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტის ფორმის შემოღებამდე ხე-ტყის კანონიერადდამზადების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება:
ა) სასაქონლო–სატრანსპორტო ან გასავლის ზედდებული, გაცემული ადგილობრივი სატყეო ორგანოების მიერ;
ბ) ტყის საჭრელი ბილეთი გაცემული ტყით მოსარგებლეზე;
გ) ორდერი ხე-ტყის წვრილად გაცემაზე.
თავი IX. დასკვნითი დებულებები
მუხლი 16. დებულების ამოქმედების ვადა
1. დებულება ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის ბრძანება №10/37 დებულების „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო სარგეისტარციო კოდი 270.013.004.269
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის
ბრძანება №10/37
2000 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
დებულების „ ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა, სატყეო-სამეურნეო კომპლექსის წინაშე დღის წესრიგში დააყენა საკითხი სახელმწიფო ტყეების მართვის სისტემის სრულყოფის შესახებ.
თანამედროვე ურბანიზაცის პირობებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ეკისრება ტყეების როლს, როგორც სახალხო-სამეურნეო, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით, ამასთან პრაქტიკულად გართულდა მათი დაცვის მდგომარეობაც.
საქართველოს კანონში „ საქართველოს ტყის კოდექსის“ შესახებ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო ტყეებში ტყით სარგებლობის ორგანიზაციული სრულყოფის საკითხს, რომლის საფუძველზეც საჭირო შეიქნა საქართველოს ტყეებში ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის და მისი გაცემის წესის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგვცემს განხორციელდეს კონტროლი მომხმარებლის მიერ დამზადებული რესურსის ტყიდან გამოზიდვაზე, მისი დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირებაზე და პირველად გადამუშავებაზე. ასევე რესურსის რეალიზაციის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაზე და სხვა. აღნიშნული ხელს შეუწყობს ტყით არაორგანიზებული სარგებლობის და ტყის უკანონო ჭრების ზრდის ტენდენციის შემცირების ფაქტებს.
საქართველოს კანონის „საქართველოს ტყის კოდექსის შესახებ“ (მიღებულია 1999 წლის 22 ივნისს, № 2124-IIს) ოცდამეშვიდე თავის ოთხმოცდამეცამეტე მუხლის მეოთხე პუნქტისა და 116-ე მუხლის დ. რ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული თანდართული დებულება „ ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის და მისი გაცემის წესის შესახებ“.
2. დაევალოს ტყეთ მოწყობისა და ტყით სარგებლობის სამმართველოს დებულების „ ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის და მისი გაცემის წესის შესახებ“ სარეგისტრაციოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენა.
გ. ჯაფარიძე
დებულება „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
1. დებულება „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ შემუშავებულია „საქართველოს ტყის კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 116-ე მუხლის დ. რ. ქვეპუნქტის საფუძველზე და წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს.
2. ამ დებულებით რეგულირდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ტყით სარგებლობისას ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის (შემდგომში– დოკუმენტი) გაცემის და გამოყენების წესი.
3. დოკუმენტი არის ხე-ტყის პროდუქციის საკუთრების დამადასტურებელი ერთადერთი და საკმარისი საბუთი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის კანონიერად დამზადებას და სხვა საბუთით მისი შეცვლა დაუშვებელია.
4. დოკუმენტის გარეშე ხე-ტყის პირველადი გადამუშავება და ხე-ტყისა და პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირება და რეალიზაცია აკრძალულია და ისჯება კანონით დადგენილი წესით. დოკუმენტი მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ პირს.
მუხლი 2. დებულებაში გამოყენებული ტერმინები
1. ხე-ტყე – ხის მოჭრის, სამანქანო გზამდე მორთრევისა და დახარისხების (დამზადების) შედეგად მიღებული საშეშე ან სამასალე მორი;
2. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), დაპობილი სათბობი შეშა, ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა;
3. ხე-ტყის უკანონო პროდუქცია – ხე-ტყე ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი, რომელსაც არ ახლავს ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. პირობითი მფლობელი – ხე-ტყის პროდუქციის მფლობელი, რომელსაც არ გააჩნია ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი და აცხადებს უფლებას აღნიშნული პროდუქციის ფლობაზე.
