„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№102
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 09/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (07-3/13, 27.06.08) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.

2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 22 წევრისაგან შემდეგი შემადგენლობით:

პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე)

აკაკი მინაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

კახაბერ ანჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

გიორგი არსენიშვილი – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

დავით თოდრაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

ხათუნა გოგორიშვილი – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე

პეტრე ცისკარიშვილი – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

რატი მაისურაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

ჯონდო ბაღათურია – საქართველოს პარლამენტის წევრი

გიორგი ცაგარეიშვილი – ფრაქცია „ძლიერი საქართველო – ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე

გია თორთლაძე – ფრაქცია „ძლიერი საქართველო – ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე

პაატა დავითაია – საქართველოს პარლამენტის წევრი

ლევან ვეფხვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ახვლედიანი – ფრაქცია „ძლიერი საქართველო – ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე

ნიკოლოზ ლალიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

დიმიტრი ლორთქიფანიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

კონსტანტინე კუბლაშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

გიორგი ხუბუა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი            

ავთანდილ დემეტრაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

დავით კერესელიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი

თბილისი,

2008 წლის 5 ივლისი.

№102–