სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.08.2011 ძალადაკარგული 21.02.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№312
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.016472
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110812016, 12/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №312

2011 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

სს „საპარტნიორო ფონდის“სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

  მუხლი 1.    „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ.“ქვეპუნქტის საფუძ­ ველზე დამტკიცდეს თანდართული სს „საპარტნიორო ფონდის“სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.

 მუხლი 2.    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2 წლის განმავლობაში.

 პრემიერ-მინისტრი             ნ . გილაური

 

სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

       მუხლი 1. ზ ოგადი დებულებები

 1. სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსა­ხურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შე­მუ­შავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესა­ხებ“საქართველოს კა­ნონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ.“ ქვეპუნქტის შესა­ბა­მისად და ადგენს სს „საპარტნიორო ფონ­დის“ (შემდგომში – სა­წარ­მო) სახსრებით საქონლისა და მომსახუ­რების შესყიდვების სპე­ცი­ალურ წესს.

 2. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვი­თარების ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ განსაზ­ღვრული შესყიდვების პროცედურები.

 3. საქონლის/მომსახურების შესყიდვის გადაწყვეტილება მიი­ღე­ბა ამ წესის შესაბამისად.

 4. ამ წესით შესყიდვისას, ამავე წესით გაუთვალისწი­ნებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის დებუ­ლებები.

       მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) შესყიდვა – საწარმოს ან საწარმოს შვილობილი ორგა­ნი­ზა­ციის/ორგანიზაციების მიერ თავისი საქმიანობის სპეციფიკას­თან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შო­რის, ტექნიკური ეკონომიკური დასაბუთება (Feasibility study), იუ­რი­დიული მომსახურება, ფინანსური მომსახურება, აუდიტორული, საექ­სპერტო, საკონსულტაციო, ტექნიკური, საინჟინრო, იურიდი­უ­ლი, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა, საპროექტო სამუშაოები და სხვ.);

 ბ) საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქო­ნელი და მომსახურება – საქონელი და მომსახურება, რომლე­ბიც დაკავშირებულია საწარმოს ძირითად საქმიანობასთან, „ა“ ქვე­პუნ­­ქტში მითითებული ინტელექტუალური მომსახურება და აგრეთ­ვე საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა საქონელი და მომსახურება;

 გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, მომსახურება;

 დ)ლოტი – ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოცალკევებული შეს­ყიდვის ობიექტი. პრეტენდენტმა/მონაწილემ წ ინადადე­ბა/განა­ცხადი შეიძლება წარადგინოს თავი სთვის სასურველ ერთ ან მეტ ლო­ტ­­ზე, ხოლო ყოველ ლოტზე ცალ-ცალკე უნდა გამოვლინდეს ერ­თი გამარჯვებული;

 ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (მათ შორის, ნედლეული, ნაკეთობა, მოწყობილობა, წარმოების სხვა სა­შუალება, მოხმარების საგანი) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირე­ბულებას;

 ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომ­სახურება“მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;

 ზ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც საწარმოსთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

 თ) ფასთა კოტირება – საშუალება საქონლის, მომსახურების შეს­ყიდვისათვის, რომლის დროსაც განმსაზღვრელია ფასის კრიტე­რიუმი და რომელშიც წინადადების/განაცხადის წარდგენის უფლე­ბა აქვთ წინასწარ განსაზღვრულ პოტენციურ მიმწოდებლებს.

       მუხლი 3. შესყიდვის საშუალებები

 1. შესყიდვა ხორციელდება ფასთა კოტირების საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლა­პა­რა­კების საშუალებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირო­ბა:

 ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირე­ბულება არ აღემატება 50 000 ლარს;

 ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;

 გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუ­არესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუა­ტა­ცი­ის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმ­წოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორ­ციე­ლებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემა­ტება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;

 დ) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმ­ჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება;

 ე) საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილება.

 3. შესყიდვა ასევე შეიძლება განხორციელდეს ტენდერის საშუ­ალებით, რომლის პროცედურებს განსაზღვრავს საწარმოს აღმას­რუ­­ლებელი დირექტორი.

      მუხლი 4. სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

 1. შესყიდვის პროცედურას ატარებს სატენდერო კომისია, რო­მელ­საც ქმნის საწარმოს აღმასრულებელი დირექტორი (ყველა შეს­ყიდვისათვის ერთად ან თითოეული შესყიდვისათვის ცალ-ცალკე).

 2. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომი­სიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნ­­და დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თა­­ნაბ­რად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კო­მისიის თავმჯდომარის ხმა.

 3. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რო­მელსაც ხელს აწერენ სხდომის დამსწრე კომისიის წევრები.

      მუხლი 5. წინადადების/განაცხადის უზრუნველყოფის გარანტია

 1. საწარმოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში პრე­ტენ­დენ­ტებს/მონაწილეებს მოსთხოვოს წინადადების/განაცხადის უზ­რუნ­ველყოფის გარანტია საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის მი­ერ განსაზ­ღვრუ­ლი ოდენობით.

 2. გარანტია არ დაუბრუნდება,თუ პრეტენდენტი/მონაწილე გამარჯვების შემთხვევაში უარს განაცხადებს ხელშეკრულების და­დე­ბაზე (ან ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების გასაფორ­მებ­ლად საჭირო ვალდებულებების შესრულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში) თავისი წინადადების/განაცხადის მოქმედების ვადის დასრულებამდე.