თავი II. დოკუმენტის გაცემის წესი
მუხლი 3. დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილი ორგანოები
1. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილი ორგანოებია:
ა) სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი ორგანოები;
ბ) დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი ორგანოები;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურები.
მუხლი 4. დოკუმენტის გამცემი ორგანოების უფლებამოსილება
1. დოკუმენტის გამცემი ორგანო უფლებამოსილია:
ა) გასცეს დოკუმენტი „ საქართველოს ტყის კოდექსით“ და ამ დებულებით განსაზღვრული წესით;
ბ) საჭიროების შემთხვევაში დაადგინოს შესაბამისობა ფაქტობრივად არსებულ ხე-ტყისა და/ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციასა და დოკუმენტით განსაზღვრულ მონაცემებს შორის;
გ) შეაჩეროს ან გააუქმოს დოკუმენტის მოქმედება და საჭიროების შემთხვევაში ამის შესახებ მიმართოს შესაბამის ორგანოებს მათი შესაძლო გამოყენების აღკვეთისათვის;
2. დოკუმენტის გამცემი ორგანო უფლებამოსილია განაცხადოს უარი დოკუმენტის გაცემაზე, თუ:
ა) არ არსებობს მე-6 მუხლით გათვალისწინებული ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფუძველი;
ბ) დარღვეულია ხე-ტყის დამზადების წესები;
გ) ტყით მოსარგებლეს შეჩერებული აქვს ტყით სარგებლობის უფლება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძვლები;
დ) დარღვეულია ტყით სარგებლობის ვადა.
მუხლი 5. დოკუმენტის მოქმედების ვადა
1. დოკუმენტის მოქმედების ვადა იწყება მისი გაცემის დღიდან, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და ძალაშია მისი შეჩერებამდე ან გაუქმებამდე.
მუხლი 6. დოკუმენტის გაცემის საფუძვლები
1. დოკუმენტის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) ტყით სარგებლობის ლიცენზია;
ბ) ტყით სარგებლობის ბილეთი;
გ) განკარგულება ინდივიდუალური პირის მიერ ხე-ტყის დამზადებაზე;
დ) განცხადება დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
ე) განკარგულება ჩამორთმეული (სეკვესტრირებული) ხე-ტყისა და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის რეალიზაციაზე.
ვ) ამ დებულების მე-10 მუხლის ბ) პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
მუხლი 7. დოკუმენტის გაცემა
1. დოკუმენტი გაიცემა უშუალოდ ტყით მოსარგებლეზე ან მის მიერ ნდობით აღჭურვილ პირზე, ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისას, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევისა.
2. დოკუმენტი გაიცემა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ხე-ტყის დატვირთვისთანავე და მისი გაცემა წარმოადგენს აუცილებელ პირობას ტყით მოსარგებლესა და ადგილობრივი სატყეო ორგანოს შორის ფაქტობრივად ხე-ტყის მიღება–ჩაბარებისას.
3. დოკუმენტი იწერება სამ ცალად, საიდანაც პირველი პირი გაიცემა ტყით მოსარგებლეზე, დანარჩენი ორი კი რჩება დოკუმენტის გამცემ ორგანოში.
მუხლი 8. დოკუმენტის დაკარგვა ან დაზიანება
1. დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დოკუმენტის მფლობელი ან მისი მინდობილობით აღჭურვილი პირი მიმართავს დოკუმენტის გამცემ ორგანოს წერილობითი განცხადებით დოკუმენტის „ დუბლიკატის“ გაცემის თაობაზე.
