დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან /და მსხვილფეხა პირუტყვის დაბის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 32
2011 წლის 1 აგვისტო
დაბახარაგაული
დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან /და მსხვილფეხა პირუტყვის დაბის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/ და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესები თანახმად დანართი 1-ისა.
მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილის, 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინოს და საქმეები განიხილ ოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) განსაზღვრულმა პირმa.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
დანართი 1
დაბა ხარაგაულისტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესები
მუხლი 1. ეს წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც დაბა ხარაგაულისადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მფლობელობაში ჰყავთ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი.
მუხლი 2. თვითმმართველი დაბა ხარაგაულისადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის შენახვა დასაშვებია მხოლოდ პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
მუხლი 3. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეები (მეპატრონეები) ვალდებულნი არიან:
1. არ დაუშვან წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ს გაშვება მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ ის გარეთ.
2. მკაცრად დაიცვან წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ს შენახვის წესები.
მუხლი 4. უმეთვალყურეოდ (უპატრონოდ) მიტოვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლირება-განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 5. აღნიშნული წესის და რ ღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდა რ ღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან /და მსხვილფეხა პირუტყვის დაბის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.10.2011.
- როდის იქნა მიღებული „დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან /და მსხვილფეხა პირუტყვის დაბის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ“?
- „დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან /და მსხვილფეხა პირუტყვის დაბის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ“ მიღებულია 01.08.2011. მიმღები ორგანო — ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.128.016064.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან /და მსხვილფეხა პირუტყვის დაბის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 03.10.2011-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან /და მსხვილფეხა პირუტყვის დაბის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან /და მსხვილფეხა პირუტყვის დაბის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.10.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან /და მსხვილფეხა პირუტყვის დაბის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ“, №32, 01.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016064 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1454175/