თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №19
2011 წ ლის 26 ივლისი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული თელავის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის გამოსახულებები:
ა) თელავის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება(დანართი №1);
ბ) თელავის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა (დანართი №2);
გ) თელავის მუნიციპალიტეტის დროშის გამოსახულება (დანართი №3);
დ) თელავის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა (დანართი №4);
2. მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენება მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზირი №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ხუცაიძე
დანართი №1
თელავის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება

დანართი №2
თელავის მუნიციპალიტეტის გერბი ს აღწერილობა
გერბის ფარი გადაკვეთილია და ზემოთ გაკვეთილი. 1 ნაწილი – ლაჟვარდოვან ველზე შვიდი ოქროს ბორცვი (მთა) 4/3. ზედა ოთხ ბორცვზე ოქროს 4 ციხე-კოშკია მოთავსებული; მათ ზემოთ კი ოქროს ხუთქიმიანი გვირგვინი. II ნაწილი – მეწამულ (წითელ) ველზე ვერცხლის ფრთოსანი ცხენი. III ნაწილი – ვერცხლის ველზე ვერტიკალურად ზურმუხტის (მწვანე) ყურძნის ორი მტევანი, მათ შორის ზურმუხტის (მწვანე) ვაზის ორი ფოთოლი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – „თელავი“.
დანართი №3
თელავის მუნიციპალიტეტის დროშის გამოსახულება

დანართი №4
თელავის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად – მეწამულ (წითელ) და ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფრთოსანი ცხენი.
დროშის პროპორციაა 2:3.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.03.2020.
- როდის იქნა მიღებული „თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“?
- „თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.07.2011. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.35.163.016048.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.03.2020-დან.
- სად არის „თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“, №19, 26.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010020000.35.163.016048 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1447079/