2. დოკუმენტის გამცემი ორგანო სამი დღის ვადაში გასცემს დოკუმენტის დუბლიკატს, რომელსაც ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება აღნიშვნა „ დუბლიკატი“.
3. დოკუმენტის დუბლიკატს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც დოკუმენტის დედანს.
თავი III. დოკუმენტის მოქმედების შეჩერება ან/და შეწყვეტა (გაუქმება)
მუხლი 9. დოკუმენტის მოქმედების შეჩერება
1. დოკუმენტის მოქმედების შეჩერების საფუძველს წარმოადგენს ხე-ტყისა და/ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის ფაქტობრივ და დოკუმენტში აღნიშნულ მონაცემებს შორის შესაბამისობის დადგენის აუცილებლობა.
2. დოკუმენტის მოქმედების შეჩერება უქმდება თუ დადგინდა შესაბამისობა ფაქტობრივ ხე-ტყესა და დოკუმენტის მონაცემებს შორის.
მუხლი 10. დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტა (გაუქმება)
1. დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტა (გაუქმება) ხდება, თუ:
ა) დოკუმენტი გაცემულია ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევით;
ბ) ხე-ტყის ტრანსპორტირება ტყიდან ვერ მოხერხდა დოკუმენტით განსაზღვრულ დღეს;
გ) თუ ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არ ხერხდება ფაქტობრივი ხე-ტყის ოდენობის ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანა.
2. გაუქმებული დოკუმენტი ინახება დოკუმენტის გამცემ ორგანოში 3(სამი) წლის განმავლობაში.
თავი IV. დოკუმენტის ფორმა და შევსების წესი
მუხლი 11. დოკუმენტის ფორმა
1. დოკუმენტის პირველ გვერდს გააჩნია შემდეგი სახის ფორმა:
დამტკიცებულია საქართველოს სატყეო
მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის
თავმჯდომარის № ბრძანებით,რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს
იუსტიციის სამინისტროში
№ „ –––––“ –––––––––––––– 2000 წ
ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი
დოკუმენტი
სერია 00 № 000000
1. გაცემის თარიღი „ –––––––“ –––––––––––––––– 2000 წ.
2. დოკუმენტის გამცემი ორგანო ––––––––––––––––––––––––––––––––––
(სატყეო მეურნეობის დასახელება)
3. სატყეო უბანი ––––––––––––––––––––––– კვარტალი № –––––––––––––
4. ტყით მოსარგებლე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება
5. მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ტყით მოსარგებლის რეგისტრაციის ადგილი (ქალაქი, რაიონი),მისამართი
6. ტყის ჭრის საფუძველი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ლიცენზიის ან ტყით სარგებლობის ბილეთის №, განკარგულება ან განცხადება
7. ტყის ჭრის სახე ან/და ჩამორთმეული ხე-ტყე –––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მთავარი, მოვლითი, სპეციალური, ჩამორთმეული
8. სატრანსპორტო საშუალების მარკა ––––––––––––– სახ. № –––––––––––––
სახეობა (ჯიში)
სორტიმენტი (ხე-ტყე ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქცია)
მოცულობა (კუბ.მეტრი)
ერთეულის ფასი (ლარებში)
თანხა სულ (ლარებში)
სულ
გადახდილია თანხა
საგადასახადო დავალებით № ––––––––––––– „ ––––“––––––––– 200 წ.
ნაღდი ანგარიშსწორებით –––––– ლარი –––– თეთრი მივიღე –––––––––––––––
ხელმოწერა
დოკუმენტი გასცა –––––––––––––––––––––––––– მიიღო ––––––––––––––––––
(თანამდებობა, გვარი, ხელმოწერა) ხელმოწერა
ბ. ა.
* სატრანსპორტო ზედნადები გაიცემა სატყეოს უფროსის (თანაშემწის, ტყისმცველის) მიერ სამ ცალად ხე-ტყის ტყიდან გატანის დღეს.
ორიგინალი – მომხმარებელს, ასლები – სატყეო მეურნეობას და სატყეოს.
