თავი IV — რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა სხვა სახეობის ტრანსპორტის მონაწილეობით
1. რკინიგზა ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვას ახორციელებს საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო და საავტომობილო სატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციებისა და სხვათა) მონაწილეობით.
2. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა წარმოებს ერთიანი ზედნადებისა და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მსვლელობის მთელ გზაზე ახლავს ტვირთს.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3316 – ვებგვერდი, 18.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.06.2023 კანონი №3316
წინა რედაქცია (22.01.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა 1. რკინიგზა ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვას ახორციელებს საზღვაო, შიდა სახმდინარელეთო წყლების, საჰაერო და საავტომობილო სატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციებისა და სხვა.შ.თა) მონაწილეობით. 2. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა წარმოებს ერთიანი ზედნადებისა და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მსვლელობის მთელ გზაზე ახლავს ტვირთს.