ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2011
ძალის დაკარგვა 30.12.2013
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №90
სარეგისტრაციო კოდი 300170000.54.066.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110805009, 09/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 27.12.2013
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება 27.11.2007
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების“ დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; layout-grid-mode:line;}
h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;}
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.5pt;}
h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;}
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-style:italic;}
p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;}
p.data, li.data, div.data { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;}
p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;}
p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;}
p.kanoni, li.kanoni, div.kanoni { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;}
p.kitxva, li.kitxva, div.kitxva { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 44.95pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №
90
2011 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების“ დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საჰაერო კოდექსის“ 56-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე
-10 მუხლის მე
-3 და მე
-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესი და სერტიფიკატების ფორმები”.
მუხლი 2🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 27 ნოემბრის №147 ბრძანება.
მუხლი 3🔗.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი
. დავითაძე
საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი
1.
საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესის (
შემდგომში –
წესი)
მიზანია საავიაციო სატვირთო ტერმინალის ფუნქციონირების სამართლებრივი მოწესრიგება,
ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
2.
წესი განსაზღვრავს საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების ნორმებს,
პროცედურებს.
3.
წესის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
ტვირთი –
სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადასაზიდი (
გადაზიდვას დაქვემდებარებული)
ნებისმიერი ქონება,
გარდა საბორტო მარაგებისა და თანმხლები ან არასწორად გაგზავნილი ბარგისა;
ბ)
საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიკატის მფლობელი –
საქართველოში რეგისტრირებული საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი (
შემდგომში –
პირი),
რომელიც ახორციელებს ტვირთის/
სახიფათო ტვირთის მიღებას,
დამუშავებას,
გაფორმებას,
საჰაერო ხომალდში (
ხომალდიდან)
ჩატვირთვას (
გადმოტვირთვას),
შენახვას და გაცემას და რომელსაც გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი;
გ)
საავიაციო სატვირთო ტერმინალი (
შემდგომში –
ტერმინალი) –
ობიექტი,
სადაც ხორციელდება ტვირთის/
სახიფათო ტვირთის მიღება,
დამუშავება,
გაფორმება,
შენახვა და გაცემა;
დ)
საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიკატი (
შემდგომში –
ტერმინალის სერტიფიკატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ (
შემდგომში – სააგენტო)
მიერ,
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის (
ბრძანების)
საფუძველზე გაცემული დოკუმენტი,
რომელიც ადასტურებს,
რომ სერტიფიკატის მფლობელი აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უფლება აქვს განახორციელოს ტვირთის/
სახიფათო ტვირთის მიღება,
დამუშავება,
გაფორმება,
საჰაერო ხომალდში (
ხომალდიდან)
ჩატვირთვა (
გადმოტვირთვა),
შენახვა და გაცემა;
ე)
სახიფათო ტვირთი –
ნაკეთობები ან ნივთიერებები,
რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ადამიანის ჯანმრთელობას,
უსაფრთხოებას,
ქონებას ან გარემოს და რომელიც მითითებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (
იკაო)
ოფიციალური გამოცემის,
ტექნიკური ინსტრუქციების სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში (DOC 9284-A№/905),
ან კლასიფიცირებულია ამ ინსტრუქციით.
მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები
1. სერტიფიცირებას ექვემდებარება პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღებას, დამუშავებას, გაფორმებას, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვას (გადმოტვირთვას), შენახვას და გაცემას.
2. ტერმინალის სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, მასში ცვლილებების შეტანას, გაუქმებას და სერტიფიკატის მფლობელის მიერ სასერტიფიკაციო პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.
3. პირს არა აქვს უფლება განახორციელოს ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად სერტიფიკატი.
4. სერტიფიკატის გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
5. ტერმინალის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ადმისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
6. სააგენტო
, სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გასცემს დუბლიკატს სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე.
7. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ ახორციელებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას, ამ წესის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მასზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, სახიფათო ტვირთების მომსახურების უფლების გარეშე.
მუხლი 4🔗. სერტიფიცირებისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია
1. განმცხადებელი ტერმინალის სერტიფიკატის მისაღებად სააგენტო
ს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ტერმინალის სერტიფიკატის რომელი სახის მიღებას მოითხოვს.
2. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი;
ბ) დოკუმენტი შენობა-ნაგებობების ან მიწის ნაკვეთის (ან მათი ნაწილის), აგრეთვე იმ სხვა ფართის ფლობის შესახებ, სადაც უნდა განხორციელდეს ტვირთის მიღება, დამუშავება, გაფორმება, შენახვა და გაცემა;
გ) ინფორმაცია იმ სპეციალური სატრანსპორტო საშულებების, მოწყობილობების და მექანიზმების შესახებ (ტვირთის ასაწონი მოწყობილობები, საავიაციო უსაფრთხოებაზე ტვირთის შემოწმების ტექნიკური საშუალებები და მოწყობილობები, სპეციალური და თვითმავალი ტვირთამწევი საშუალებები და მექანიზმები, ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებები, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) სატვირთო კონტეინერების ჩატვირთვის (გადმოტვირთის) საშუალებები, რომლებიც გამოყენებული იქნება ტერმინალში, ტვირთის (მათ შორის, სახიფათო ტვირთის) მიღების, დამუშავების, გაფორმების, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვის (გადმოტვირთვის), შენახვის და გაცემის ტექნოლოგიური პროცესების განსახორციელებლად;
დ) ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღების, დამუშავების, გაფორმების, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვის), შენახვის და გაცემის წესი, რომელშიც ასახული უნდა იყოს:
დ.ა) ტვირთის/სახიფათო ტვირთის გადასაზიდად მიღების პირობები და გაფორმება;
დ.ბ) მომსახურებადი ტვირთების კატეგორიები (მალფუჭადი, გაბარიტული, მძიმეწონიანი, მსხვრევადი და ა.შ.);
დ.გ) ტვირთის/სახიფათო ტვირთის სახეობის მიხედვით მათი მონიშვნის და შეფუთვის პირობები;
დ.დ) ტვირთის/სახიფათო ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების განხორციელების წესი და პირობები;
დ.ე) ტვირთის/სახიფათო ტვირთის შენახვის და გაცემის პირობები;
დ.ვ) ღონისძიებები ტვირთის/სახიფათო ტვირთის დაზიანების, დანაკლისისა და დაკარგვის შემთხვევაში;
დ.ზ) საჰაერო ხომალდის კომერციული დატვირთვის გასაანგარიშებლად, სათანადო მონაცემების შესაბამის სამსახურებში გადაცემის პროცედურები;
ე) საავიაციო უშიშროების პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის „უშიშროება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან“ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ვ) ტერმინალის:
ვ.ა) მომსახურე პერსონალის სია;
ვ.ბ) საავიაციო უშიშროების პერსონალის სია და მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები. აღნიშნული საბუთები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ვ.გ) იმ მომსახურე პერსონალის სია და მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები, რომლებმაც უნდა განახორციელონ სახიფათო ტვირთის მომსახურება. აღნიშნული საბუთები უნდა აკმაყოფილებდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
2011
წლის 23 ივნისის
№56
ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესი
ს“
მოთხოვნებს;
ზ) ტერმინალში სახიფათო ტვირთის განლაგების სქემა (სახიფათო ტვირთის მომსახურების შემთხვევაში);
თ) სახიფათო ტვირთის მომსახურებისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
მუხლი 5🔗. მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ტერმინალი
1. ტერმინალის შენობა-ნაგებობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი წესებით, ნორმებითა და სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (ტემპერატურის, ტენიანობის, განათების, ტრავმებისაგან დაცვის, სახანძრო და ელექტროუსაფრთხოების, ვენტილაციის, სანიტარიის მიმართ).
2. ტერმინალის ტერიტორიას მთელ პერიმეტრზე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2,13 მეტრი სიმაღლის შემოღობვა, აგებული კაპიტალური მასალით, რომელზედაც დამონტაჟებული იქნება მავთულხლართი და გარე განათება.
3. ტერმინალის შენობა-ნაგებობები აღჭურვილი უნდა იყოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღების, დამუშავების, შენახვისა და გაცემის ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით და მექანიზმებით.
4. ტერმინალის ტერიტორიაზე უნდა იყოს სატვირთი ეზო, სადაც შესაძლებელი იქნება ერთდროულად მინიმუმ 2 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება ტვირთის მიღების და გაცემის პროცესების უზრუნველსაყოფად.
