„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (07-1/8, 30.06.08) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 22 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე)
მურთაზ ზოდელავა – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
კახაბერ ანჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი არსენიშვილი – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ხათუნა გოგორიშვილი – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე
პეტრე ცისკარიშვილი – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
გიორგი თარგამაძე – საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი
ჯონდო ბაღათურია – საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი ცაგარეიშვილი – ფრაქცია „ძლიერი საქართველო – ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე
გია თორთლაძე – ფრაქცია „ძლიერი საქართველო – ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე
პაატა დავითაია – საქართველოს პარლამენტის წევრი
ლევან ვეფხვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი ახვლედიანი – ფრაქცია „ძლიერი საქართველო – ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე
ნიკოლოზ ლალიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
დიმიტრი ლორთქიფანიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
კონსტანტინე კუბლაშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
გიორგი ხუბუა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
ავთანდილ დემეტრაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
დავით კერესელიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2008 წლის 5 ივლისი.
№101–რს