განჩინება შპს "ჯიქია"-ს რეაბილიტაციის პროცედურის დაწყების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/395-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110802039, 03/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

2011 წლის 29 ივლისი

                      

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი: მოვალე – შპს ,,ჯიქია’’

წარმომადგენელი: ცოტნე მურღულია

მეურვე: ირაკლი გაფრინდაშვილი

დავის საგანი: გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2011 წლის 29 ივლისს კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,ჯიქიას“ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ. კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს რეაბილიტაციის პროცედურის დაწყებას.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ რეაბილიტაციის პროცედურის დაწყება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’მე-7, მე-8, 27-ე, 28-ე, 33-ე და 43-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამტკიცდეს 2011 წლის 29 ივლისის კრედიტორთა კენჭისყრის შედეგები რეაბილიტაციის განხორციელების პროცედურების დაწყების შესახებ.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლო დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე          თ. ჭუნიაშვილი