„დაბა ჩხოროწყუს საკრედიტო კავშირი“-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№635
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110811004, 11/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №635

2011 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 „დაბა ჩხოროწყუს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანების  მე-18 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულებულად იქნ ე ს მიჩნეული „დაბა ჩხოროწყუს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმის წარმოება.

2. განკარგულება ეცნობოს „დაბა ჩხოროწყუს საკრედიტო კავშირის“ მარეგისტრირებელ ორგანოს და ინფორმაცია „დაბა ჩხოროწყუს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                                        ო. ნადარაია