5. ტერმინალს უნდა გააჩნდეს, ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღების, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვის), შენახვისა და გაცემის ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველსაყოფი შემდეგი საშუალებები:
ა) სპეციალური და თვითმავალი ავტომტვირთავი(ები);
ბ) თვითმავალი ურიკები ტვირთის ტრანსპორტირებისათვის;
გ) საჰაერო ხომალდიდან (ხომალდში) ტვირთის ჩატვირთვის (გადმოტვირთვის) უზრუნველსაყოფად სატვირთო ავტოტრანსპორტის რეგულირებადი ბაქნით;
დ) საჰაერო ხომალდიდან (ხომალდში) კონტეინერების ჩატვირთვის (გადმოტვირთვის) უზრუნველსაყოფად სატვირთო სპეცავტოტრანსპორტი (ტვირთის კონტეინერული გადაზიდვების შემთხვევაში);
ე) იზოლირებული ფართი სახიფათო ტვირთის მომსახურებისათვის, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს (სახიფათო ტვირთების მომსახურებისას);
ვ) სპეციალური იზოლირებული ოთახი ან განცალკევებული ნაგებობა რადიოაქტიური ნივთიერებების მომსახურებისათვის, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს (რადიოაქტიური სახიფათო ტვირთების მომსახურებისას);
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სიზუსტეზე შემოწმებული ტვირთის ასაწონი მოწყობილობა(ები), რომლითაც შესაძლებელი იქნება მინიმუმ 2 ტონა ტვირთის აწონვა;
თ) კავშირგაბმულობის საშუალებები ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველსაყოფად;
ი) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად ტვირთის შესამოწმებელი სპეციალური მოწყობილობა ან სხვა ტექნიკური საშუალებები.
6. ტერმინალის სპეცავტოტრანსპორტი, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს სამუშაოები, აეროდრომის ტერიტორიაზე აღჭურვილი უნდა იყოს გაბარიტული და ციმციმა შუქებით, კავშირგაბმულობის, ხანძარსაწინაღო და ბუქსირების საშუალებებით.
7. ტერმინალის ფუნქციონირებას უნდა უზრუნველყოფდეს:
ა) ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღების, დამუშავების, გაფორმების, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვის (გადმოტვირთვის), შენახვის და გაცემის ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველმყოფი პერსონალი;
ბ) სახიფათო ტვირთის მომსახურების განმხორციელებელი პერსონალი, რომელსაც უნდა გააჩნდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
2011
წლის 23 ივნისის
№56
ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად გაცემული
სახიფათო ტვირთის მომსახურების სერტიფიკატი;
გ) საავიაციო უშიშრობის უზრუნველმყოფი კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული პერსონალი.
8. ტერმინალში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასაშვო და შიდა საობიექტო რეჟიმი.
მუხლი 6🔗. განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა, ტერმინალის ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება
1. სააგენტო
ს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების და თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნებთან.
2. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო
, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობით სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
3. განცხადების, თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობისას სააგენტოს დირექტორის
ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი, სათანადო სპეციალისტებისაგან შემდგარი, სასერტიფიკაციო კომისია განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ეცნობა ტერმინალის ფაქტობრივ მდგომარეობას.
4. ტერმინალის ფაქტობრივი შემოწმების შედეგების შესაბამისად სასერტიფიკაციო კომისია ადგენს დასაბუთებულ დასკვნას, რომელსაც წარუდგენს სააგენტოს დირექტორ
ს. სასერტიფიკაციო კომისიის დასკვნა შეიძლება იყოს:
ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელი ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეები უშუალოდ უარყოფითად არ მოქმედებს უსაფრთხოებაზე და საავიაციო უშიშროებაზე და განმცხადებელზე შეიძლება გაცემულ იქნეს სერტიფიკატი;
ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
5. უარყოფითი შეფასების შემთხვევაში სასერტიფიკაციო კომისიის ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზე უარყოფითი შეფასება იქნა მიღებული.
6. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო
წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. განმცხადებელს უფლება აქვს სააგენტო
ს მიერ გათვალისწინებულ ვადებში გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ სააგენტო
ს. სასერტიფიკაციო კომისია განმცხადებლის ამ პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან ერთად ასახავს ოქმში.
მუხლი 7🔗. გადაწყვეტილების მიღება. სერტიფიკატის გაცემა. სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა
1. სასერტიფიკაციო კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, ღებულობს გადაწყვეტილებას ტერმინალის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გასცემს შესაბამისი სახის ტერმინალის სერტიფიკატს.
