,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-1/518, 13.11.2007) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 15 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
ლევან ბეჟაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე)
გიორგი ბოკერია – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ნინო კალანდაძე – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ელენე თევდორაძე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
ეკატერინე ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი
ზურაბ ტყემალაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
მამუკა კაციტაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გოჩა ქიმაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
ბადრი ხატიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
კონსტანტინე კუბლაშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
ნუგზარ შოშიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი ხუბუა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
ავთანდილ დემეტრაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
დავით კერესელიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2007 წლის 15 ნოემბერი.
№5451–რს