აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№126-უ.ს.რ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110815002, 16/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შემდეგი შემადგენლობით:

გია აბულაძე   –   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის   განათლების, კულტურისა და სპორტის   მინისტრის თანამდებობაზე;

დონარი სურმანიძე –    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მი-ნისტრის თანამდებობაზე;

ვაჟა ბოლქვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე;

თემურ გაბაიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                    მ. მახარაძე

ბათუმი,

2011 წლის 4 აგვისტო

№126-უ.ს.რ.ს.