2. სააგენტო
არ გასცემს ტერმინალის სერტიფიკატს, თუ:
ა) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები, აგრეთვე მისი წარმოების ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს და სააგენტო
ს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული განმცხადებლის მიერ;
ბ) განმცხადებელი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. სააგენტო
ს გადაწყვეტილება ტერმინალის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ტერმინალის სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.
მუხლი 8🔗. სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება და განახლება
1. სააგენტო
იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებაზე იმ შემთხვევაში, როცა:
ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს ტერმინალის სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს (სასერტიფიკაციო მოთხოვნებს);
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
2. ტერმინალის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე.
3. ტერმინალის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ტერმინალის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მოტივებისა და საფუძვლების მითითებით წერილობით ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს.
4. ტერმინალის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უმეტეს 3 თვისა.
5. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება, თუ აღმოფხვრილი იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც გახდა მისი მოქმედების ვადის შეჩერების საფუძველი და სერტიფიკატის მფლობელმა წერილობით აცნობა სააგენტო
ს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე და, ამასთან ერთად, სააგენტო
დარწმუნდა ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში.
6. ტერმინალის სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სერტიფიკატის მფლობელმა ამ ვადაში არ აღმოფხვრა მისი შეჩერების საფუძვლები;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;
გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;
დ) სერტიფიკატის მფლობელის მიერ სერტიფიკატით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტა;
ე) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
7. იმ შემთხვევაში, თუ ტერმინალის სერტიფიკატის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მიყენება, სერტიფიკატის მფლობელს შეიძლება მიეცეს უფლება 3 თვის ვადით გააგრძელოს სერტიფიკატით გათვალისწინებული საქმიანობა სააგენტო
ს ზედამხედველობით.
მუხლი 9🔗. სერტიფიკატის მფლობელის უფლება-მოვალეობები
1. სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს:
ა) წესის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს ტვირთის/ სახიფათო ტვირთის მიღება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა;
ბ) მოითხოვოს ტერმინალის საქმიანობის შესახებ სააგენტო
ში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.
2. ტერმინალის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია:
ა) განახორციელოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) შეინარჩუნოს ტერმინალი, მისი მოწყობილობები და დანადგარები სასერტიფიკაციო მოთხოვნების დონეზე;
გ) არ დაუშვას სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების სხვა პირისათვის გადაცემა;
დ) წერილობით აცნობოს სააგენტო
ს წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილებების თაობაზე ცვლილებების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
ე) სახიფათო ტვირთების მიღების და შენახვის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეავსოს უსაფრთხოების დეკლარაცია;
ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
მუხლი 10🔗. უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრი
1. ტერმინალის უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრს აწარმოებს .
2. სააგენტო
ტერმინალის სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების ვადის შეჩერების და განახლების, მისი გაუქმების, დუბლიკატის გაცემის და სერტიფიკატში ცვლილების შეტანის შესახებ მონაცემები შეაქვს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
3. ტერმინალის უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრის მონაცემები საჯაროა.
დანართი №2
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
საავიაციო სატვირთო ტერმინალის
სერტიფიკატი №000
(სხვა პირზე გადაცემას და/ან გაყიდვას არ ექვემდებარება)
ამით დასტურდება, რომ ----------------------------------------------------------------- აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების მოთხოვნებს.
სერტიფიკატის მფლობელს უფლება ეძლევა განახორციელოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, დამუშავება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
სერტიფიკატის გაცემის თარიღი _____________________________
--------------------------------------------------------- ბ.ა.
უფლებამოსილი პირის
ხელმოწერა
დანართი №3
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
საავიაციო სატვირთო ტერმინალის
სერტიფიკატი №000
(სხვა პირზე გადაცემას და/ან გაყიდვას არ ექვემდებარება)
ამით დასტურდება, რომ -------------------------------------------------------------- აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების მოთხოვნებს.
სერტიფიკატის მფლობელს უფლება ეძლევა განახორციელოს ტვირთის (გარდა სახიფათო) მიღება, დამუშავება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
სერტიფიკატის გაცემის თარიღი ___________________
------------------------------------------------------ ბ.ა.
უფლებამოსილი პირის
ხელმოწერა