1. საერთაშორისო და მაგისტრალური მატარებლებით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს:
ა) შეიძინოს ბილეთი ნებისმიერ მატარებელსა და ვაგონში, მის მიერ დასახელებულ რკინიგზის სადგურამდე, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად;
ბ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს, და 5-დან 10 წლამდე ბავშვები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი საფასურის გადახდის შემდეგ;
გ) წვრილმან ნივთებთან ერთად უფასოდ გადაიტანოს 36 კილოგრამამდე წონის ხელბარგი;
დ) ბილეთის წარდგენისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ ჩააბაროს ბარგი გადასაზიდად;
ე) შეწყვიტოს მგზავრობა და მიიღოს გაუვლელ მანძილზე გადაყვანის საფასური;
ვ) დროებით შეწყვიტოს მგზავრობა და გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა მგზავრობის შეწყვეტიდან არა უმეტეს 10 დღე-ღამისა;
ზ) მგზავრობისას ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით, გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა ავადმყოფობის მთელი პერიოდისთვის ან დაიბრუნოს ბილეთის საფასური;
თ) რკინიგზის სადგურის საბილეთო სალაროს მიერ ბილეთში შესაბამისი აღნიშვნის შეტანის შემდეგ გაემგზავროს ბილეთში მითითებულ ვადაზე ადრე გამსვლელი მატარებლით;
ი) მატარებლის გასვლის მომენტიდან მატარებელზე არა უმეტეს 3 საათით დაგვიანებისას ან ავადმყოფობის (უბედური შემთხვევის) გამო არა უმეტეს 3 დღე-ღამით დაგვიანებისას განაახლოს ბილეთის მოქმედება სხვა მატარებელზე, პლაცკარტის საფასურის გადახდით, ხოლო მგზავრობაზე უარის თქმისას დაიბრუნოს მგზავრობის საფასური ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
კ) დაიკავოს თავისუფალი ადგილი უფრო მაღალი კლასის ვაგონში, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. მგზავრს უფლება აქვს, დააბრუნოს გამოუყენებელი ბილეთი და მიიღოს:
ა) ბილეთის მთლიანი საფასური – მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 15 საათისა;
ბ) ბილეთის საფასურის 85% – მატარებლის გასვლამდე 15-დან 4 საათამდე დროში;
გ) ბილეთის საფასურის 70% – მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლებ დროში;
დ) უკან გამოსამგზავრებელი ბილეთის არსებობის შემთხვევაში: მისი მთლიანი საფასური – ბილეთის შეძენის ან მობრუნების სადგურში დაბრუნებისას მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 24 საათისა, ხოლო ბილეთის საფასურის 70% – ამ დროის გადაცილებისას;
ე) გაუვლელ მანძილზე მგზავრობის საფასურის 70% – გზაში მგზავრობის შეწყვეტისას.
3. მგზავრობის საფასური მგზავრს ასევე მთლიანად უბრუნდება მატარებლის მოხსნის, გასვლის დაყოვნების, ავადმყოფობის ან ბილეთში აღნიშნული ადგილით დაკმაყოფილების შეუძლებლობისა და მის ნაცვლად შეთავაზებული სხვა ადგილით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც გადასასხდომ პუნქტში შეთანხმებულ მატარებელზე მგზავრის დაგვიანება გამოწვეულია რკინიგზის მიზეზით.
[
3. ბილეთის საფასური მგზავრს მთლიანად უბრუნდება აგრეთვე მის მიერ ავადმყოფობის გამო მგზავრობაზე უარის თქმის ან მისი ბილეთში მითითებული ადგილით დაკმაყოფილების შეუძლებლობისა და ამ ადგილის ნაცვლად შეთავაზებული სხვა ადგილით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
4. რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზით მატარებლის მოძრაობის შეფერხების გამო მგზავრობის შეწყვეტისას მგზავრს უბრუნდება გაუვლელ მანძილზე მგზავრობის საფასური, ხოლო რკინიგზის მიზეზით მგზავრობის შეწყვეტისას – მგზავრობის მთლიანი საფასური.
