1. რკინიგზა ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრის გადაყვანა, დანიშნულების ადგილზე ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის დროულად მიტანა, რკინიგზის ვაგზალსა და სამგზავრო მატარებელში მგზავრის უსაფრთხოება და ხარისხიანი მომსახურება, მგზავრობისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ბარგისა და ტვირთ-ბარგის დაცვა.
2. რკინიგზა ვალდებულია უზრუნველყოს სამგზავრო მატარებლების მოძრაობა განრიგის მიხედვით. მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილი სამგზავრო ვაგონი, რკინიგზის ვაგზალი და სხვა ნაგებობები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და შეესაბამებოდეს სამშენებლო-სანიტარიულ და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
3. სამგზავრო მატარებლის კატეგორიებია :
ა) მოძრაობის სიჩქარის მიხედვით – ჩქარი და სამგზავრო ;
ბ) მსვლელობის მანძილის მიხედვით – საერთაშორისო, მაგისტრალური და რეგიონული.
4. სამგზავრო მატარებლის კატეგორიების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი მოძრაობის სიჩქარე მსვლელობის მანძილის მიხედვით დგინდება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“.
5. მგზავრის გადასაყვანად, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადასაზიდად განკუთვნილი რკინიგზის სადგურის მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
6. რკინიგზის ვაგზალი უნდა აღიჭურვოს მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნით, ფარდულით და ქვეითად მოსიარულეთათვის გასასვლელი გვირაბითა და გადასასვლელი ხიდით, საბილეთო სალაროთი, ბარგის მიღება-გაცემის სათავსით, ხელბარგის შესანახი საკნით, მოსაცდელი დარბაზით, საცნობარო ბიუროთი, მგზავრთა დასასვენებელი ოთახით, დედათა და ბავშვთა ოთახებით, კვების, აგრეთვე მგზავრთა კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ობიექტებით, ხოლო სასაზღვრო რკინიგზის სადგურს ასევე უნდა ჰქონდეს სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფისათვის საჭირო საინჟინრო-ტექნიკური საშუალებები. ამ ნაგებობებისა და საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მშენებლობასა და კეთილმოწყობას რკინიგზასთან შეთანხმებით უზრუნველყოფენ შესაბამისი სამინისტროები (უწყებები).
7. მგზავრი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამგზავრო მატარებლების რკინიგზის სადგურიდან გასვლისა და რკინიგზის სადგურში შემოსვლის, მგზავრობის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვის საფასურებისა და მომსახურების შესახებ სხვა საჭირო ინფორმაციით.
8. ვაგზლისპირა მოედანი, რომელიც არ ეკუთვნის რკინიგზას, ისე უნდა მოეწყოს, რომ აკმაყოფილებდეს ქვეითად მოსიარულეთა და საქალაქო ტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების მოთხოვნებს. ვაგზლისპირა მოედნის კეთილმოწყობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ შესაბამისი ორგანოები.
[
9. მგზავრთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ტვირთთან, ბარგთან, ტვირთ-ბარგსა და ფოსტასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის ზედამხედველობისა და სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვის წესის რეგულირებისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით მტკიცდება რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5947 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6146 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.
„[მუხლი 37
1
. მგზავრთა დისკრიმინაციის დაუშვებლობა
1. მგზავრის მიერ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას მისი დისკრიმინაცია დაუშვებელია.
2. სარკინიგზო საწარმომ, ბილეთების გამყიდველმა, ტუროპერატორმა მგზავრს უნდა შესთავაზოს სახელშეკრულებო პირობები და ტარიფები მგზავრის მოქალაქეობის ან სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველის, ტუროპერატორის დაფუძნების ადგილის მიხედვით პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაციის გარეშე.
3. მგზავრის მიერ ბილეთის დაჯავშნის შემთხვევაში ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სარკინიგზო საწარმოსა და ბილეთების გამყიდველზე.
4. საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში გარკვეული სოციალური კატეგორიისთვის მიკუთვნებულ პირებს შეიძლება საშეღავათო პირობები დაუწესდეთ.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.04.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 29.04.2025 კანონი №508
- 29.04.2025 კანონი №508
- 08.05.2012 კანონი №6146
- 27.03.2012 კანონი №5947
წინა რედაქცია (22.01.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. მგზავრის გადაყვანა, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა 1. რკინიგზა ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრის გადაყვანა, დანიშნულების ადგილზე ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის დროულად მიტანა, რკინიგზის ვაგზალსა და სამგზავრო მატარებელში მგზავრის უსაფრთხოება და ხარისხიანი მომსახურება, მგზავრობისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ბარგისა და ტვირთ-ბარგის დაცვა. 2. რკინიგზა ვალდებულია უზრუნველყოს სამგზავრო მატარებლების მოძრაობა განრიგის მიხედვით. მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილი სამგზავრო ვაგონი, რკინიგზის ვაგზალი და სხვა ნაგებობები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და შეესაბამებოდეს სამშენებლო-სანიტარიულ და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 3. სამგზავრო მატარებლის კატეგორიებია : ა) მოძრაობის სიჩქარის მიხედვით – ჩქარი და სამგზავრო ; ბ) მსვლელობის მანძილის მიხედვით – საერთაშორისო, მადგისტრალობურივი და საგარეუბნგიონული. 4. სამგზავრო მატარებლის კატეგორიების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი მოძრაობის სიჩქარე მსვლელობის მანძილის მიხედვით დგინდება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“. 5. მგზავრის გადასაყვანად, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადასაზიდად განკუთვნილი რკინიგზის სადგურის მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 6. რკინიგზის ვაგზალი უნდა აღიჭურვოს მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნით, ფარდულით და ქვეითად მოსიარულეთათვის გასასვლელი გვირაბითა და გადასასვლელი ხიდით, საბილეთო სალაროთი, ბარგის მიღება-გაცემის სათავსოთით, ხელბარგის შესანახი საკნით, მოსაცდელი დარბაზით, საცნობარო ბიუროთი, მგზავრთა დასასვენებელი ოთახით, დედათა და ბავშვთა ოთახებით, კვების, აგრეთვე მგზავრთა კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ობიექტებით, ხოლო სასაზღვრო რკინიგზის სადგურს ასევე უნდა ჰქონდეს სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფისათვის საჭირო საინჟინრო-ტექნიკური საშუალებები. ამ ნაგებობებისა და საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მშენებლობასა და კეთილმოწყობას რკინიგზასთან შეთანხმებით უზრუნველყოფენ შესაბამისი სამინისტროები (უწყებები). 7. მგზავრი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამგზავრო მატარებლების რკინიგზის სადგურიდან გასვლისა და რკინიგზის სადგურში შემოსვლის, მგზავრობის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვის საფასურებისა და მომსახურების შესახებ სხვა საჭირო ინფორმაციით. 8. ვაგზლისპირა მოედანი, რომელიც არ ეკუთვნის რკინიგზას, ისე უნდა მოეწყოს, რომ აკმაყოფილებდეს ქვეითად მოსიარულეთა და საქალაქო ტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების მოთხოვნებს. ვაგზლისპირა მოედნის კეთილმოწყობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ შესაბამისი ორგანოები. [ 9. მგზავრთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ტვირთთან, ბარგთან, ტვირთ-ბარგსა და ფოსტასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის ზედამხედველობისა და სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვის წესის რეგულირებისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით მტკიცდება რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 „[მუხლი 37 1 . მგზავრთა დისკრიმინაციის დაუშვებლობა 1. მგზავრის მიერ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას მისი დისკრიმინაცია დაუშვებელია. 2. სარკინიგზო საწარმომ, ბილეთების გამყიდველმა, ტუროპერატორმა მგზავრს უნდა შესთავაზოს სახელშეკრულებო პირობები და ტარიფები მგზავრის მოქალაქეობის ან სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველის, ტუროპერატორის დაფუძნების ადგილის მიხედვით პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაციის გარეშე. 3. მგზავრის მიერ ბილეთის დაჯავშნის შემთხვევაში ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სარკინიგზო საწარმოსა და ბილეთების გამყიდველზე. 4. საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში გარკვეული სოციალური კატეგორიისთვის მიკუთვნებულ პირებს შეიძლება საშეღავათო პირობები დაუწესდეთ.