მუხლი 12. დოკუმენტის შევსების წესი
1. დოკუმენტის ფორმა იბეჭდება სტამბური წესით და ექვემდებარება მკაცრ აღრიცხვას.
2. დოკუმენტი ივსება ქართულ ენაზე, გარკვევით, მელნიანი ან ბურთულიანი კალმით და სავალდებულოა ყველა მონაცემის შევსება. ნებისმიერი მონაცემის გადასწორება დასტურდება შესაბამისი ხელმოწერით;
3. დოკუმენტში აღნიშნული მონაცემების რეალობაზე პამუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტის გამცემ პირს.
თავი V. დოკუმენტის მოქმედება ხე-ტყის მოხმარებისათვის
მუხლი 13. ხე-ტყის მოხმარების პირობები
1. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც აწარმოებენ ხე-ტყის რეალიზაციას ან მის პირველად გადამუშავებას, ვალდებულნი არიან:
ა) არ მიიღონ ხე-ტყე დოკუმენტის გარეშე;
ბ) გადამუშავებულ ან რეალიზებულ ხე-ტყეზე მოახდინონ შესაბამისი აღნიშვნა დოკუმენტში.
2. ხე-ტყე, რომელსაც არ ახლავს ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ის ოდენობა, რომელიც მეტია დოკუმენტში აღნიშნულ მოცულობაზე, ითვლება უკანონო პროდუქციად და ექვემდებარება ჩამორთმევას (სეკვესტრირებას), იგი გადაეცემა უახლოეს სატყეო მეურნეობას.
3. ხე-ტყე უბრუნდება პირობით მფლობელს, თუ მან სამი დღის ვადაში წარმოადგინა დოკუმენტი, ამასთან აანაზღაურებს ხე-ტყის შენახვაზე გაწეულ ხარჯებს.
4. ხე-ტყე ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტი, რომელიც განთავსებულია იურიდიული, ფიზიკური პირის ან სხვა ტერიტორიაზე და არავინ გამოთქვამს მასზე კუთვნილებას, შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით გადაეცემა უახლოეს სატყეო მეურნეობას და მასზე ორი კვირის განმავლობაში სათანადო დოკუმენტის წარმოდგენით მესაკუთრეობაზე პრეტენზიის არარსებობის შემთხვევაში იგი ექვემდებარება ჩამორთმევას (სეკვესტრირებას) და რეალიზაციას.
თავი VI. დოკუმენტის აღრიცხვა
მუხლი 14. დოკუმენტის აღრიცხვის მოთხოვნები
1. დოკუმენტი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და მისი გაყალბება ისჯება კანონით.
2. დოკუმენტის მიღების, გაცემისა და ხარჯვის რეგისტრაცია წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ ჟურნალში, გამცემი და მიმღები ორგანოს ბუღალტერიაში.
3. სატყეო მეურნეობისა და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების სახელმწიფო დეპარტამენტების ტერიტორიული ორგანოებისა და თვითმმართველობისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი სამსახურების მიერ სატყეოს უფროსებზე დოკუმენტი გაიცემა შესაბამის ჟურნალში ხელის მოწერით.
4. ტყით მოსარგებლეზე გაცემული დოკუმენტების ასლები რეესტრთან ერთად (ასევე გაფუჭებული ან გაუქმებული) ბარდება გამცემი ორგანოს ბუღალტერიას შესაბამის ჟურნალში სათანადო აღნიშვნით, ყოველ ათ დღეში ერთხელ.
თავი VII. წარმოშობილი დავები
მუხლი 15. დოკუმენტის გაცემის ან დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტის დროს წარმოშობილი დავები
1. დოკუმენტის გაცემის ან დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტის დროს წარმოშობილი დავები გასაჩივრდება სასამართლოში დადგენილი წესით.
თავი VIII. გარდამავალი დებულებები
მუხლი 16. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი
1. ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტის ფორმის შემოღებამდე ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება: