„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მაღალმთიან რეგიონს მიკუთვნებულ დასახლებულ პუნქტებში განლაგებული განათლების სახელმწიფო დაწესებულებების პედაგოგებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მუშაკებს ეძლევათ ხელფასზე დანამატი 50 პროცენტის ოდენობით.“.
2. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. სახელმწიფოს ხარჯით საშუალო განათლების უზრუნველყოფაზე გადასვლის ვადა
ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით თავისი ხარჯით საშუალო განათლებას სახელმწიფო უზრუნველყოფს ეტაპობრივად – 2003 წლის 1 სექტემბრამდე; მანამდე საშუალო განათლების მიღების ფარგლებს განსაზღვრავს საბიუჯეტო დაფინანსებით უზრუნველყოფილი სახელმწიფო დაკვეთა, წესს კი – კონკურსი, რომლის პირობებს ადგენს საქართველოს განათლების სამინისტრო.“.
3. მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანამატი ხელფასზე (2003 წლის 1 სექტემბრისათვის არსებულ ოდენობაზე) გაიცემა:
ა) 2003 წლის 1 სექტემბრიდან – 25 პროცენტი;
ბ) 2004 წლის 1 სექტემბრიდან – 35 პროცენტი;
გ) 2005 წლის 1 სექტემბრიდან – 50 პროცენტი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 29 იანვარი.
№1957–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.01.2003.
- როდის იქნა მიღებული „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.01.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1957. სარეგისტრაციო კოდი — 430.000.000.05.001.001.209.
- სად არის „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1957, 29.01.2003, სარეგისტრაციო კოდი 430.000.000.05.001.001.209 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14476/