5. თუ შეუძლებელია მგზავრისათვის ბილეთში აღნიშნული ადგილის გამოყოფა, რკინიგზა ვალდებულია, მგზავრის თანხმობით მას გამოუყოს სხვა ადგილი, მათ შორის, უფრო მაღალი კლასის ვაგონში, საფასურის სხვაობის გადახდის გარეშე.
6. თუ მგზავრის თანხმობით გამოიყო ადგილი, რომლის ღირებულება შეძენილი ბილეთის საფასურზე ნაკლებია, მგზავრს უბრუნდება საფასურის სხვაობა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
7. რეგიონული მატარებლით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს:
ა) შეიძინოს რკინიგზის მიერ დადგენილი ფორმის ბილეთი (სააბონემენტო ბილეთი);
ბ) უფასოდ გადაიტანოს ხელბარგი;
გ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი.
8. მგზავრი ვალდებულია, რკინიგზის სადგურსა (ვაგზალსა) და მატარებელში დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, გაუფრთხილდეს რკინიგზის ქონებას, აგრეთვე დაიცვას საკუთარი ხელბარგი.
9. (ამოღებულია – 08.05.2012,№6146).
10. (ამოღებულია – 08.05.2012,№6146).
11. სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკისათვის, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს შესაბამისი შეღავათები.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6146 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.04.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.04.2025 კანონი №508
- 08.05.2012 კანონი №6146
წინა რედაქცია (22.01.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. მგზავრის უფლება-მოვალეობანი 1. საერთაშორისო და მადგისტრალობურივი მატარებლებით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს: ა) შეიძინოს ბილეთი ნებისმიერ მატარებელსა და ვაგონში, მის მიერ დასახელებულ რკინიგზის სადგურამდე, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად; ბ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს, და 5-დან 10 წლამდე ბავშვები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი საფასურის გადახდის შემდეგ; გ) წვრილმან ნივთებთან ერთად უფასოდ გადაიტანოს 36 კილოგრამამდე წონის ხელბარგი; დ) ბილეთის წარდგენისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ ჩააბაროს ბარგი გადასაზიდად; ე) შეწყვიტოს მგზავრობა და მიიღოს გაუვლელ მანძილზე გადაყვანის საფასური; ვ) დროებით შეწყვიტოს მგზავრობა და გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა მგზავრობის შეწყვეტიდან არა უმეტეს 10 დღე-ღამისა; ზ) მგზავრობისას ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით, გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა ავადმყოფობის მთელი პერიოდისთვის ან დაიბრუნოს ბილეთის საფასური; თ) რკინიგზის სადგურის საბილეთო სალაროს მიერ ბილეთში შესაბამისი აღნიშვნის შეტანის შემდეგ გაემგზავროს ბილეთში მითითებულ ვადაზე ადრე გამსვლელი მატარებლით; ი) მატარებლის გასვლის მომენტიდან მატარებელზე არა უმეტეს 3 საათით დაგვიანებისას ან ავადმყოფობის (უბედური შემთხვევის) გამო არა უმეტეს 3 დღე-ღამით დაგვიანებისას განაახლოს ბილეთის მოქმედება სხვა მატარებელზე, პლაცკარტის საფასურის გადახდით, ხოლო მგზავრობაზე უარის თქმისას დაიბრუნოს მგზავრობის საფასური ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში; კ) დაიკავოს თავისუფალი ადგილი უფრო მაღალი კლასის ვაგონში, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 2. მგზავრს უფლება აქვს, დააბრუნოს გამოუყენებელი ბილეთი და მიიღოს: ა) ბილეთის მთლიანი საფასური – მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 15 საათისა; ბ) ბილეთის