სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2011 წლის 29 ივლისი
ქ. წყალტუბო
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1).
მუხლი 2
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ეკონომიკურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიას (ლ. შუღლაძე).
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ.№11) კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი
დანართი 1
ჯარიმის ოდენობები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით
| № | ზონა | ზონის აღწერა | ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე | |
| 1 | I ზონა | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებით განსაზღვრულ, ცენტრალურ ზონაში შემავალი ტერიტორია | 0.5 | |
| 2 | II ზონა | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებით განსაზღვრულ, შუალედურ ზონაში შემავალი ტერიტორია | 0.2 | |
| 3 | III ზონა | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებით განსაზღვრულ, პერიფერიულ ზონაში შემავალი ტერიტორია | 0,1 | |
| 4 | IV ზონა | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ორივე მხარეს 50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია | 0,2 | |
| 5 | V ზონა | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფო და მუნიციპალური მნიშვნელობის საავტომობილო გზის ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლში, ასევე სოფლებში არსებულ სკვერები (ბაღები) და მათ მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია | 0,1 | |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.01.2012.
- როდის იქნა მიღებული „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“?
- „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 29.07.2011. მიმღები ორგანო — წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.122.016066.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.01.2012-დან.
- სად არის „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.01.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“, №16, 29.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016066 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1454190/