„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მაღალმთიან რეგიონს მიკუთვნებულ დასახლებულ პუნქტებში განლაგებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკებს ეძლევათ დანამატი ხელფასზე 50 %-ის ოდენობით.“.
2. 1541 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1541.
ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დანამატი ხელფასზე (2003 წლის 1 სექტემბრისათვის არსებულ ოდენობაზე) გაიცემა:
ა) 2003 წლის 1 სექტემბრიდან – 25 %;
ბ) 2004 წლის 1 სექტემბრიდან – 35 %;
გ) 2005 წლის 1 სექტემბრიდან – 50 %.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2003 წლის 29 იანვარი.
№1955–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.01.2003.
- როდის იქნა მიღებული „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.01.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1955. სარეგისტრაციო კოდი — 470.000.000.05.001.001.208.
- სად არის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1955, 29.01.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.000.000.05.001.001.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14470/