საფასურის 85% – მატარებლის გასვლამდე 15-დან 4 საათამდე დროში; გ) ბილეთის საფასურის 70% – მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლებ დროში; დ) უკან გამოსამგზავრებელი ბილეთის არსებობის შემთხვევაში: მისი მთლიანი საფასური – ბილეთის შეძენის ან მობრუნების სადგურში დაბრუნებისას მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 24 საათისა, ხოლო ბილეთის საფასურის 70% – ამ დროის გადაცილებისას; ე) გაუვლელ მანძილზე მგზავრობის საფასურის 70% – გზაში მგზავრობის შეწყვეტისას. 3. მგზავრობის საფასური მგზავრს ასევე მთლიანად უბრუნდება მატარებლის მოხსნის, გასვლის დაყოვნების, ავადმყოფობის ან ბილეთში აღნიშნული ადგილით დაკმაყოფილების შეუძლებლობისა და მის ნაცვლად შეთავაზებული სხვა ადგილით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც გადასასხდომ პუნქტში შეთანხმებულ მატარებელზე მგზავრის დაგვიანება გამოწვეულია რკინიგზის მიზეზით. [ 3. ბილეთის საფასური მგზავრს მთლიანად უბრუნდება აგრეთვე მის მიერ ავადმყოფობის გამო მგზავრობაზე უარის თქმის ან მისი ბილეთში მითითებული ადგილით დაკმაყოფილების შეუძლებლობისა და ამ ადგილის ნაცვლად შეთავაზებული სხვა ადგილით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] 4. რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზით მატარებლის მოძრაობის შეფერხების გამო მგზავრობის შეწყვეტისას მგზავრს უბრუნდება გაუვლელ მანძილზე მგზავრობის საფასური, ხოლო რკინიგზის მიზეზით მგზავრობის შეწყვეტისას – მგზავრობის მთლიანი საფასური. 5. თუ შეუძლებელია მგზავრისათვის ბილეთში აღნიშნული ადგილის გამოყოფა, რკინიგზა ვალდებულია, მგზავრის თანხმობით მას გამოუყოს სხვა ადგილი, მათ შორის, უფრო მაღალი კლასის ვაგონში, საფასურის სხვაობის გადახდის გარეშე. 6. თუ მგზავრის თანხმობით გამოიყო ადგილი, რომლის ღირებულება შეძენილი ბილეთის საფასურზე ნაკლებია, მგზავრს უბრუნდება საფასურის სხვაობა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 7. საგარეუბნგიონული მატარებლით მგზავრობისათვის მგზავრს უფლება აქვს: ა) შეიძინოს ერთკი ან ორივე მიმართულებით (უკან დასაბრუნებელი) ერთჯერადი მგზავრობის ბმილეთი ანრ დადგენილი ფორმის ბილეთი (სააბონემენტო ბილეთი); ბ) უფასოდ გადაიყვტანოს 5 წხელბამდე ერთგი ბავშვი; გ) მგზუფავრობისას თან ჰქონდ ეს ხელბარგი, რომლის ზომადა მასა შეესაბამება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გ 5 წლამდაზიდვის წე სებირთ“ დადგენი ლ ნორმებსავშვი. 8. მგზავრი ვალდებულია, რკინიგზის სადგურსა (ვაგზალსა) და მატარებელში დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, გაუფრთხილდეს რკინიგზის ქონებას, აგრეთვე დაიცვას საკუთარი ხელბარგი. 9. ს(აერთაშმორისო ხღელშეკრბულებითა – 08.05.2012, №6146). 10. (შეთანხმოღებით) განსაზღვრული წეა – 08.05.2012, №6146). 11. სებით სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკი პირადი საჭიროებისთვის წელიწადში 2-ჯერ, საქარგთვებლობს მკატარნონმდებლით უფასო მგზავრობის უფლებით. 10. ამ მუხლის მე-9 ნ და წილით გათვალისწინებული შეღავქართი ვრცელდება იმ მუშაკზე, რომელიც პენს იაში გავიდა და აქვს საერკინიგზო ტრთანსპშორტში მუშაობის არანაო ხელშეკრულებ 25 წლების უწყვშეტი სტაჟბამისად, საგქარეთველოსარ ეკინიგზო ტრანსპორტის საწარმოს (ორგანიზაცკიისა და ა.შ.) იმ მუშაკზე, რომელიც გათავისუფლდა ან გრადავიდ გა სხნვა სამუშაოზე საწარმოო ტრავმის თან პროფესიული დაავადების გამო. 11. სარკმინიგზო ტრანსპორტის მუშაკისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს შესხვაბამისი შეღავათებიც.