საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6146-Iს
სარეგისტრაციო კოდი
310010010.05.001.016712
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილე ბა :

1. მე-2 მუხლის „დ“ ქვე პუნქტ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „ბილეთი“ − მატერიალური ან ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც იძლევა მატარებლით მგზავრობის უფლებას და რკინიგზისთვის წარმოშობს მგზავრის გადაყვანის ვალდებულებას;“.

2. 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამგზავრო მატარებლის კატეგორიებია:

ა) მოძრაობის სიჩქარის მიხედვით – ჩქარი და სამგზავრო;

ბ) მსვლელობის მანძილის მიხედვით – საერთაშორისო, მაგისტრალური და რეგიონული.“.

3. 39-ე მუხლი ს:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო და მაგისტრალური მატარებლებით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს:

ა) შეიძინოს ბილეთი ნებისმიერ მატარებელსა და ვაგონში, მის მიერ დასახელებულ რკინიგზის სადგურამდე, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად;

ბ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს, და 5-დან 10 წლამდე ბავშვები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი საფასურის გადახდის შემდეგ;

გ) წვრილმან ნივთებთან ერთად უფასოდ გადაიტანოს 36 კილოგრამამდე წონის ხელბარგი;

დ) ბილეთის წარდგენისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ ჩააბაროს ბარგი გადასაზიდად;

ე) შეწყვიტოს მგზავრობა და მიიღოს გაუვლელ მანძილზე გადაყვანის საფასური;

ვ) დროებით შეწყვიტოს მგზავრობა და გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა მგზავრობის შეწყვეტიდან არა უმეტეს 10 დღე-ღამისა;

ზ) მგზავრობისას ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით, გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა ავადმყოფობის მთელი პერიოდისთვის ან დაიბრუნოს ბილეთის საფასური;

თ) რკინიგზის სადგურის საბილეთო სალაროს მიერ ბილეთში შესაბამისი აღნიშვნის შეტანის შემდეგ გაემგზავროს ბილეთში მითითებულ ვადაზე ადრე გამსვლელი მატარებლით;

ი) მატარებლის გასვლის მომენტიდან მატარებელზე არა უმეტეს 3 საათით დაგვიანებისას ან ავადმყოფობის (უბედური შემთხვევის) გამო არა უმეტეს 3 დღე-ღამით დაგვიანებისას განაახლოს ბილეთის მოქმედება სხვა მატარებელზე, პლაცკარტის საფასურის გადახდით, ხოლო მგზავრობაზე უარის თქმისას დაიბრუნოს მგზავრობის საფასური ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

კ) დაიკავოს თავისუფალი ადგილი უფრო მაღალი კლასის ვაგონში, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. რეგიონული მატარებლით მგზავრობის ას მგზავრს უფლება აქვს:

ა) შეიძინოს რკინიგზი ს მიერ დადგენილი ფორმის ბილეთი (სააბონემენტო ბილეთი);

ბ) უფასოდ გადაიტანოს ხელბარგი;

გ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი.“;

გ)მე-9 და მე-10 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკისათვის, საქართველოს კანონმდებლობი სა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს შესაბამისი შეღავათები.“.

მ უხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6146- Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.05.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 08.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6146-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 310010010.05.001.016712.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №6146-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 310010010.05.001.016712 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659485/