ქალაქ ახალციხეში მდებარე ისტორიული უბნის „რაბათის“ სარეაბილიტაციო არეალად გამოცხადების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.138.016037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110812010, 16/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №20

2011 წლის 11 აგვისტო

ქ. ახალციხე

ქალაქ ახალციხეში მდებარე ისტორიული უბნის „რაბათის“ სარეაბილიტაციო არეალად გამოცხადების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

1. ქალაქ ახალციხეში მდებარე ისტორიული უბანი „რაბათი“ გამოცხადდეს სარეაბილიტაციო არეალად (დანართი №1-ის შესაბამისად).

2. დამტკიცდეს ქალაქ ახალციხეში მდებარე ისტორიული უბნის ,,რაბათის“ სარეაბილიტაციო არეალში შემავალი ქუჩების ჩამონათვალი დანართი №2-ის შესაბამისად.

3. დამტკიცდეს ქალაქ ახალციხეში მდებარე ისტორიული უბნის ,,რაბათის” განვითარების პროგრამა და მიზნები:

ა. ქ. ახალციხის ისტორიული უბნის „რაბათის“ რეაბილიტაცია;

ბ. ქ. ახალციხის ისტორიული ძეგლის „ახალციხის ციხის“ რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია;

გ. ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა;

დ. ტურისტული ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, სტიმულირება;

ე. ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობის შექმნა;

ვ. მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

4. განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობისას კერძო ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რაიმე სახის ზემოქმედება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. პროგრამის მიზნების განხორციელებაში თვითმმართველი ერთეული მონაწილეობს თავისი გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ან თავის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით როგორც რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტი (დამკვეთი, შემსრულებელი).       

6. სურვილის შემთხვევაში, განვითარების პროგრამაში, ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფო ორგანიზაციები მონაწილეობას იღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან შეთანხმების საფუძველზე.

7. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                    მ. გიქოშვილი

 

 დანართი №1

ქალაქ ახალციხის ისტორიული უბნის ,,რაბათის” სარეაბილიტაციო არეალი

                    –   სარეაბილიტაციო ტერიტორიის საზღვარი.

დანართი № 2

ქალაქ ახალციხეში მდებარე ისტორიული უბნის ,,რაბათის“ სარეაბილიტაციო არეალში შემავალი ქუჩების ჩამონათვალი

1. ქ. ახალციხე, იაკობ გოგებაშვილის ქუჩა;

2. ქ. ახალციხე, ალ ექსანდრე ყაზბეგის ქუჩა

3. ქ. ახალციხე, პ ეტრე ხარისჭირაშვილის ქუჩა;

4. ქ. ახალციხე, ი ლია ხმალაძის ქუჩა;

5. ქ. ახალციხე, ციხისძირის ქუჩა;

6. ქ. ახალციხე, დ ავით გურამიშვიის ქუჩა;

7. ქ. ახალციხე, ექვთიმე ათონელის ქუჩა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ახალციხეში მდებარე ისტორიული უბნის „რაბათის“ სარეაბილიტაციო არეალად გამოცხადების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ახალციხეში მდებარე ისტორიული უბნის „რაბათის“ სარეაბილიტაციო არეალად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.08.2011.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ახალციხეში მდებარე ისტორიული უბნის „რაბათის“ სარეაბილიტაციო არეალად გამოცხადების შესახებ“?
„ქალაქ ახალციხეში მდებარე ისტორიული უბნის „რაბათის“ სარეაბილიტაციო არეალად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 11.08.2011. მიმღები ორგანო — ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.138.016037.
სად არის „ქალაქ ახალციხეში მდებარე ისტორიული უბნის „რაბათის“ სარეაბილიტაციო არეალად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.08.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ახალციხეში მდებარე ისტორიული უბნის „რაბათის“ სარეაბილიტაციო არეალად გამოცხადების შესახებ“, №20, 11.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.138.016037 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1458515/