„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5259-IIს
სარეგისტრაციო კოდი
010190060.09.001.016075
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111114042, 14/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-1/317, 11.11.2011) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი, მე-2 და 21 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 29 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე)
ლევან ვეფხვაძე    – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
დავით დარჩიაშვილი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისკომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი მინაშვილი  – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ნუგზარ წიკლაური – საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
პეტრე ცისკარიშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
გიორგი თარგამაძე – საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი
გია თორთლაძე – ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე
გიორგი ახვლედიანი – ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე
ვახტანგ ბალავაძე – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა     და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ ლალიაშვილი – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
გურამ ჩახვაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
რატი მაისურაძე – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა       და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ჯონდო ბაღათურია – საქართველოს პარლამენტის წევრი
კობა ხაბაზი – საქართველოს პარლამენტის წევრი
პეტრე ზამბახიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურდიულ და საპროცედურო საკიტხთა კომიტეტის რავმჯდომარე
გია ხუროშვილი  – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
თამარ ჩუგოშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია                     „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
ვასილ გონაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
მერაბ ბასილაია     – ფონდი „ALPE“-ს PR და მედიაპროგრამების დირექტორი
დავით აფრასიძე – აკადემიური პერსონალი, ფილოსოფიის დოქტორი
გია გეწაძე – აკადემიური პერსონალი, იურისტი
ზურაბ დავითაშვილი – აკადემიური პერსონალი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი
გიორგი კვერენჩხილაძე – აკადემიური პერსონალი, ასისტენტ-პროფესორი
კახი ყურაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
ნანა ჭიღლაძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
სოსო ცინცაძე – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი
ირაკლი ბურდული – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი
დავით კერესელიძე – აკადემიური პერსონალი, სრული პროფესორი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,2011 წლის 11 ნოემბერი.
№5259-IIს