„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების დაწესებისა და მისი მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.08.2011
ძალის დაკარგვა 20.01.2015
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №9/5
სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.157.016052
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110803018, 09/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,057 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.2011 მიღება
20.01.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების დაწესებისა და მისი მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; mso-style-link:"danarti_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.danartixmlChar {mso-style-name:"danarti_xml Char"; mso-style-link:danarti_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 28.3pt 14.2pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №9/5 2011 წლის 2 აგვისტო    ქ. თეთრიწყარო                           „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების დაწესებისა და მისი მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: 1. შემოღებულ იქნეს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება. 2. დამტკიცდეს დებულება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ (დანართი 1). 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                 გ. მესტვირიშვილი                                      დანართი 1 „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ეს დებულება განსაზღვრავს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს.     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება არის ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისათვის. 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივი, ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ. 3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას თეთრიწყაროს წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა თეთრიწყაროელთა ყველა თაობისათვის. 4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითრების, აგრეთვე უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის მოქალაქის პატივგებისა და აღიარებისა. 5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა საკუთარი ინიციატივისა, რასაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.     მუხლი 2🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს: ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს; ბ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს; გ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის გამგებელს. 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს: ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები; გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; დ) შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, ორი ფოტოსურათი და წარდგენილის წერილობითი თანხმობა; ე) დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისია; ვ) კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ; ზ) კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და დასკვნა შეაქვს განსახილველად საკრებულოს ბიუროზე; თ) კომისიის დაკვნას იხილავს საკრებულოს ბიურო და მიღებული გადაწყვეტილება შეაქვს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად.     მუხლი 3🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ბიუროს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატურის (კანდიდატურებისათვის) თეთრიწყაროს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ. 2. საკრებულო წარდგენილ კანდიდატებს ამტკიცებს ღია კენჭისყრით. 3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მოწმობისა და დიპლომისა გადაცემა ხდება წელიწადში ერთხელ ტრადიციულ სახალხო დღესასწაულ „დიდგორობის“ ზეიმზე, გამონაკლის შემთხვევაში, ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს. 4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქედ არჩევის საზეიმო ცერემონიალს ესწრებიან: საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს წარმომადგენლები, აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები, საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პიროვნებები, ჟურნალისტები, გამოჩენილი ადამიანები, პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები, საპატიო მოქალაქედ ასარჩევი პიროვნებების ოჯახების წევრები, უახლოესი მეგობრები და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პიროვნებები. 5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საერთო სახალხო ზეიმის –„დიდგორობის“ დღეს ხსნის კონვერტს და საზეიმოდ აცხადებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს (მოქალაქეებს). 6. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა მოწმობა და დიპლომი.  7. მოქალაქეს (მოქალაქეებს) საპატიო წოდების მინიჭების დღეს გადაეცემა ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.     მუხლი 4🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის უფლებები 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, მიუხედავად ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილისა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიებითა და შეღავათებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით - მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობა, ადგილობრივი მოსაკრებლებისაგან და კომუნალური (წყლის, ტელეფონის სააბონენტო) გადასახადებისაგან გათავისუფლება. 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებსა და მუნიციპალიტეტის ღონისძიებათა შემუშავებაში; ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თეთრიწყაროელის დახმარებისა და ხელშეწყობისათვის.