„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. რადიო და ტელევიზიის საშუალებებით თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინფორმაცია თამბაქოს მოწევის მავნეობის შესახებ უნდა იყოს გახმოვანებული.“.
2. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „2002 წლის 1 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „2003 წლის 1 აპრილიდან“.
მუხლი 2
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა 6 თვის ვადაში შეიმუშაონ კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის გავრცელების კონტროლის შესახებ.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 21 დეკემბერი
№1220–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2001.
- როდის იქნა მიღებული „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.12.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1220. სარეგისტრაციო კოდი — 240.120.000.05.001.001.016.
- სად არის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე, №1220, 21.12.2001, სარეგისტრაციო კოდი 240.120.000.05.001.001.016 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15844/