„დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №700
2011 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების– საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანების მე-18 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულდეს „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოება.
2. განკარგულება ეცნობოს „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ მარეგისტრირებელ ორგანოს და ინფორმაცია „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-2 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ო. ნადარაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2011.
- როდის იქნა მიღებული „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე?
- „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე მიღებულია 16.09.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №700.
- სად არის „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე, №700, 16.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476802/